მოიძებნა 669201 ჩანაწერი
638681.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ყურძნის წვენი – თხევადი პროდუქტი, რომელიც მიღებულია მეღვინეობაში დადგენილი მეთოდების გამოყენებით და განკუთვნილია ადამიანის უშუალო მოხმარებისათვის, რომელშიც ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ პროცენტს.
Grape Juice – a liquid product with a maximum actual alcohol content of 1% by volume obtained by methods established in wine-making practices and designated for direct human consumption.
638682.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
მაჭარი – ახალგაზრდა ღვინო, რომელშიც ალკოჰოლური დუღილი ბოლომდე არ არის დამთავრებული.
Machari – a young wine with incomplete alcoholic fermentation.
638683.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ღვინო – პროდუქტი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად.
Wine - product obtained through complete or partial alcoholic fermentation of grape must or pulp.
638684.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
სუფრის ღვინო – ღვინო, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის „ა.ა“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებში დასახელებული ღვინოებისადმი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 9%-ზე ნაკლები.
Table Wine – A wine with a minimum 9% actual alcoholic content by volume, to which the requirements of sub-clauses “h.h.”, “j.j.” and “k.k.” of this Article established under this Law are not applicable.
638685.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
მევენახეობის მხარე – ქვეყნის მევენახეობის ზონა, ქვეზონა ან მათი გაერთიანებული ადგილი, სადაც იწარმოება მხარის ღვინო.
Grape-growing Region – a viticulture zone, sub-zone or their united place in the country where a regional wine is produced.
638686.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ა.ა) მხარის ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია ქვეყნის მევენახეობის რომელიმე მხარეში, რაც გულისხმობს ყურძნის დამზადებასა და გადამუშავებას ამ მხარეში, რომლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან/და სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია ამ მხარის ბუნებრივ კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან და რომელსაც მიკუთვნებული აქვს ამ მხარის გეოგრაფიული ან ისტორიული სახელი, რომელიც არ შეიძლება იმეორებდეს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დასახელებას ან იძლეოდეს მასთან აღრევის საშუალებას.
Regional Wine – a wine made in any grape-growing region of the country that carries out the production and processing of grapes, with a specific quality, image and/or other characteristics depending on the region’s natural climatic and soil conditions, and with the region’s geographic or historic name which must not repeat names of wines with denominations of origin and controlled wines with denominations of origin, or make possible their confusion.
638687.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები – სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინოები, რომლებსაც მიკუთვნებული აქვთ ამ სპეციფიკური ზონის თანამედროვე ან ისტორიულ-გეოგრაფიული სახელი.
Wines With Denominations of Origin – premium quality wines with denominations of origin produced in specific zones and controlled premium quality wines with denominations of origin produced in specific zones.
638688.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია სპეციფიკურ ზონაში (ყურძნის დამზადება-გადამუშავება და ღვინის წარმოება), რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ სპეციფიკური ზონის ბუნებრივი კლიმატური და ნიადაგობრივი ფაქტორებით (ტერუარით) და ვაზის ჯიშის მხოლოდ ამ აგროეკოლოგიურ პირობებში გამომჟღავნებული განსაკუთრებული ღირსებებით.
Controlled Wine With Denomination of Origin Produced in Specific Zone – a wine produced in a specific viticulture zone (grape production/processing and winemaking) and characterized by stable high quality and specific characteristics.
638689.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ის მზადდება ტრადიციული ან სპეციალური ტექნოლოგიით და მიკუთვნებული აქვს ამ სპეციფიკური ზონის თანამედროვე ან ისტორიულ-გეოგრაფიული სახელი.
It is produced under a traditional or special technology and is given the contemporary or historical-geographical name of the specific zone.
638690.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ღვინო – ღვინო, რომელიც აკმაყოფილებს სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინისადმი დაწესებულ მოთხოვნებს და მისი ხარისხი გარანტირებულია ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – სამტრესტის მიერ პროდუქციის წარმოებაზე განსაკუთრებული კონტროლით.
kkControlled Highest Quality Wine With Denomination of Origin Produced in Specific Zone – a wine meeting the requirements set for premium quality wines with denominations of origin produced in specific zones and with its quality guaranteed by special production control by the Vine and Wine Department – “Samtresti”;
638691.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
მშრალი ღვინო – დასრულებული ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღებული ღვინო, რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა არ აღემატება 4,0 გ/ლ-ს.
Dry wine – a wine produced as a result of the complete alcoholic fermentation, in which the reducing sugar concentration does not exceed 4.0 g/dm3.
638692.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ბუნებრივად ნახევრად მშრალი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და ბუნებრივად ტკბილი ღვინოები – ღვინოები, რომლებიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული დადუღების გზით.
Natural Semidry wine, Natural Semisweet wine and Natural Sweet wine – a wine produced through the incomplete fermentation of the cap or grape must.
638693.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოები – ღვინოები, რომლებიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული ან სრული დადუღების გზით და რომლებშიც შაქრიანობის გაზრდის მიზნით დამატებულია ყურძნის ტკბილი ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი.
Semidry wine, Semisweet wine, Sweet wine – a wine produced through the incomplete fermentation or complete fermentation of the cap or grape must, in which, in order to increase sugar content, the grape must or/and concentrated grape must is added.
638694.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ცქრიალა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით გაჯერებული ღვინო, რომელიც მიიღება დახურულ ჭურჭელში ყურძნის ტკბილის პირველადი ან ღვინის მეორადი დუღილის შედეგად და რომელშიც ჭარბი წნევა 200 C ტემპერატურაზე არ უნდა იყოს 3 ბარზე ნაკლები.
Sparkling Wine – a wine saturated with carbon dioxide obtained by primary fermentation of grape must or secondary fermentation of wine in a closed vessel and with excess pressure of not less than 3 bars at 20oC.
638695.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
შუშხუნა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო, რომელშიც ჭარბი წნევა 200C ტემპერატურაზე არ უნდა იყოს 2,5 ბარზე ნაკლები.
Carbonated Wine – a wine artificially saturated with carbon dioxide and with excess pressure of not less than 2.5 bars at 20oC.
638696.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
შემაგრებული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება მადუღარ დურდოზე ან მადუღარ ყურძნის ტკბილზე ეთილის რექტიფიცირებული სპირტის დამატებით და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა 15%-დან 22%-მდეა.
Fortified Wine – a wine produced by adding rectified ethyl spirit to pulp or grape must in fermentation with actual alcoholic content from 15% to 22%.
638697.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
არომატიზებული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება მშრალი ან შემაგრებული ღვინის, მცენარეთა სპირტიანი ექსტრაქტის, ეთილის რექტიფიცირებული სპირტისა და შაქრის შერევით.
Aromatized Wine – a wine produced by mixing dry or fortified wines, spirit extract of plants, rectified ethyl spirit and sugar.
638698.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
საბრენდე ღვინო – ახალგაზრდა, დაუმუშავებელი ღვინო, რომელიც განკუთვნილია საბრენდე სპირტის მისაღებად.
Brandy Wine – a young, unprocessed wine designated for the production of brandy spirits.
638699.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
საბრენდე სპირტი – ღვინის ბრენდის წარმოების შუალედური პროდუქტი, რომელიც მიიღება საბრენდე ღვინის ორჯერადი ან ერთჯერადი გამოხდით.
Brandy Spirit – an intermediary product of brandy production obtained through single or double distillation of brandy wine.
638700.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ღვინის ბრენდი – დავარგებული საბრენდე სპირტების კუპაჟითა და შემდგომი დამუშავებით მიღებული სპეციფიკური თვისებების მქონე პროდუქტი.
Wine Brandy – a product with specific characteristics obtained through blending and further processing of aged brandy spirits.