მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637481.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ბიზნესგეგმისაგან განსხვავებით, რომელიც მთლიანი ორგანიზაციის მისიის, მიზნების, სტრატეგიისა და რესურსების განაწილების ამსახველ დოკუმენტს წარმოადგენს, მარკეტინგულ გეგმას უფრო მეტად ლიმიტირებული არეალი აქვს.
Unlike a business plan, which offers a broad overview of the entire organization’s mission, objectives, strategy, and resource allocation, a marketing plan has a more limited scope.
637482.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მისი მიზანია დოკუმენტურად წარმოადგინოს, როგორ მოხდება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევა კონკრეტული მარკეტინგული სტრატეგიებისა და ტაქტიკის მეშვეობით, სადაც მყიდველს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
It serves to document how the organization’s strategic objectives will be achieved through specific marketing strategies and tactics, with the customer as the starting point.
637483.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
იგი ასევე ითვალისწინებს ორგანიზაციის სხვა განყოფილებების მიზნებსაც.
It is also linked to the plans of other departments within the organization.
637484.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ვთქვათ, მარკეტინგული გეგმით განსაზღვრული მიზანი არის 200 000 ცალი პროდუქტის გაყიდვა.
Suppose a marketing plan calls for selling 200,000 units annually.
637485.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მაშინ განსაზღვრული იქნება წარმოების განყოფილებამ რა რაოდენობის პროდუქცია უნდა გამოუშვას, ფინანსურმა განყოფილებამ როგორ უნდა მოახდინოს ხარჯების დაფინანსება, ხოლო ადამიანების რესურსების განყოფილებამ უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალის დაქირავება და გადამზადება და ა.შ.
The production department must gear up to make that many units, the finance department must arrange funding to cover the expenses, the human resources department must be ready to hire and train staff, and so on.
637486.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
შესაბამისი ორგანიზაციული მხარდაჭერისა და რესურსების გარეშე, ვერცერთი მარკეტინგული გეგმა ვერ მიაღწევს წარმატებას.
Without the appropriate level of organizational support and resources, no marketing plan can succeed.
637487.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგული გეგმის ზუსტი ფორმატი და ხანგრძლივობა სხვადასხვა კომპანიისათვის სხვადასხვაა, იგი, როგორც წესი, შეიცავს იმ ნაწილებს, რომლებიც აღწერილია მეორე თავში.
Although the exact length and layout will vary from company to company, a marketing plan usually contains the elements described in Chapter 2.
637488.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მცირე საწარმოებმა შესაძლოა წარმოადგინონ უფრო მოკლე ან ნაკლებად ოფიციალური მარკეტინგული გეგმები, ხოლო კორპორაციებს ხშირად სჭირდებათ უმაღლეს დონეზე ჩამოყალიბებული მარკეტინგული გეგმები.
Smaller businesses may create shorter or less formal marketing plans, whereas corporations frequently require highly structured marketing plans.
637489.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს გეგმის განხორციელება, გეგმის თითოეული ნაწილი ძალიან დეტალურად უნდა იყოს გაწერილი.
To effectively guide implementation, every part of the plan must be described in great detail.
637490.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ზოგჯერ კომპანია მარკეტინგულ გეგმას ათავსებს თავის ვებგვერდზე, რაც მენეჯერებსა და მუშაკებს საშუალებას აძლევს, მის კონკრეტულ ნაწილებს გაეცნონ და ცვლილებებისა და დამატებების კუთხით ითანამშრომლონ.
Sometimes a company will post its marketing plan on an internal Website, which allows managers and employees in different locations to consult specific sections and collaborate on additions or changes.
637491.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
კვლევის როლი.
The Role of Research.
637492.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მარკეტინგული გეგმები არ იქმნება ვაკუუმში.
Marketing plans are not created in a vacuum.
637493.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
წარმატებული სტრატეგიებისა და სამოქმედო პროგრამების შესამუშავებლად, მარკეტოლოგებს სჭირდებათ განახლებული ინფორმაცია გარემოს, კონკურენციისა და საბაზრო სეგმენტების შესახებ.
To develop successful strategies and action programs, marketers require up-to-date information about the environment, the competition, and the market segments to be served.
637494.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ხშირად, შიდა მონაცემთა ანალიზი ამოსავალი წერტილია მიმდინარე მარკეტინგული მდგომარეობის შესაფასებლად.
Often, an analysis of internal data is the starting point for assessing the current marketing situation.
637495.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ამას მოსდევს მარკეტინგული დაზვერვა და საერთო ბაზრის, კონკურენციის, საფრთხეებისა და შესაძლებლობების კვლევა.
This is supplemented by marketing intelligence and research investigating the overall market, the competition, threats and opportunities.
637496.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
გეგმის განხორციელების პროცესში მარკეტოლოგები პროგრესის განსაზღვრისათვის მიზნებთან მიმართებით სხვადასხვა კვლევით მექანიზმებს იყენებენ და ადგენენ ისეთ სფეროებს, სადაც საჭიროა საქმიანობის გაუმჯობესება თუ შედეგები გათვლებთან თავსებადი არ არის.
As the plan is implemented, marketers use a variety of research techniques to measure progress toward objectives and identify areas for improvement if the results fall short of projections.
637497.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
დაბოლოს, მარკეტინგული კვლევა ეხმარება მარკეტოლოგებს უფრო მეტი გაიგონ მათი მყიდველების საჭიროებების, მოლოდინების, აღქმების და კმაყოფილების დონეების შესახებ.
Finally, marketing research helps marketers learn more about their customers’ requirements, expectations, perceptions, and satisfaction levels.
637498.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ეს სიღრმისეული გააზრება საფუძველია კონკურენტული უპირატესობის გასავითარებლად კარგად ჩამოყალიბებული სეგმენტაციის, მიზნობრივი მარკეტინგის და პოზიციონირების გადაწყვეტილებების მისაღებად.
This deeper understanding is the foundation for building competitive advantage through well-informed segmenting, targeting, differentiating, and positioning decisions.
637499.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ამდენად, მარკეტინგული გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის მარკეტინგული კვლევა ჩატარდება და როგორ გამოიყენებენ მის შედეგებს.
Thus, the marketing plan should outline what marketing research will be conducted and how the findings will be applied.
637500.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ურთიერთობების როლი.
The Role of Relationships.