მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636741.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ბიოდაშლადი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, გადამუშავებული, მწვანე, ნახშირბადისადმი ნეიტრალური, ეკოლოგიური რესურსებისგან დამზადებული – ასეთ გამოთქმებს სულ უფრო ხშირად ვხვდებით სხვადასხვა სახის პროდუქციაზე მთელ მსოფლიოში, რაც ბევრ კითხვას ბადებს მათ სიმართლესთან დაკავშირებით.
Biodegradable, eco-friendly, recycled, green, carbon neutral, carbon offsets, made from sustainable resources—such phrases are popping up more and more on products worldwide, leading many to question their validity.
636742.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
უკანასკნელ წლებში ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ რამდენჯერმე განაახლა თავისი „მწვანე მეგზური“ — რჩევები, რომელთა ნებაყოფლობით შესრულებასაც ითხოვს კომპანიებისგან, რათა ამ კომპანიებმა უნებლიეთ არ დაარღვიონ კანონი.
Over the past few years, the FTC has been updating its “Green Guides”— voluntary guidelines that it asks companies to adopt to help them avoid breaking laws against deceptive marketing.
636743.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
„ბოლო დროს გარემოსდაცვითი კანონების დარღვევასთან დაკავშირებული ბევრი სარჩელი მივიღეთ“, — ამბობს კომისიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ბიუროს ადვოკატი.
“We have seen a surge in environmental claims,” says a lawyer at the FTC’s Bureau of Consumer Protection.
636744.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
შარშან საკონსულტაციო კომპანია ტერაჩოის ენვაირონმენტალ მარკეტინგმა, რომელიც გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ რჩევებს აძლევს კომპანიებს, განიხილა კომპანიების პრეტენზიები დაახლოებით 2219 სახის საქონელთან დაკავშირებით.
Last year, TerraChoice Environmental Marketing, which advises companies on green positioning, reviewed claims companies made about 2,219 widely sold goods.
636745.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ტერაჩოისმა დაასკვნა, რომ საქონლის სულ ცოტა, 98%-ის შემთხვევაში „მწვანე პროპაგანდის“ ერთი მეთოდი მაინცაა გამოყენებული.
Using measures created by government agencies, TerraChoice concluded that 98 percent of the products committed “at least one of the Sins of Greenwashing”.
636746.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
„ამ სფეროში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს“ — აცხადებს ერთ-ერთი გარემოს დამცველი.
“There is a lot going on there that just isn’t right,” says one environmental trendwatcher.
636747.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
„როცა რეალურად ასე ჭირს მწვანე პროდუქციის გარჩევა ყალბი პროდუქციისგან, მწვანე ბაზრის არსებობა მთლიანად კარგავს აზრს“, — ამბობს ტერაჩოისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
“If truly green products have a hard time differentiating themselves from fake ones, then this whole notion of a green market will fall apart,” says a TerraChoice executive.
636748.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ყველაზე დიდი პრობლემა იმის განსაზღვრაა, რა არის „ტყუილი“.
The toughest problem is defining what is “deceptive”.
636749.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, საღეჭი რეზინის რეკლამის ფრაზა, რომ ეს საღეჭი რეზინი „ბედნიერ ადამიანად გაქცევთ“, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ.
For instance, an advertiser’s claim that its chewing gum will “rock your world” isn’t intended to be taken literally.
636750.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუმცა ზოგი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ასეთი ფრაზები მომხმარებელს გარკვეულწილად მაინც აზარალებს.
However, others claim that puffery and alluring imagery can harm consumers in subtle ways.
636751.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
გავიხსენოთ ფასდაუდებელი მასტერქარდის პოპულარული რეკლამა, რომელშიც ბედნიერი მომხმარებლები, ხარჯების მიუხედავად, თავიანთი ძვირფასი ოცნებების ახდენას ახერხებენ.
Think about the popular and long-running MasterCard Priceless commercials that painted pictures of consumers fulfilling their priceless dreams despite the costs.
636752.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ასეთი რეკლამა გაჩვენებთ, რომ თქვენს საკრედიტო ბარათს ეს შეუძლია.
The ads suggested that your credit card can make it happen.
636753.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ საკრედიტო ბარათების კომპანიების ასეთი იმიჯი წააქეზებს მიდგომას – „დახარჯე ახლა გადაიხადე მოგვიანებით“, რომელიც ბევრ მომხმარებელს ბარათის ჭარბი გამოყენებისკენ უბიძგებს.
But critics charge that such imagery by credit card companies encouraged a spend-now-pay-later attitude that caused many consumers to overuse their cards.
636754.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ისინი იმოწმებენ სტატისტიკასაც, რომელიც აჩვენებს, რომ ამერიკელებმა თავიანთი საკრედიტო ბარათებით რეკორდულად დიდი სესხები აიღეს - ხშირად იმაზე გაცილებით მეტი, რის გადახდაც შეეძლოთ — და ამით დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყანაში ბოლო წლებში დაწყებულ ფინანსურ კრიზისში.
They point to statistics showing that Americans took on record amounts of credit card debt—often more than they could repay—contributing heavily to the nation’s recent financial crisis.
636755.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მარკეტოლოგები აცხადებენ, რომ კომპანიების უმეტესობა მომხმარებლის მოტყუებას ერიდება, ვინაიდან ასეთი პრაქტიკა კომპანიის ბიზნესს აზარალებს გრძელვადიან პერიოდში, რაც ასეთი ქმედებების არამდგრადობაზე მეტყველებს.
Marketers argue that most companies avoid deceptive practices because such practices harm a company’s business in the long run, they simply aren’t sustainable.
636756.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მომხმარებელთან მომგებიანი ურთიერთობა ხარისხსა და ნდობას ემყარება.
Profitable customer relationships are built on a foundation of value and trust.
636757.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუ მომხმარებელი არ იღებს იმას, რასაც ელის, მაშინ ის სხვა, უფრო სანდო პროდუქტს მოძებნის.
If consumers do not get what they expect, they will switch to more reliable products.
636758.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამას გარდა, მომხმარებლებს, როგორც წესი, ტყუილისგან თავის დაცვა შეუძლიათ.
In addition, consumers usually protect themselves from deception.
636759.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მათი უმეტესობა აცნობიერებს, რომ მარკეტოლოგებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვა სურთ და ამიტომ ყიდვისას ფრთხილად იქცევიან, ზოგჯერ კი საერთოდ უარს ამბობენ, დაიჯერონ ის, რასაც მათ კონკრეტული პროდუქტის შესახებ ეუბნებიან.
Most consumers recognize a marketer’s selling intent and are careful when they buy, sometimes even to the point of not believing completely true product claims.
636760.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
აგრესიული გაყიდვა.
High-Pressure Selling.