მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637501.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მარკეტინგული გეგმა გვიჩვენებს, როგორ შეძლებს კომპანია მყიდველებთან მომგებიანი ურთიერთობის წარმოებას და შენარჩუნებას.
The marketing plan shows how the company will establish and maintain profitable customer relationships.
637502.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
იგი ასევე აყალიბებს ურთიერთობებს გარე და შიდა მიმართულებით.
It also shapes several internal and external relationships.
637503.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
უპირველეს ყოვლისა, იგი ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ თანამშრომლობენ მარკეტინგის განყოფილების მუშაკები ერთმანეთთან და სხვა განყოფილებებთან ფასეული პროდუქტის უზრუნველსაყოფად და მყიდველთა დასაკმაყოფილებლად.
First, it affects how marketing personnel work with each other and with other departments to deliver value and satisfy customers.
637504.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
გარდა ამისა, იგი მოქმედებს კომპანიის მუშაობაზე მომწოდებლებთან, დისტრიბუტორებთან და სტრატეგიული ალიანსის პარტნიორებთან გეგმაში წარმოდგენილი მიზნების მისაღწევად.
Second, it affects how the company works with suppliers, distributors, and strategic alliance partners to achieve the objectives in the plan.
637505.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
დამატებით, იგი ზეგავლენას ახდენს კომპანიის ურთიერთობებზე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, სამთავრობო მარეგულირებლების, მედიისა და ზოგადად საზოგადოების ჩათვლით.
Third, it influences the company’s dealings with other stakeholders, including government regulators, the media, and the community at large.
637506.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ყველა ამ სახის ურთიერთობა მნიშვნელოვანია ორგანიზაციის წარმატებისათვის, ამდენად, მნიშვნელოვანია მათი გათვალისწინება მარკეტინგული გეგმის მომზადების ეტაპზე.
All of these relationships are important to the organization’s success, so they should be considered when a marketing plan is being developed.
637507.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მარკეტინგული გეგმიდან – მარკეტინგულ ქმედებებამდე.
From Marketing Plan to Marketing Action.
637508.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
როგორც წესი, კომპანიები ამზადებენ წლიურ მარკეტინგულ გეგმას, თუმცა, ზოგიერთ გეგმაში უფრო ხანგრძლივი პერიოდებიცაა მოცემული.
Companies generally create yearly marketing plans, although some plans cover longer periods of time.
637509.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მარკეტოლოგები დიდი ხნით ადრე იწყებენ დაგეგმვას, რათა საკმარისი დრო ჰქონდეთ მარკეტინგული კვლევისათვის, ძირფესვიანი ანალიზისათვის, ხელმძღვანელების მიერ ამ გეგმის გადასახედად და დეპარტამენტებს შორის კოორდინაციისათვის.
Marketers start planning well in advance of the implementation date to allow time for marketing research, thorough analysis, management review, and coordination between departments.
637510.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
შემდეგ, როდესაც თითოეული პროგრამის იმპლემენტაცია დაიწყება, მარკეტოლოგები ახდენენ მიმდინარე შედეგების მონიტორინგს, ადარებენ მათ გათვლებს, და, საჭიროებისამებრ, დგამენ მაკორექტირებელ ნაბიჯებს.
Then, after each action program begins, marketers monitor ongoing results, compare them with projections, and take corrective steps as needed.
637511.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ზოგიერთი მარკეტოლოგი ასევე ამზადებს გეგმებს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის.
Some marketers also prepare contingency plans if certain conditions emerge.
637512.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
გარდაუვალი და ზოგჯერ გაუთვალისწინებელი გარემო ცვლილებების გამო მარკეტოლოგები მუდმივად მზად უნდა იყვნენ განაახლონ და მოახდინონ მარკეტინგული გეგმების ადაპტირება.
Because of inevitable and sometimes unpredictable environmental changes, marketers must be ready to update and adapt marketing plans at any time.
637513.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ეფექტური განხორციელებისა და კონტროლისათვის, მარკეტინგულმა გეგმამ უნდა განსაზღვროს, როგორ მოხდება პროგრესის შეფასება დასახულ მიზნებთან მიმართებით.
For effective implementation and control, the marketing plan should define how progress toward objectives will be measured.
637514.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
როგორც წესი, მენეჯერები იყენებენ ბიუჯეტებს, ცხრილებს და შესრულებული საქმიანობის სტანდარტებს შედეგების მონიტორინგისა და შეფასებისათვის.
Managers typically use budgets, schedules, and performance standards for monitoring and evaluating results.
637515.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ბიუჯეტების შემთხვევაში მათ შეუძლიათ კონკრეტული კვირის, თვის ან სხვა პერიოდის დაგეგმილი ხარჯები შეადარონ ფაქტობრივს.
With budgets, they can compare planned expenditures with actual expenditures for a given week, month, or other time period.
637516.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
განრიგი ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს, დაინახოს როდისთვის უნდა შესრულებულიყო ესა თუ ის ამოცანა და რეალურად როდის შესრულდა.
Schedules allow management to see when tasks were supposed to be completed and when they were actually completed.
637517.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
შესრულებული სამუშაოს სტანდარტები მარკეტინგული პროგრამების შედეგებს საზღვრავენ იმისათვის, რომ გამოჩნდეს, ცდილობს თუ არა კომპანია მისი მიზნების შესრულებას.
Performance standards track the outcomes of marketing programs to see whether the company is moving toward its objectives.
637518.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ასეთი სტანდარტების რამდენიმე მაგალითია საბაზრო წილი, გაყიდვების მოცულობა, პროდუქტის მომგებიანობა და მომხმარებელთა კმაყოფილება.
Some examples of performance standards are market share, sales volume, product profitability, and customer satisfaction.
637519.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
კომპანია სონიკის მარკეტინგული გეგმის მაგალითი.
Sample Marketing Plan for Sonic.
637520.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
წინამდებარე ნაწილში განვიხილავთ წარმოსახვითი ახალი კომპანია სონიკის მარკეტინგულ გეგმას.
This section takes you inside the sample marketing plan for Sonic, a hypothetical start-up company.