მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636721.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
დღევანდელი, სულ უფრო მომჭირნე მომხმარებელი მოითხოვს, რომ იმ ფასებად, რასაც ის იხდის, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის საქონელი მიაწოდონ.
Today’s increasingly more frugal consumers are demanding genuine value for the prices they pay.
636722.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
დღეს სულ უფრო იზრდება მაღაზიათა ქსელების მიერ საკუთარი ბრენდის სახელით მიწოდებული პროდუქციის გაყიდვები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მომხმარებელს სურს დაინახოს მოქმედება და არა მხოლოდ ლაპარაკი.
The continuing shift toward buying store brands and generics suggests that when it comes to value, consumers want action, not just talk.
636723.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ჭარბი ფასნამატი.
Excessive Markups.
636724.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კრიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ზოგი კომპანია ფასწარმოქმნისას საქონლის თვითღირებულებას მეტისმეტად ბევრს ამატებს.
Critics also charge that some companies mark up goods excessively.
636725.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად მოჰყავთ ფარმაციის დარგი – აბი, რომლის დამზადება 5 ცენტი ჯდება, შეიძლება აფთიაქში 2 დოლარი ღირდეს.
They point to the drug industry, where a pill costing five cents to make may cost the consumer $2 to buy.
636726.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ასახელებენ, აგრეთვე, დამკრძალავ ბიუროებს, რომლებიც გაუმართლებლად სარგებლობენ დამწუხრებული ნათესავების ემოციებით, ასევე, ავტოსარემონტო სახელოსნოებსა და სხვა სერვისების მაღალ ფასებზე.
They point to funeral homes that prey on the confused emotions of bereaved relatives and the high charges for auto repairs and other services.
636727.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მარკეტინგის სპეციალისტები ამაზე პასუხობენ, რომ კომპანიათა უმეტესობა მომხმარებელთან სამართლიან ურთიერთობას ცდილობს, რადგან მასთან მომგებიანი კავშირის დამყარება სურს, და რომ მომხმარებელთა უმრავლესობის პრეტენზიები გაუაზრებელია.
Marketers respond that most businesses try to deal fairly with consumers because they want to build customer relationships and repeat business and that most consumer abuses are unintentional.
636728.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
როდესაც საეჭვო კომპანიები მომხმარებლებს უსამართლოდ ექცევიან, ინფორმაცია მათ შესახებ ბიზნესის გაუმჯობესების ბიუროს, ფედერალურ თუ შტატის სააგენტოებს უნდა მიეწოდოს.
When shady marketers take advantage of consumers, they should be reported to Better Business Bureaus and state and federal agencies.
636729.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მარკეტოლოგები იმასაც ამბობენ, რომ მომხმარებელს ხშირად არ ესმის მაღალი ფასნამატის მიზეზი.
Marketers also respond that consumers often don’t understand the reasons for high markups.
636730.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, ფასნამატი ფარმაცევტულ საქონელზე უნდა ფარავდეს არსებული წამლების შეძენის, რეკლამისა და დისტრიბუციის ხარჯებს, ისევე, როგორც ახალი წამლების შექმნასა და ტესტირებაზე გაღებულ ხარჯებს.
For example, pharmaceutical markups must cover the costs of purchasing, promoting, and distributing existing medicines plus the high R&D costs of formulating and testing new medicines.
636731.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
როგორც ფარმაცევტული კომპანია გლაქსოსმითქლაინი აცხადებს თავის ერთ-ერთ რეკლამაში: „დღევანდელი მედიცინა აფინანსებს ხვალინდელ სასწაულებს“.
As pharmaceutical company GlaxoSmithKline has stated in its ads, “Today’s medicines finance tomorrow’s miracles”.
636732.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მატყუარა პრაქტიკა.
Deceptive Practices.
636733.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მარკეტოლოგებს ზოგჯერ ადანაშაულებენ მომხმარებლის მოტყუებაში, როდესაც მომხმარებელს სჯერა, რომ მისი ნაყიდი საქონელი იმაზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე სინამდვილეშია.
Marketers are sometimes accused of deceptive practices that lead consumers to believe they will get more value than they actually do.
636734.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მატყუარა პრაქტიკები სამ ჯგუფად იყოფა: ფასწარმოქმნად, რეკლამად და შეფუთვად.
Deceptive practices fall into three groups: pricing, promotion, and packaging.
636735.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ფასწარმოქმნის ტყუილებს შორისაა „ქარხნის“ ან „საბითუმო“ ფასების, აგრეთვე უსაფუძვლოდ მაღალი ფასების შემდეგ დიდი ფასდაკლების ცრუ რეკლამირება.
Deceptive pricing includes practices such as falsely advertising “factory” or “wholesale” prices or a large price reduction from a phony high retail list price.
636736.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
რეკლამის ტყუილებს შორისაა პროდუქტის თვისებების მცდარი ინტერპრეტაცია და მომხმარებლის შეტყუება მაღაზიაში ისეთი საქონლის საყიდლად, რომელიც უკვე აღარ იყიდება.
Deceptive promotion includes practices such as misrepresenting the product’s features or performance or luring customers to the store for a bargain that is out of stock.
636737.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
შეფუთვის ტყუილების მაგალითია შიგთავსის თვისებების გაზვიადება პაკეტის დიზაინის ან ცრუ ინფორმაციის შემცველი ეტიკეტების საშუალებით.
Deceptive packaging includes exaggerating package contents through subtle design, using misleading labeling, or describing size in misleading terms.
636738.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მატყუარა პრაქტიკის საპასუხოდ შეიქმნა ახალი კანონები და გატარდა მომხმარებელთა დაცვისთვის საჭირო სხვა ღონისძიებები.
Deceptive practices have led to legislation and other consumer protection actions.
636739.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, 1938 წელს, როცა კომპანია ფლაიშმან იესტმა განაცხადა, რომ მისი საფუარი დეფორმირებულ კბილებს ასწორებდა, კონგრესმა მიიღო ე.წ. უილერ-ლის აქტი, რომლითაც ვაჭრობის ფედერალურ კომისიას „უსამართლო პრაქტიკისა და მომხმარებლის მოტყუების“ კონტროლი დაევალა.
For example, in 1938 Congress reacted to such blatant deceptions as Fleischmann’s Yeast’s claim to straighten crooked teeth by enacting the Wheeler-Lea Act, which gave the Federal Trade Commission power to regulate “unfair or deceptive acts or practices”.
636740.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
დავფიქრდეთ ჭარბ „გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე“, რომლითაც დღევანდელი მარკეტოლოგები გვტვირთავენ: „მწვანე პროპაგანდის“ მსხვერპლი ხართ?
Consider the glut of “environmental responsibility” claims marketers are now making: Are you a victim of “greenwashing”?