მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636901.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამ დროს მყიდველი კომპანიის ეკონომიკის მასშტაბურობა იზრდება, რის გამოც მცირდება წარმოების დანახარჯები და საქონლის ფასიც.
The acquiring company may gain economies of scale that lead to lower costs and lower prices.
636902.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ძლიერი მენეჯმენტის მქონე კომპანიამ შესაძლოა იყიდოს სუსტი მენეჯმენტის მქონე კომპანია და ამით მის ეფექტიანობას ზრდის.
A well-managed company may take over a poorly-managed company and improve its efficiency.
636903.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ასეთი შესყიდვების შედეგად მანამდე არცთუ ისე კონკურენტული დარგი შეიძლება უფრო კონკურენტული გახდეს.
An industry that was not very competitive might become more competitive after the acquisition.
636904.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუმცა კომპანიების შეძენა შეიძლება საზიანოც იყოს, ამის გამო, ასეთ ქმედებებს მთავრობა არეგულირებს.
But acquisitions can also be harmful and, therefore, are closely regulated by the government.
636905.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კრიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ მარკეტინგული ქმედებები ახალ კომპანიებს ინდუსტრიაში შესასვლელად ბარიერებს უქმნის.
Critics have also charged that marketing practices bar new companies from entering an industry.
636906.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
დიდ მარკეტინგულ კომპანიას ახალი კონკურენტების მოსაშორებლად შეუძლია გამოიყენოს პატენტები, გამოყოს დიდი სარეკლამო ხარჯები, მკაცრი ხელშეკრულებით შეუკრას ხელები მიმწოდებლებსა თუ მოვაჭრეებს.
Large marketing companies can use patents and heavy promotion spending or tie up suppliers or dealers to keep out or drive out competitors.
636907.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ისინი, ვისაც ანტიმონოპოლიური კანონები არ მოსწონს, აცნობიერებენ, რომ ზოგიერთი ბარიერი დიდი მასშტაბით ბიზნესის კეთების ეკონომიკურ უპირატესობათა ბუნებრივი შედეგია.
Those concerned with antitrust regulation recognize that some barriers are the natural result of the economic advantages of doing business on a large scale.
636908.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სხვა ბარიერებს არსებული და ახალი კანონები ანგრევს.
Existing and new laws can challenge other barriers.
636909.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, ზოგი კრიტიკოსი გამოდის სარეკლამო დანახარჯებზე პროგრესული გადასახადის დაწესების წინადადებით — ბაზარზე შესვლის მთავარი ბარიერის შემცირების მიზნით.
For example, some critics have proposed a progressive tax on advertising spending to reduce the role of selling costs as a major barrier to entry.
636910.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
დასასრულს, ზოგიერთი ფირმა მართლაც უსამართლო კონკურენტულ ქმედებებს ახორციელებს სხვა ფირმების დაზარალების ან განადგურების მიზნით.
Finally, some firms have, in fact, used unfair competitive marketing practices with the intention of hurting or destroying other firms.
636911.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ისინი აწესებენ ფასებს, რომლებიც დანახარჯებზე ნაკლებია, რათა სხვა ბიზნესებს მიმწოდებლები წაგლიჯონ ან მომხმარებლებს კონკურენტების პროდუქციის შეძენაზე უარი ათქმევინონ.
They may set their prices below costs, threaten to cut off business with suppliers or discourage the buying of a competitor’s products.
636912.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ასეთი მტაცებლური კონკურენციის თავიდან ასაცილებლად სპეციალური კანონები არსებობს.
Various laws work to prevent such predatory competition.
636913.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუმცა ზოგჯერ ძალიან ძნელია იმის დამტკიცება, რომ კომპანიის განზრახვები ან ქმედებები მართლაც მტაცებლურია.
It is difficult, however, to prove that the intent or action was really predatory.
636914.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ბოლო დროს ვოლმარტს ხშირად სდებენ ბრალს მტაცებლურ ფასწარმოებაში, სავარაუდოდ ზოგიერთი საბაზრო სექტორის მონაწილე მცირე, ოჯახური საცალო-სავაჭრო ფირმების ბაზრიდან განდევნის მიზნით.
In recent years, Walmart has been accused of using predatory pricing in selected market areas to drive smaller, mom-and-pop retailers out of business.
636915.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ვოლმარტი ნამდვილ მეხამრიდად იქცა ათობით ქალაქის იმ მცხოვრებლების პროტესტისთვის, ვინც შიშობს, რომ დიდი საცალო მოვაჭრეების უსამართლო ქმედებები ადგილობრივი ბიზნესების დახურვას გამოიწვევს.
Walmart has become a lightning rod for protests by citizens in dozens of towns who worry that the megaretailer’s unfair practices will choke out local businesses.
636916.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კრიტიკოსების აზრს, რომ ვოლმარტი მტაცებლურად მოქმედებს, უპირისპირდებიან ის მომხმარებლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ვოლმარტის ყველა ქმედება ჯანსაღი კონკურენციაა უფრო ეფექტიან კომპანიასა და შედარებით ნაკლებად ეფექტიან კომპანიებს შორის.
However, whereas critics charge that Walmart’s actions are predatory, others assert that its actions are just the healthy competition of a more efficient company against less efficient ones.
636917.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, როცა ვოლმარტმა დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც ფართო მოხმარების ყველა წამლის 4 დოლარად გაყიდვას ითვალისწინებდა, ადგილობრივმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა მას მტაცებლურ ფასდადებაში დასდეს ბრალი.
For instance, when Walmart began a program to sell generic drugs at $4 a prescription, local pharmacists complained of predatory pricing.
636918.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ისინი ამტკიცებდნენ, რომ ასეთი დაბალი ფასი აშკარად დანახარჯებზე ნაკლები იყო და ბიზნესიდან მათ გაგდებას ისახავდა მიზნად.
They charged that at those low prices, Walmart must be selling under cost to drive them out of business.
636919.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამაზე ვოლმარტმა უპასუხა, რომ მისი მსყიდველობითი უნარისა და ეფექტიანი ოპერაციების მქონე კომპანიას თავისუფლად შეუძლია ასეთი ფასების პირობებში მოგების მიღება.
But Walmart claimed that, given its substantial buying power and efficient operations, it could make a profit at those prices.
636920.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
4-დოლარიანი პროგრამა, საცალო მოვაჭრის თქმით, სულაც არ ისახავდა მიზნად კონკურენტების „ჩაძირვას“.
The $4 pricing program, the retailer claimed, was not aimed at putting competitors out of business.