მოიძებნა 669201 ჩანაწერი
638661.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ნერგი – ვეგეტაციური გამრავლების გზით მიღებული ერთ - ან ორწლიანი, დაფესვიანებული, დასარგავად განკუთვნილი მცენარე.
Seedling – a one or two-year-old enrooted vine designated for planting and obtained through vegetation.
638662.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
სტანდარტული ნერგი – ვაზის სარგავი მასალა, ნამყენი ან საკუთარფესვიანი, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
Standard seedling – a vine planting material, grafted or scion-rooted, complying with the standard requirements.
638663.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
სერტიფიცირებული ნერგი – უმაღლესი ხარისხის ფიტოსანიტარიულად ჯანსაღი საკუთარფესვიანი ან ნამყენი ნერგი, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
Certified seedling – a top quality, sound in phytosanitary terms, engrafted or scion-rooted seedling, complying with the standard requirements.
638664.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
საძირეთა სადედე – ფილოქსერაგამძლე სახეობათა ჰიბრიდული ვაზის ჯიშის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი საძირე მასალის საწარმოებლად.
Mother Plantation of Rootstocks – a plantation of phylloxera-resistant hybrid vine varieties designated for producing rootstock materials for vine reproduction.
638665.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
სანამყენეთა სადედე – ვაზის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი სანამყენე მასალის საწარმოებლად.
Mother Plantation of Scions – a vine plantation for producing the vine reproduction scion material.
638666.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ვაზის რქა – ერთწლიანი რქის ნაწილი, რომელიც გამოიყენება დასაფესვიანებლად ან საკვირტე (სანამყენე) მასალის დასამზადებლად.
Vine Shoot – a one-year scion part used for rooting or production of budding (grafting) materials.
638667.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
საძირე – მყნობისათვის გამოსაყენებელი ფილოქსერაგამძლე ვაზის ერთწლიანი ლერწის კვირტდაბრმავებული ნაწილი.
Rootstock – a one-year phylloxera-resistant, bud-removed shoot part used for grafting.
638668.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
აპრობაცია – ვენახის, სადედეს, სანერგეს გამოკვლევა ბიოლოგიურად ჯანსაღი, ჯიშობრივად ერთგვაროვანი (სუფთა) ნარგაობის მისაღებად და გასამრავლებლად.
Testing – investigation of the vineyards, mother plantations and nurseries for generating and reproducing biologically healthy and homogeneous (pure) vine varieties.
638669.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
საკუთარფესვიანი ნერგი – ერთწლიანი რქის ნაწილის ან კვირტის დაფესვიანების შედეგად მიღებული ნერგი.
Scion-rooted Seedling – a seedling produced through rooting of part of a one-year shoot or bud.
638670.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ნამყენი ნერგი – საძირეზე სანამყენე კვირტის მყნობის შედეგად მიღებული ნერგი, რომელიც ვენახის გასაშენებლად გამოიყენება.
Engrafted Seedling – a seedling produced through grafting of a bud on rootstock designated for vineyard planting.
638671.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
მევენახეობის ზონა – ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხელსაყრელი აგროეკოლოგიური პირობებია ვაზის კულტურის გასაშენებლად.
Viticulture zone – an extensive geographical territory of the country with favourable agroecological conditions for vine cultivation.
638672.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
მევენახეობის ქვეზონა – მევენახეობის ზონის ნაწილი, რომელიც ამავე ზონის სხვა ქვეზონებისაგან განსხვავდება აგროეკოლოგიური პირობებით.
Viticulture sub-zone – a part of a viticulture zone distinct from the other parts of the same zone in its agroecological conditions.
638673.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ქ) მევენახეობის სპეციფიკური ზონა (სპეციფიკური ზონა) – ქვეყნის მევენახეობის ზონა, ქვეზონა ან მათი ნაწილი, სადაც მოწეული ყურძნისა და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების განსაკუთრებული ხარისხი, რეპუტაცია ან/და სხვა მახასიათებლები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ ადგილის ბუნებრივი ფაქტორებით და ვაზის ჯიშის მხოლოდ ამ აგროეკოლოგიურ პირობებში გამომჟღავნებული განსაკუთრებული ღირსებებით.
v. Specific viticulture zone (specific zone) – viticulture zone, sub-zone or part of them in the country, where a special quality, image and/or characteristics of grapes and its processed products are fully or mainly determined by natural conditions of the given place and by special qualities of the vine species found only under such agro-ecological conditions.
638674.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ყურძენი – ვაზის ნაყოფი, მწიფე ან ოდნავ შემჭკნარი.
Grape – the vine fruit, ripe or slightly withered.
638675.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
დურდო – დაჭყლეტილი ყურძნის მასა კლერტიანად ან უკლერტოდ.
Pulp – crushed grapes with or without stems.
638676.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ჭაჭა – გამოწნეხილი დურდო.
Marc (“Chacha”) – the pressed pulp.
638677.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ყურძნის ტკბილი – თხევადი პროდუქტი, რომელიც მიიღება ყურძნის მთლიანი მტევნების ან არამადუღარი დურდოს გამოწნეხით.
Grape Must – a liquid product obtained by processing entire bunches of grapes and pressing of unfermented pulp.
638678.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
მისტელი – დასპირტული ყურძნის ტკბილი, რომლის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 16%-ზე ნაკლები.
Mistelle – fortified grape must with actual alcoholic content not less than 16% by volume.
638679.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი – არაკარამელიზებული შესქელებული ყურძნის ტკბილი, რომელშიც ექსტრაქტის შემცველობა გაზრდილია ნაწილობრივი დეჰიდრატაციის გზით.
Concentrated Grape Must – a non-caramelized thickened grape must with an extract content increased by partial dehydration.
638680.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
მასში შაქრის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 50%-ზე ნაკლები და ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ პროცენტს.
Its sugar content is not less than 50% and the actual alcoholic content does not exceed 1% by volume.