მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636661.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სურათზე 20.1 შედარებულია მდგრადი მარკეტინგის კონცეფცია და მარკეტინგის ის კონცეფციები, რომლებიც წინა თავებში შევისწავლეთ.
Figure 20. compares the sustainable marketing concept with the marketing concepts we studied in earlier chapters.
636662.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მარკეტინგის კონცეფციის თანახმად, ორგანიზაციები წარმატებას იმით აღწევენ, რომ ყოველდღიურად განსაზღვრავენ სამიზნე ჯგუფის მომხმარებლების მიმდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, შემდეგ კი ამ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს თავიანთ კონკურენტებზე უფრო კარგად და ეფექტიანად აკმაყოფილებენ.
The marketing concept recognizes that organizations thrive from day to day by determining the current needs and wants of target group customers and fulfilling those needs and wants more effectively and efficiently than competitors do.
636663.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ის კონცენტრირებულია მოკლევადიან პერიოდში კომპანიის გაყიდვების, ზრდისა და მოგების ხელშეწყობაზე მომხმარებლის იმით უზრუნველყოფით, რაც მას დღეს სჭირდება.
It focuses on meeting the company’s short-term sales, growth, and profit needs by giving customers what they want now.
636664.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუმცა მომხმარებლის დღევანდელი მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილება ყოველთვის არ ემსახურება ამავე მომხმარებლისა თუ ბიზნესის სამომავლო ინტერესებს.
However, satisfying consumers’ immediate needs and desires doesn’t always serve the future best interests of either customers or the business.
636665.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, მაკდონალდსმა გარკვეული ხნის წინ გადაწყვიტა, გაეყიდა გემრიელი, მაგრამ ჭარბცხიმიანი და მარილიანი საჭმელი, რამაც მომხმარებლების მყისიერი მოწონება დაიმსახურა და კომპანიის მოგებაც გაიზარდა.
For example, McDonald’s early decisions to market tasty but fat and salt-laden fast foods created immediate satisfaction for customers and sales and profits for the company.
636666.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მაკდონალდსმა, სწრაფი კვების სხვა ქსელებთან ერთად, წვლილი შეიტანა ამერიკაში გრძელვადიანი ჭარბწონიანობის ეპიდემიის გაჩენაში, რამაც გააუარესა მომხმარებლის ჯანმრთელობა და მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.
However, critics assert that McDonald’s and other fast-food chains contributed to a longer-term national obesity epidemic, damaging consumer health and burdening the national health system.
636667.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამის გამო, ბევრმა მომხმარებელმა უფრო ჯანსაღი კვება აირჩია, რამაც გაყიდვებისა და მოგების მკვეთრი შემცირება გამოიწვია სწრაფი კვების სფეროში.
In turn, many consumers began looking for healthier eating options, causing a slump in the sales and profits of the fast-food industry.
636668.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ეთიკური ქცევისა და სოციალური კეთილდღეობის პრობლემების გარდა, მაკდონალდსს აკრიტიკებდნენ, აგრეთვე, გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების გამო, რასაც კომპანიის ოპერაციები იწვევდა მთელ მსოფლიოში როგორც თავისი პროდუქციის არაეკოლოგიური შეფუთვის, ისე ენერგიის არაეფექტიანი გამოყენების შედეგად.
Beyond issues of ethical behavior and social welfare, McDonald’s was also criticized for the sizable environmental footprint of its vast global operations, everything from wasteful packaging and solid waste creation to inefficient energy use in its stores.
636669.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამგვარად, მაკდონალდსის სტრატეგია ნამდვილად არ იყო მდგრადი არც მომხმარებლის სარგებლისა და არც კომპანიის მოგების თვალსაზრისით.
Thus, McDonald’s strategy was not sustainable in terms of either consumer or company benefit.
636670.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სურათზე 20.1 ნაჩვენები სოციალური კონცეფცია განიხილავს მომხმარებლის სამომავლო კეთილდღეობას, ხოლო სტრატეგიული დაგეგმვის კონცეფცია კომპანიის სამომავლო საჭიროებებს, მდგრადი მარკეტინგის კონცეფცია კი ორივეს ერთად განიხილავს.
Whereas the societal marketing concept identified in Figure 20. considers the future welfare of consumers and the strategic planning concept considers future company needs, the sustainable marketing concept considers both.
636671.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მდგრადი მარკეტინგი მოითხოვს საზოგადოებისა და გარემოს წინაშე პასუხისმგებლობით აღსავსე ქმედებებს, რომლებიც მომხმარებლისა და კომპანიის როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო საჭიროებებს აკმაყოფილებს.
Sustainable marketing calls for socially and environmentally responsible actions that meet both the immediate and future needs of customers and the company.
636672.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, როგორც მე-2 თავში ვნახეთ, უკანასკნელ წლებში მაკდონალდსმა დაიწყო მოქმედება უფრო ჯანსაღი სტრატეგიის, ე.წ. გამარჯვების გეგმის მიხედვით, რომელიც გულისხმობს კაპიტალდაბანდებების დივერსიფიკაციას და დიდი თანხების ინვესტირებას სალათებში, ხილში, გრილზე შემწვარ ქათამში, დაბალცხიმიან რძესა და სხვა ჯანმრთელ კერძებში.
For example, as we discussed in Chapter 2, in recent years, McDonald’s has responded with a more sustainable “Plan to Win” strategy of diversifying into salads, fruits, grilled chicken, low-fat milk, and other healthy fare.
636673.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამას გარდა, უფრო ჯანმრთელი ზეთის შვიდწლიანი ძიების შემდეგ მაკდონალდსმა შეწყვიტა დაბალხარისხიანი ცხიმების გამოყენება, თანაც ისე, რომ კარტოფილის გემოს ამით არაფერი დაჰკლებია.
Also, after a seven-year search for healthier cooking oil, McDonald’s phased out traditional artery-clogging trans fats without compromising the taste of its french fries.
636674.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კომპანიამ წამოიწყო დიდმასშტაბიანი და მრავალმხრივი საგანმანათლებლო კამპანია, სახელად „რასაც ვჭამ და რასაც ვაკეთებ, ძალიან მიყვარს“, რათა მომხმარებელს დაეხმაროს დაბალანსებული, აქტიური ცხოვრების უპირატესობების გაგებაში.
And the company launched a major multifaceted education campaign—called “it’s what i eat and what i do i’m lovin’ it”—to help consumers better understand the keys to living balanced, active lifestyles.
636675.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაკდონალდსის გამარჯვების გეგმა გარემოს პრობლემებსაც ეხმაურება.
The McDonald’s “Plan to Win” strategy also addresses environmental issues.
636676.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, ის გულისხმობს მისი პროდუქტების ინგრედიენტების ეკოლოგიურ სიჯანსაღეს, პროდუქციის შესაფუთი პაკეტების გადამუშავებული მასალებისგან დამზადებასა და რესტორნების დიზაინისადმი უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიდგომას.
For example, it calls for food-supply sustainability, reduced and environmentally sustainable packaging, reuse and recycling, and more responsible store designs.
636677.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაკდონალდსმა სპეციალური გარემოსდაცვითი ბარათებიც კი შემოიღო, რომლებითაც აფასებს მიმწოდებლების ქმედებებს, ენერგიის გამოყენებისა და მყარი ნარჩენების გადამუშავების სფეროებში.
McDonald’s has even developed an environmental scorecard that rates its suppliers’ performance in areas such as water use, energy use, and solid waste management.
636678.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაკდონალდსის ახალ სტრატეგიას სარგებლობა მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე მისი მომხმარებლისთვის.
McDonald’s more sustainable strategy is benefiting the company as well as its customers.
636679.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
გამარჯვების გეგმის საჯაროდ წარდგენის შემდეგ მაკდონალდსის გაყიდვები 50%-ით გაიზარდა, მოგება კი გაოთხმაგდა.
Since announcing its Plan to Win strategy, McDonald’s sales have increased by more than 50 percent, and profits have quadrupled.
636680.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ბოლო ხუთ წელიწადში კომპანია შეტანილია დოუ ჯონსის მდგრადობის ინდექსში, რითაც აღიარებულია მისი ძალისხმევა მდგრადი ეკონომიკური მიმართულებით.
For the past five years, the company has been included in the Dow Jones Sustainability Index, recognizing its commitment to sustainable economics.