მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636541.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ნოკია სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს კიდევ უფრო მეტად განვითარებული აპარატების დამზადების კუთხით იმის იმედით, რომ განვითარებად ქვეყნებში მომხმარებლების რესურსების მატების შედეგად მისი ერთგულნი დარჩებიან.
Nokia invests heavily in developing more cutting-edge devices in hopes that as its customers in developing nations gain the resources, they will trade-up and stay with Nokia.
636542.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ნოკიას აქ შესაძლოა უპირატესობაც კი ჰქონდეს.
Nokia may have an advantage here.
636543.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
გარდა იმისა, რომ იგი უამრავ ტელეფონს ყიდის, ნოკია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბრენდია.
Beyond selling lots of phones, Nokia is also one of the most trusted brands in the world.
636544.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
35 მილიონ დოლარიანი ბრენდის ღირებულებით, იგი მსოფლიოში მეხუთე ყველაზე ძვირფას ბრენდად მიიჩნევა.
With a brand value of $35 billion, it’s the fifth most valuable brand in the world.
636545.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
„ნდობა იმდენად მაღალია, რომ მას სხვა ბრენდებთან შედარებით, ნაკლები პრობლემები აქვს მომხმარებელთა ლოიალობის კუთხით, მაშინაც კი, როდესაც კლიენტი სხვა ბრენდს მოსინჯავს“, - აცხადებს ბრენდის ექსპერტი.
“The trust is so high, it has less trouble than other brands getting a customer back who may have tried out a competing brand,” says a branding expert.
636546.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ნოკია ასევე აღიარებს, რომ მობილური ტელეფონების სფეროში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს მუსიკა, ნავიგაცია და თამაშები.
Nokia also recognizes that the biggest trends in mobile devices are music, navigation, and gaming.
636547.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ამ აქტივობებზე ყურადღების გამახვილებით, კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესსპეციალისტებთან, რომ მომხმარებელს მეტი ღირებულება შესთავაზოს.
Focusing on these activities, it is collaborating with the best minds in the business to find ways to add value for the consumer.
636548.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
როგორც ჩანს, ნოკია საკმაოდ ეფექტურად იყენებს ინტერნეტის, მედიისა და მობილურ ტელეფონების ნაზავს.
Nokia appears poised to take advantage of the convergence of the Internet, media, and the cell phone.
636549.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
გასულ წელს, 200 მილიონზე მეტი ვიდეოკამერიანი ტელეფონი (ქენონზე გაცილებით მეტი) და 140 მილიონზე მეტი მუსიკალური ტელეფონი (ეფლმა მხოლოდ 52 მილიონი iPod გაყიდა) გაყიდა.
Last year, Nokia sold more than 200 million camera phones (far more cameras than Canon) and more than 140 million music phones (Apple only sold 52 million iPods).
636550.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ამდენად, მისი მობილური ტელეფონებით, ნოკიას შეუძლია გაყიდოს უფრო მეტი კომპიუტერი, მოძრავი მუსიკალური აპარატურა და ფოტოაპარატი, ვიდრე ნებისმიერ სხვა კომპანიას.
Thus, through its mobile handsets, Nokia can claim to sell more computers, portable music players, and cameras than any other company.
636551.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
თუმცა მან მაინც უნდა მიაგნოს რაიმე გზას მყარი შემოსავლის ნაკადისათვის მისი მოწყობილობებიდან, როგორც კი ისინი გასაყიდად გამოვა.
However, it has yet to find a way to secure a steady income stream from its devices once they are in place.
636552.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ეს ქმნის ლოგიკურ გადასვლას ნოკიას სტრატეგიის მესამე ეტაპზე – ახალი ბიზნესის განვითარებაზე.
This creates a logical transition to the third leg of Nokia’s strategy, building new businesses.
636553.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
არსებული მოწყობილობებისგან შემოსავლის მიღების მცდელობით, ნოკიამ გახსნა მაღაზია სთორი.
In an effort to gain income from existing devices, Nokia has opened its Store.
636554.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
მან მიზნად მრავალი მობილური ოპერატორისათვის შემაწუხებელი რამ დაისახა - მობილურ მომსახურებაში მომგებიანი ბიზნესის მშენებლობა.
The goal is to accomplish something that has eluded many mobile network operators—building a profitable business in mobile services.
636555.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ოვი სთორი არის ე.წ. ერთი სარკმლის მქონე მაღაზია, რომელიც მომხმარებლებსა და ინფორმაციის განმთავსებლებს ერთმანეთთან აკავშირებს ნოკიას ტელეფონების მეშვეობით.
The Ovi Store is a one-stop shop that connects consumers with content providers through their Nokia phones.
636556.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
მომხმარებლებს შეუძლიათ პროგრამებზე, თამაშებზე, ვიდეოფილმებზე, სხვადასხვა სახის მასალაზე, ადგილის მიხედვით მომსახურებასა და ინდივიდუალურ მასალაზე წვდომა.
Users can access apps, games, videos, widgets, podcasts, location-based services, and personalized content.
636557.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ნოკიას მომხმარებლები მთელ მსოფლიოში დღეში ერთ მილიონზე მეტ პროგრამას ტვირთავენ.
Nokia customers all over the planet now download more than one million apps per day.
636558.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ეს ახლოსაც ვერ მივა იმ 30 მილიონ ჩამოტვირთვამდე, რომელსაც ეფლის აითუნის მომხმარებლები ახორციელებენ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
That’s not close to the 30 million apps downloaded from Apple's iTunes store, but it’s a start.
636559.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
ნოკია აგრძელებს მობილური მომსახურებების შექმნა-განვითარებას — ფოინთ & ფაინდსი (მომსახურება, რომელიც ინტერნეტიდან შესაბამისი ინფორმაციის ჩამოტვირთვის საშუალებას იძლევა, თუ ჩვეულებრივ ვიდეოკამერიან ტელეფონს დაუმიზნებ რეალურ საგანს), ნოკია ჰოუმ კონტროლ სენთერსი (რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გამოიყენონ საოჯახო ტექნიკა) და სხვადასხვა სატელიტური ადგილმდებარეობის მომსახურებას.
Nokia continues to develop a host of mobile services, including Point & Find (a service that lets users gain relevant Internet content by simply pointing a camera phone at a real-world object), Nokia Home Control Center (lets users interact with home appliances and devices), and various satellite location services.
636560.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
მობილური ტელეფონების ამ გიგანტმა არა მარტო დიდი რაოდენობით ინვესტიცია განახორციელა ამ პროექტებში, არამედ მიიზიდა იაჰუ, მაიკროსოფტი, იბეი და აი-ბი-ემის აღმასრულებელი დირექტორები და მრავალ სხვა კორპორაციასთან თანამშრომლობს ამ ბიზნეს ურთიერთობის უფრო მეტად განსავითარებლად.
Not only has the cell phone giant invested a great deal of money in these projects, it is has also lured executives from Yahoo!, Microsoft, eBay, and IBM and is collaborating with numerous other corporations to help build these business ventures.