მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636841.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
საეკლესიო მიმდევრობის „სიცოცხლე შოპინგის შემდეგ“ დამფუძნებელი და ლიდერი, მამა ბილი დარწმუნებულია, რომ მომხმარებლები თითქმის ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევენ მასმედიიდან წამოსულ მესიჯებს, რომლებიც აიძულებენ, განუწყვეტლივ მოისურვონ და შეიძინონ ახალ-ახალი ნივთები.
Reverend Billy, leader of the Church of Life After Shopping, believes that shoppers have almost no resistance to media messages that encourage them, around the clock, to want things and buy them.
636842.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მამა ბილი ტელექადაგის კოსტიუმშია გამოწყობილი, კისერზე მღვდლის საყელო უკეთია, ხელში თეთრი მეგაფონი უჭირავს, ზურგს კი თავისი ეკლესიის გუნდი უმაგრებს, ასე დადის იმ მაღაზიებში, რომლებიც არასასურველად მიაჩნია, და მათ არსებობას აპროტესტებს.
Sporting a televangelist’s pompadour, a priest’s collar, and a white megaphone, Reverend Billy is often accompanied by his gospel choir when he strides into stores he considers objectionable or shows up at protests.
636843.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ძნელია გულგრილად აუარო გვერდი, როდესაც მოხალისეებისგან შემდგარი მისი გუნდი სიმღერას იწყებს: „კმარა ყიდვა!"
When the choir, made up of volunteers, erupts in song, it is hard to ignore: “Stop shopping!"
636844.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მარკეტინგი მაშინ უფრო ეფექტიანია, როცა არსებულ მოთხოვნილებებს მიესადაგება, ვიდრე მაშინ, როცა ახლის შექმნას ცდილობს.
Marketers are most effective when they appeal to existing wants rather than when they attempt to create new ones.
636845.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
უფრო მეტიც, როცა ადამიანი მნიშვნელოვანი რამის შეძენას აპირებს, ის ყველგან ეძებს ინფორმაციას და ერთ წყაროს არასოდეს ენდობა.
Furthermore, people seek information when making important purchases and often do not rely on single sources.
636846.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
შედარებით უმნიშვნელო საქონლის ყიდვა კი, რომელიც შეიძლება რეკლამის შედეგად მივიჩნიოთ, მხოლოდ მაშინ გადაიქცევა განმეორებად შესყიდვებად, როცა პროდუქციის თვისებები მართლაც შეესაბამება რეკლამაში აღწერილს.
Even minor purchases that may be affected by advertising messages lead to repeat purchases only if the product delivers the promised customer value.
636847.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
დასასრულს, ახალი პროდუქტების გაყიდვების ხშირი მარცხი იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიებს მოთხოვნის გაკონტროლება არ შეუძლიათ.
Finally, the high failure rate of new products shows that companies are not able to control demand.
636848.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სინამდვილეში ჩვენს სურვილებსა და გემოვნებას არა მხოლოდ მარკეტინგი აყალიბებს, არამედ, მასთან ერთად, ოჯახი, თანატოლები, რელიგია, კულტურული ფონი და განათლება.
On a deeper level, our wants and values are influenced not only by marketers but also by family, peer groups, religion, cultural background, and education.
636849.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუ ამერიკელები მართლაც მეტისმეტად მატერიალისტები არიან, მაშინ მათი მატერიალიზმი საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შედეგია, რომლებიც გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ ბიზნესისა და მასმედიის მიერ მართული პროცესები.
If Americans are highly materialistic, these values arose out of basic socialization processes that go much deeper than business and mass media could produce alone.
636850.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამას გარდა, სამომხმარებლო ჩვევები და მიდგომები განიცდის უფრო დიდი ძალების, მაგალითად, ეკონომიკის ზემოქმედებასაც.
Moreover, consumption patterns and attitudes are also subject to larger forces, such as the economy.
636851.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
როგორც პირველ თავში ითქვა, უკანასკნელმა რეცესიამ მნიშვნელოვნად შეამცირა მატერიალიზმი და ფულის გადაჭარბებული ხარჯვა.
As discussed in Chapter 1, the recent recession put a damper on materialism and conspicuous spending.
636852.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ერთ-ერთი გამოკვლევისას რესპონდენტების 75% დაეთანხმა განცხადებას: „კრიზისმა მიბიძგა იმის გადაფასებისკენ, რა არის ცხოვრებაში რეალურად მნიშვნელოვანი“.
In one consumer survey, 75 percent of respondents agreed that “the downturn is encouraging me to evaluate what is really important in life”.
636853.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ბევრი მიმომხილველი ვარაუდობს, რომ მომხმარებელთა მომჭირნეობის ახალი ეპოქა დადგება.
Many observers predict a new age of consumer thrift.
636854.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
„ამერიკულ ოცნებას შესვენება აქვს," – ამბობს ერთ-ერთი ანალიტიკოსი.
“The American dream is on pause,” says one analyst.
636855.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
"ამერიკელთა უმეტესობას ჯერ კიდევ სწამს, რომ ოცნების ასრულება შეუძლიათ, მაგრამ დღეს მთავარი ამოცანა საძირკვლის ხელუხლებლად შენარჩუნებაა“.
“The majority of Americans still believe they can achieve the dream in their lifetimes but, for [now], it’s all about shoring up the foundations”.
636856.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მყიდველები „დღეს თავიანთი ახალშეძენილი ფინანსური დისციპლინით ამაყობენ“, — ამბობს მეორე.
Says another, shoppers “now are taking pride in their newfound financial discipline”.
636857.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
შედეგად, მარკეტინგის მესვეურები დღეს მომხმარებლებს ჭარბი შესყიდვებისკენ კი არ უბიძგებენ, არამედ იმაზე მუშაობენ, რომ მათ უკეთესი და, ამავე დროს, იაფი საქონლის მოძებნაში დაეხმარონ.
As a result, far from encouraging today’s more frugal consumers to overspend their means, marketers are working to help them find greater value with less.
636858.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ბიზნესს ხშირად ადანაშაულებენ, თითქოს ის კერძო საქონელს საზოგადოებრივი საქონლის ხარჯზე ყიდის.
Business has been accused of overselling private goods at the expense of public goods.
636859.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კერძო საქონლის რაოდენობის ზრდასთან ერთად საჭირო ხდება საზოგადოებრივი სერვისების რაოდენობის გაზრდაც.
As private goods increase, they require more public services that are usually not forthcoming.
636860.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, გაყიდული ავტომობილების (კერძო საქონელი) რაოდენობის ზრდა მოითხოვს მეტ ავტოტრასას, საგზაო მოძრაობის მეტ კონტროლს, მეტ ადგილს მანქანების დასაყენებლად და მეტ საპოლიციო მომსახურებას (საზოგადოებრივი საქონელი).
For example, an increase in automobile ownership (private good) requires more highways, traffic control, parking spaces, and police services (public goods).