მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636581.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
მაგრამ ნოკიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ბრძოლას არ გამოეთიშოს.
But Nokia is determined to stay in the battle.
636582.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
მისი კონკურენტების მიერ უახლესი მოწყობილობების გამოშვებიდან თვეების შემდეგ იგი გამოუშვებს ახალ 8-ს, 12 მეგაპიქსელიანი ფოტოაპარატით, მაღალი ხარისხის ვიდეომოწყობილობითა და ტელემომსახურებით.
Months following the release of the latest gadgets by its competitors, Nokia will launch it’s impressive new N8, complete with a 12-megapixel camera, high definition video, and streaming TV services.
636583.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. კომპანიის ქეისი
მაგრამ მისი კონკურენტების წამოწყების გათვალისწინებით, რამდენად მოახერხებს ნოკიას მოწინავე მოდელი შთაბეჭდილების მოხდენას.
But given its competitors’ head start, many analysts question just how much of a splash Nokia’s top-end model will make.
636584.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ბოლო თავში შევისწავლით მდგრად მარკეტინგს, ასევე, მომხმარებლის, ბიზნესისა და საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების (როგორც დღეს, ისე მომავალში) კონცეფციებს.
In this final chapter, we’ll examine the concepts of sustainable marketing, meeting the needs of consumers, businesses, and society—now and in the future.
636585.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ბოლოს ვნახავთ, როგორ შეუძლიათ კომპანიებს ისარგებლონ მდგრადი მარკეტინგის იმ მეთოდების გამოყენებით, რომლებიც წაადგება არამარტო ცალკეულ მომხმარებელს, ასევე მთლიანად საზოგადოებას.
Finally, we’ll see how companies themselves can benefit from pursuing sustainable marketing practices that bring value to not only individual customers but also society as a whole.
636586.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მდგრადი მარკეტინგული ქმედებები არა მხოლოდ სწორი და მართებულია, ბიზნესისთვისაც მომგებიანია.
Sustainable marketing actions are more than just the right thing to do; they’re also good for business.
636587.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
პირველ ყოვლისა, განვიხილოთ სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადობის კონცეფცია ბიზნესში.
First, let’s visit the concept of social and environmental sustainability in business.
636588.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
იშვიათია ადამიანი, რომელიც ისევე ფიქრობდეს კორპორაციის სოციალურ პასუხისმგებლობაზე, როგორც ჯეფრი შვარცი, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის, ტიმბერლენდის გენერალური დირექტორი.
Perhaps no one gets more fired up about corporate social responsibility than Jeffrey Swartz, CEO of footwear and apparel maker Timberland.
636589.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგრამ, ისიც იცის, რომ ამის გასაკეთებლად მისი კომპანია მომგებიანი უნდა იყოს.
But he knows that to do this, his company must also be profitable.
636590.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
შვარცს მტკიცედ სწამს – კომპანიებს ორივე ეს მიმართულება შეუძლიათ გაითვალისწინონ – მოიქცნენ სწორად და ამ გზით მიაღწიონ წარმატებას.
Swartz firmly believes that companies actually can do both—that they can do well by doing good.
636591.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ტიმბერლენდი: ბრძოლა სტაბილური მოგებისთვის – მოიქეცი სწორად და მიაღწიე წარმატებას.
Timberland: Pursuing Sustainable Value—Doing Well by Doing Good.
636592.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ტიმბერლენდი მოგებაზე ორიენტირებული ჩვეულებრივი კომპანია როდია.
Timberland is no ordinary for-profit company.
636593.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
რა თქმა უნდა, ის აწარმოებს და ყიდის მაღალი ხარისხის ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს, მაგრამ ტიმბერლენდის მისია არ არის მხოლოდ კარგი საქონლის წარმოება.
Sure, it makes and sells rugged, high-quality boots, shoes, clothes, and other outdoor gear, but Timberland’s corporate mission is about more than just making good products.
636594.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მსგავსად, არც ტიმბერლენდის გენერალური დირექტორი ჯეფრი შვარცია ჩვეულებრივი ხელმძღვანელი.
Similarly, Timberland’s Jeff Swartz is no ordinary CEO.
636595.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მისი აზრით, ტიმბერლენდის ნიშა მსოფლიოში უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ მის მიერ წარმოებული პროდუქციაა.
He sees Timberland’s place in the world as much bigger than the products it puts into it.
636596.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მას ღრმად სწამს, რომ ფულის კეთებასთან ერთად, აუცილებელია მსოფლიოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
He fervently believes that making money should go hand in hand with making the world a better place.
636597.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
შვარცს ამ მოსაზრებას ის ისე ემოციურად იცავს, რომ ბიზნესწრეებში მას ხუმრობით „წინასწარმეტყველი დირექტორი“ შეარქვეს, მესია, რომელიც სოციალური ცნობიერების ახალი ეპოქის დადგომას ქადაგებს.
Swartz is so passionate about this concept that he’s sometimes referred to as a “prophet-CEO,” a messiah for a new age of social awareness.
636598.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელზეც ტიმბერლენდი მაკდონალდსის ხელმძღვანელებს, პერსონალისთვის ახალი უნიფორმების შეკერვას სთავაზობდა, შვარცს არანაირი ესკიზი არ წარმოუდგენია.
For example, when Swartz recently met with McDonald’s executives to pitch providing the fast-food giant with new uniforms, he didn’t bring along any designs.
636599.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სინამდვილეში, მას ტანსაცმელზე საერთოდ არაფერი უთქვამს.
In fact, he didn’t even talk about clothing.
636600.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამის ნაცვლად მან შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა იმის შესახებ, როგორ შეუძლია ტიმბერლენდს დაეხმაროს მაკდონალდსს, უფრო ერთიანი, მოტივირებული, მიზანმიმართული სამუშაო ძალის შექმნაში, რაც დიდ სარგებლობას მოუტანს როგორც კომპანიას, ისე მთელ მსოფლიოს.
Instead, he made an impassioned speech about how Timberland could help McDonald’s create a more unified, motivated, purposeful workforce that would benefit both the company and the world at large.