მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636761.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
გამყიდველებს ზოგჯერ აგრესიულ გაყიდვაში ადანაშაულებენ, როცა ისინი ცდილობენ დაარწმუნონ მომხმარებელი, იყიდოს ის, რის ყიდვასაც არ აპირებდა.
Salespeople are sometimes accused of high-pressure selling that persuades people to buy goods they had no thought of buying.
636762.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ანალოგიურად, ტელერეკლამების გამხმოვანებლებიც მომხმარებელს უქმნიან ამ საქონლის სასწრაფოდ ყიდვის სურვილს, რასაც მხოლოდ მტკიცე ნებისყოფის ადამიანი თუ შეეწინააღმდეგება.
Similarly, TV infomercial pitchmen use “yell and sell” presentations that create a sense of consumer urgency that only those with the strongest willpower can resist.
636763.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუმცა უმეტეს შემთხვევაში მარკეტოლოგები ძალიან ცოტას იგებენ აგრესიული გაყიდვით.
But in most cases, marketers have little to gain from high-pressure selling.
636764.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ასეთი ტაქტიკა ზოგჯერ მუშაობს მოკლევადიან პერიოდში, ერთჯერადი გაყიდვისას.
Such tactics may work in one-time selling situations for short-term gain.
636765.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
გაყიდვების უმეტესობა კი გულისხმობს გრძელვადიან ურთიერთობებს მომხმარებელთან.
However, most selling involves building long-term relationships with customers.
636766.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კრიტიკოსების კიდევ ერთი სამიზნე პროდუქციის ცუდი ხარისხია.
Another criticism concerns poor product quality.
636767.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ბევრს ლაპარაკობენ პროდუქციის უსაფრთხოებაზეც.
A second complaint concerns product safety.
636768.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
პროდუქტის უსაფრთოება პრობლემაა რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთა შორისაა კომპანიის გულგრილობა, პროდუქციის სირთულე და ხარისხის სუსტი კონტროლი.
Product safety has been a problem for several reasons, including company indifference, increased product complexity, and poor quality control.
636769.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითისთვის კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სწრაფი კვების კომპანიები.
For example, think again about the fast-food industry.
636770.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ბევრი კრიტიკოსი სწორედ მათ მიერ წარმოებულ ზედმეტად ცხიმიან და მაღალკალორიულ საჭმელს ასახელებს ამერიკაში ჭარბწონიანობის ეპიდემიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად.
Many critics blame the plentiful supply of fat-laden, high-calorie, fast-food fare for the nation’s rapidly growing obesity epidemic.
636771.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკის ზრდასრული მოსახლეობის 34% უკიდურესად მსუქანია, კიდევ 34%-ს კი ჭარბი წონა აქვს.
Studies show that some 34 percent of American adults are obese, with another 34 percent considered overweight.
636772.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ასევე უკიდურესად მსუქანია ბავშვების დაახლოებით 32%.
Some 32 percent of children are obese.
636773.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ის აცხადებს, რომ მის პოტენციურ მომხმარებლებს — 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდა კაცებს – აქვთ იმის უნარი, რომ თავად მიიღონ საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.
It says that its target consumers—young men between the ages of 18 and 34—are capable of making their own decisions about health and well-being.
636774.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ჰარდისი სიმართლეს არც მალავს, მონაცემები მისი პროდუქციის შემადგენლობის შესახებ კომპანიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
And Hardee’s certainly doesn’t hide the nutritional facts—they are clearly posted on the company’s Web site.
636775.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამ გვერდზე ნათქვამია, რომ მონსტერ თიკბურგერი არის „ერთადერთი რამ, რასაც ძალუძს მოძრავ ახალგაზრდას შიმშილი მოუკლას“.
The site describes the Monster Thickburger as “a monument to decadence—the only thing that can slay the hunger of a young guy on the move”.
636776.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაშ ასე, სოციალურად უპასუხისმგებლო კომპანიაა ჰარდისი თუ ის მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლების მოთხოვნას პასუხობს?
So, is Hardee’s being irresponsible or simply responsive?
636777.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
როგორც უნდა იყოს, მწარმოებელთა უმეტესობას ხარისხიანი პროდუქციის წარმოება სურს.
However, most manufacturers want to produce quality goods.
636778.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კომპანიის რეპუტაცია დიდადაა დამოკიდებული იმაზე, როგორ აგვარებს ის პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
The way a company deals with product quality and safety problems can damage or help its reputation.
636779.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კომპანიები, რომლებიც უხარისხო ან მავნე პროდუქციას უშვებენ, მომხმარებელთა ჯგუფებთან და კანონმდებლებთან კონფლიქტის რისკის წინაშე დგანან.
Companies selling poor-quality or unsafe products risk damaging conflicts with consumer groups and regulators.
636780.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
რაც უფრო მნიშვნელოვანია, კომპანიის პროდუქციით უკმაყოფილო მომხმარებელს შეუძლია თავადაც შეწყვიტოს ამ კომპანიის საქონლის შეძენა და სხვა მომხმარებლებსაც იგივე ურჩიოს.
More fundamentally, consumers who are unhappy with a firm’s products may avoid future purchases and talk other consumers into doing the same.