მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636821.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მარკეტინგული სისტემა მეტისმეტ ინტერესს აღვივებს მატერიალური საკუთრების მიმართ, და რომ ამერიკის ლტოლვა მსოფლიო კეთილდღეობისთვის არ არის მდგრადი.
Critics have charged that the marketing system urges too much interest in material possessions, and America’s love affair with worldly possessions is not sustainable.
636822.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ძალიან ხშირად ადამიანს იმის მიხედვით აფასებენ, რა აქვს და რა – არა.
Too often, people are judged by what they own rather than by who they are.
636823.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კრიტიკოსების აზრით, მატერიალურისადმი ასეთი ინტერესი ნამდვილად არაა ბუნებრივი და ეს ყალბი სურვილები თავად მარკეტინგმა შექმნა.
The critics do not view this interest in material things as a natural state of mind but rather as a matter of false wants created by marketing.
636824.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მარკეტოლოგები, კრიტიკოსების თქმით, ხალხს ნივთების სიყვარულს უღვივებენ და „კარგად“ ცხოვრების მატერიალისტურ მოდელს ქმნიან.
Marketers, they claim, stimulate people’s desires for goods and create materialistic models of the good life.
636825.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სწორედ ასე შექმნეს მარკეტოლოგებმა მასობრივი მოხმარების უსასრულო ციკლი, რომელიც „ამერიკული ოცნების“ დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ემყარება.
Thus, marketers have created an endless cycle of mass consumption based on a distorted interpretation of the “American Dream”.
636826.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კონსტიტუციაში ლაპარაკია სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და ბედნიერებისკენ ლტოლვაზე და არა მოხარშულ ქათამზე თითოეული მოქალაქის ქვაბში.
The Constitution speaks of life, liberty, and the pursuit of happiness, not an automatic chicken in every pot.
636827.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ერთი სოციოლოგი მომხმარებელთა მიერ ფულის ზედმეტად ხარჯვას მიაწერს „სურვილების ნაპრალს“ - განსხვავებას იმას შორის, რაც გვაქვს და რაც გვინდა, რომ გვქონდეს.
One sociologist attributes consumer overspending to a growing “aspiration gap”—the gap between what we have and what we want.
636828.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სურვილების ეს ნაპრალი, ნაწილობრივ მაინც, იმ მარკეტინგული ზვავის შედეგია, რომელიც ხალხს საქონლის შეძენა-მოხმარებაზე კონცენტრირებისკენ უბიძგებს.
This aspiration gap results at least partly from a barrage of marketing that encourages people to focus on the acquisition and consumption of goods.
636829.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
რეკლამის შედეგად, ხალხს უჩნდება ვარსკვლავების მსგავსად ცხოვრების სურვილი, რის მიღწევასაც დამატებითი ნივთების შეძენით ცდილობს.
Advertising encourages consumers to aspire to celebrity lifestyles, to keep up with the Joneses by acquiring more stuff.
636830.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
არცთუ დიდი ხნის წინათ ნიუ-იორკში, ვოლმარტის ერთ-ერთ მაღაზიაში 2,000-მა ადამიანმა შუშის კარი შეამტვრია, რათა რაც შეიძლება მალე ეყიდა მადლიერების დღის შემდეგ ჩამოფასებული ნივთები.
Recently, at a Walmart store in New York, a mob of 2,000 eager shoppers broke through a glass door in their rush to get to post-Thanksgiving sales items.
636831.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამგვარად, მარკეტინგი მიიჩნევა იმ ყალბი სურვილების წყაროდ, რომელთაგანაც კომპანიები უფრო მეტ სარგებელს იღებენ, ვიდრე მომხმარებლები.
Thus, marketing is seen as creating false wants that benefit the industry more than consumers.
636832.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
„კონსიუმერიზმის სამყაროში მარკეტინგს მომხმარებლის ხელშეწყობა ევალება," — ამბობს მარკეტინგის ერთ-ერთი კრიტიკოსი და განაგრძობს.
“In the world of consumerism, marketing is there to promote consumption,” says one marketing critic.
636833.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
"გარდაუვალია, რომ მარკეტინგი ხელს უწყობს ჭარბ მოხმარებას და, აქედან გამომდინარე, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ეკოლოგიურად, არამდგრადი სამყაროს ჩამოყალიბებას“.
It is “inevitable that marketing will promote overconsumption and, from this, a psychologically, as well as ecologically, unsustainable world”.
636834.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მეორე კრიტიკოსის აზრით, „ჩვენს უმეტესობას ძირითადი მატერიალური მოთხოვნები დაკმაყოფილებული აქვს, ამიტომ მზარდი მოხმარებით ვცდილობთ სურვილების დაკმაყოფილებას, თუმცა მოხმარება რეალურ კმაყოფილებას ვერასდროს მოგვცემს."
Says another critic, “For most of us, our basic material needs are satisfied, so we seek in ever-growing consumption the satisfaction of wants, which consumption cannot possibly deliver."
636835.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
„მეტი“ ყოველთვის არ ნიშნავს „უკეთესს“.
More is not always better.
636836.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ზოგი კრიტიკოსი თავის საფიქრალს საჯაროდ ამბობს, რისთვისაც ან ინტერნეტს იყენებს, ანდა ხალხს უშუალოდ ქუჩაში მიმართავს.
Some critics have taken their concerns to the public, via the Web or even straight to the streets.
636837.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, მომხმარებელთა უფლებების აქტიურმა დამცველმა ენი ლეონარდმა წამოიწყო პროექტი – „ნივთების ამბავი“ და გადაიღო 20-წუთიანი ვიდეოფილმი ნივთებისადმი ამერიკელთა სიყვარულის სოციალური და გარემოსდაცვითი შედეგების შესახებ.
For example, consumer activist Annie Leonard founded The Story of Stuff project with a 20-minute Web video about the social and environmental consequences of America’s love affair with stuff.
636838.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ეს ვიდეო ინტერნეტში 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, იგი მსოფლიოს ათასობით სკოლასა და საზოგადოებრივ ცენტრში გავრცელდა.
The video has been viewed more than 10 million times online and in thousands of schools and community centers around the world.
636839.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ბილ ტალენი, მეტსახელად „მამა ბილი“ უკვე ათ წელზე მეტია ხალხს ქუჩებში ხვდება და მოუწოდებს, შეებრძოლონ მაღაზიებში სიარულის ცდუნებას.
And for more than a decade Bill Talen, also known as Reverend Billy, has taken to the streets, exhorting people to resist temptation—the temptation to shop.
636840.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ქუჩის ქადაგის ვნებითა და ქუჩის სანტა-კლაუსის უხვსიტყვაობით შეიარაღებული მამა ბილი გამვლელებს ამცნობს, რომ ხალხი საკუთარი სურვილით მიემართება სამომხმარებლო ჯოჯოხეთისკენ.
With the zeal of a street-corner preacher and the schmaltz of a street-corner Santa, Reverend Billy will tell anyone willing to listen that people are walking willingly into the hellfire of consumption.