მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637421.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
კომპანია ბუნებრივ რესურსებს მათი დაცვის მეშვეობითაც განკარგავს.
Another way that the company manages natural resources is through conservation.
637422.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
ეს უფრო ინვესტიციაა, რომელიც სამომავლოდ ხარჯებს უმცირებს კომპანიას.
It can be an investment that provides cost savings for a company.
637423.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
თუ კომპანია შეძლებს დახარჯული ენერგიის შემცირებას, მის ხელახლა გამოყენებას და გადამუშავებას, შემცირდება წიაღისეული საწვავის მოხმარება და ჰაერი ნაკლებად დაბინძურდება, მათ შორის, ნახშირორჟანგითაც.
Finding ways to reduce, reuse, and recycle energy at each of its facilities reduces the consumption of fossil fuels and reduces air emissions, including carbon dioxide.
637424.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
როგორც წესი, გაზი, ქვანახშირი და წიაღისეული საწვავი ბოილერებში გამოიყენება, რათა წარმოქმნილმა ორთქლმა ქარხანაში მიმდინარე ოპერაციების განხორციელება უზრუნველყოს.
Typically gas, coal, or bark fuels are fired in boilers to produce steam to power operations throughout the mill.
637425.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
თუ ორთქლს ერთ ადგილზე გავაჩერებთ და შემდეგ მას სხვა ადგილზე გამოვიყენებთ, საჭირო ორთქლის რაოდენობა შემცირდება და ქარხნის ამუშავებას ნაკლები რაოდენობის საწვავი დასჭირდება.
Capturing steam in one area and reusing it in another reduces the amount of fresh steam required and reduces the amount of fuel needed to power the plant.
637426.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
მისისიპის შტატის ქალაქ ვიკსბურგში მოქმედი ქარხანა საათში დაახლოებით 38,000 ფუნტს ორთქლს აღადგენს და ხელახლა იყენებს.
The mill in Vicksburg, Mississippi, is recovering and reusing 38,000 pounds of steam per hour.
637427.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
კაპიტალურ პროგრესში ჩადებული ერთჯერადი ინვესტიცია (2,8 მილიონი დოლარი) ყოველწლიურად დაახლოებით 2,4 მილიონ დოლარს დაზოგავს საწვავზე.
A one-time investment of $2.8 million in capital improvements will save an estimated $2.4 million in fuel costs annually.
637428.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანში მოქმედ ქარხანაში ჩადებულმა ინვესტიციამ (900,000 დოლარის ოდენობით) ორთქლზე არსებული მოთხოვნა შეამცირა, შედეგად, ორთქლის წარმოქმნისთვის საჭირო ქვანახშირის რაოდენობა ყოველ საათზე 25,000 ფუნტით შემცირდა.
At a mill in Savannah, Georgia, an investment of $900,000 in capital improvements reduced the demand for steam and, consequently, the coal needed to produce it, by 25,000 pounds per hour.
637429.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
საბოლოო ჯამში, ყოველწლიურმა დანაზოგმა 600,000 დოლარზე მეტი შეადგინა.
The annual savings are estimated at more than $600,000.
637430.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
ეკოლოგიურ ზიანს შემცირება.
Reducing The Environmental Footprint.
637431.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
ინტერნეიშენალ ფეიფერი ეკოლოგიური ზიანის შემცირების მიზნით საჯაროდ გასცემს ინფორმაციას ნებისმიერი ღონისძიების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
By reducing its environmental footprint, International Paper means that it is committed to transparently reporting its activities to the public for any of its activities that impact the environment, health, or safety.
637432.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი დევიდ შტრუსი ამბობს: „ინტერნეიშენალ ფეიფერი თავის ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ საქმიანობას მუდმივად აცნობს საზოგადოებას უკვე ათი წელია."
“At International Paper, we’ve been routinely sharing our environmental, economic, and social performance with the public for over a decade,” said David Struhs, vice president of environment, health, and safety.
637433.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ ანგარიშებში გამჭვირვალობის ხარისხი უპრეცედენტოდ მაღალია“.
“Over the years, these reports have offered a level of transparency unmatched in our industry”.
637434.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
ანგარიშის ჩაბარების ფილოსოფია ეხება კომპანიის ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც კვალს ამჩნევს გარემოს, მათ შორის არის გამონაბოლქვი ჰაერში, ეკოლოგიური სტანდარტები, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, მყარი ნარჩენების განთავსების საკითხები და გარემოსდაცვითი ნებართვები.
This reporting philosophy applies to any company activity that leaves a footprint, including air emissions, environmental performance, health and safety, solid waste, and environmental certifications.
637435.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
გამჭვირვალობას თან სდევს ანგარიშვალდებულება.
With transparency comes accountability.
637436.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
ანგარიშების ჩაბარების ტრადიცია აიძულებს აი-პის შეამციროს ეკოლოგიური ზიანი.
Because of its reporting practices, IP is more motivated to reduce its environmental footprint.
637437.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიამ სახიფათო ნარჩენების რაოდენობა თითქმის 8%-ით შეამცირა.
Over a recent two-year period, the company cut its hazardous waste by almost 8 percent.
637438.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
კომპანიის ერთ-ერთი უკანასკნელი ანგარიში, რომელიც ბრაზილიაში განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება, ანგარიშვალდებულების კარგი ნიმუშია.
A recent account of company activities in Brazil illustrates this concept well.
637439.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
ბრაზილიაში, სადაც ჯერაც ველური ბუნებაა, მდინარე მოჯი-გუასუს სანაპიროებზე — ტუპის ენაზე „გველების დიდ მდინარეს“ ნიშნავს.
Nature, once tamed, is again growing wild along Brazil’s Mogi Guacu River, which means “large river of snakes” in the native language of Tupi.
637440.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. კომპანიის ქეისი
ამ წელს, ოდესღაც აგებული შვიდი ლაგუნა აი-პის ახლომდებარე ქარხნიდან ჩამდინარე წყლებს ფილტრავდა, ახლა იქაურობა უფრო თანამედროვე ინფრასტრუქტურით შეიცვალა.
This year, seven constructed lagoons running along the banks of the Mogi Guacu designed to filter used water from the nearby IP plant were replaced by a more modern wastewater facility.