მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637061.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამის ნაცვლად კომპანიები აყალიბებენ ზოგად პოლიტიკას, შემდეგ კი ცდილობენ, ის ყველა ქვეყანაში არსებულ კანონებსა და მოლოდინებს მოარგონ.
Instead, they are creating general policies and then translating these policies into tailored programs that meet local regulations and expectations.
637062.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
საზოგადოების ძალისხმევა მარკეტინგის რეგულირებისთვის.
Public Actions to Regulate Marketing.
637063.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მოქალაქეების შეშფოთება მარკეტინგის პრაქტიკით, როგორც წესი, საზოგადოების ყურადღებას იპყრობს და საკანონმდებლო ინიციატივებს განაპირობებს.
Citizen concerns about marketing practices will usually lead to public attention and legislative proposals.
637064.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მე-3 თავში ვისაუბრეთ მარკეტინგზე გავლენის მქონე მრავალ კანონზე.
Many of the laws that affect marketing were identified in Chapter 3.
637065.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამჯერად ჩვენი მიზანია ეს კანონები მარკეტინგის სპეციალისტებისთვის გასაგებ ენაზე ვთარგმნოთ, რათა მათ შეძლონ გადაწყვეტილებების მიღება კონკურენტებთან ურთიერთობის, პროდუქტების, ფასების, რეკლამირების და დისტრიბუციის არხების თაობაზე.
The task is to translate these laws into a language that marketing executives understand as they make decisions about competitive relations, products, price, promotion, and distribution channels.
637066.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სურათზე 20.3 ნაჩვენებია მარკეტინგული მენეჯმენტის წინაშე მდგარი ძირითადი სამართლებრივი პრობლემები.
Figure 20.3 illustrates the major legal issues facing marketing management.
637067.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ბიზნესის ძალისხმევა მდგრადი მარკეტინგისთვის.
Business Actions Toward Sustainable Marketing.
637068.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მრავალი კომპანია თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა კონსუმერიზმს, ენვაირონმენტალიზმსა და მდგრადი მარკეტინგის სხვა კომპონენტებს.
At first, many companies opposed consumerism, environmentalism, and other elements of sustainable marketing.
637069.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მათ ეგონათ, რომ კრიტიკა უსამართლო ან უმნიშვნელო იყო.
They thought the criticisms were either unfair or unimportant.
637070.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუმცა დღესდღეობით კომპანიების უმეტესობას კარგად ესმის მდგრადი მარკეტინგის პრინციპები, როგორც ამჟამინდელი, ისე მომავალი მომხმარებლების პატივისცემისა და მათთან ურთიერთობის გაღრმავების გზა.
But by now, most companies have grown to embrace sustainability marketing principles as a way to create greater immediate and future customer value and strengthen customer relationships.
637071.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მდგრადი მარკეტინგის პრინციპები.
Sustainable Marketing Principles.
637072.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მდგრადი მარკეტინგის ძირითადი პრინციპის თანახმად, კომპანიის მარკეტინგულმა გუნდმა აუცილებელია ხელი შეუწყოს მარკეტინგული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
Under the sustainable marketing concept, a company’s marketing should support the best long-run performance of the marketing system.
637073.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ის აუცილებელია დაეფუძნოს მდგრადი მარკეტინგის ხუთ ძირითად პრინციპს: მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგი, მომხმარებლისთვის ფასეულობის მიწოდებაზე ორიენტირებული მარკეტინგი, ინოვაციური მარკეტინგი, „მისიის შეგრძნების“ მარკეტინგი და საზოგადოებრივი მარკეტინგი.
It should be guided by five sustainable marketing principles: consumer-oriented marketing, customer-value marketing, innovative marketing, sense-of-mission marketing, and societal marketing.
637074.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგი.
Consumer-Oriented Marketing.
637075.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგი ნიშნავს, რომ კომპანია თავის მარკეტინგულ ღონისძიებებს აღიქვამს და ორგანიზებას უკეთებს მომხმარებლის გადმოსახედიდან.
Consumer-oriented marketing means that the company should view and organize its marketing activities from the consumer’s point of view.
637076.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მან ბევრი უნდა იმუშაოს, რათა აღიქვას და დააკმაყოფილოს ამჟამინდელი თუ მომავალი მომხმარებლების განსაზღვრული ჯგუფის ინტერესები.
It should work hard to sense, serve, and satisfy the needs of a defined group of customers—both now and in the future.
637077.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს მომხმარებლებთან ხანგრძლივი და მომგებიანი ურთიერთობის დამყარებას, თუ სამყაროს მისი გადმოსახედიდან შეხედავს.
Only by seeing the world through its customers’ eyes can the company build lasting and profitable customer relationships.
637078.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მომხმარებლისთვის ფასეულობის მიწოდებაზე ორიენტირებული მარკეტინგი.
Customer-Value Marketing.
637079.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მომხმარებლისთვის ფასეულობის მიწოდებაზე ორიენტირებული მარკეტინგის პრინციპის თანახმად, კომპანიამ თავისი რესურსების უმეტესობა მომხმარებლისთვის ფასეულობის მიწოდებას უნდა მოახმაროს და ამაში ჩადოს ინვესტიცია.
According to the principle of customer-value marketing, the company should put most of its resources into customer-value-building marketing investments.
637080.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მარკეტინგის სპეციალისტების მიერ დაგეგმილი მრავალი ღონისძიება, მათ შორის ერთჯერადი აქციები, შეფუთვის კოსმეტიკური შეცვლა და პირდაპირი რეკლამა, მოკლევადიან გაყიდვებს ზრდის, მაგრამ არ იქმნება არავითარი ფასეულობა, რომელიც აამაღლებდა პროდუქტის ხარისხს, მახასიათებლებს ან სარგებელს.
Many things marketers do—one-shot sales promotions, cosmetic packaging changes, direct-response advertising— may raise sales in the short run but add less value than would actual improvements in the product’s quality, features, or convenience.