მოიძებნა 669201 ჩანაწერი
638701.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
დავარგება – საბრენდე სპირტების, ღვინის ბრენდისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების ხანგრძლივი ტექნოლოგიური პროცესი.
Aging – a long-term technological process for improving the quality of brandy spirits, wine brandy and wine.
638702.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა – სუფთა სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 200C ტემპერატურაზე.
Actual Alcoholic Content by Volume – the pure spirit content by volume in 100 volume units at 20oC.
638703.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
პოტენციური მოცულობითი სპირტშემცველობა – სუფთა სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 200C ტემპერატურაზე, თუ პროდუქტში არსებული შაქარი მთლიანად დადუღდება.
Potential Alcoholic Content by Volume – the pure spirit content by volume in 100 volume units at 20oC if the complete fermenting of sugar is available.
638704.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა – ფაქტობრივი და პოტენციური მოცულობითი სპიტშემცველობების ჯამი.
Total Alcoholic Content By Volume – the sum of the actual and potential alcoholic contents by volume.
638705.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ბუნებრივი მოცულობითი სპირტშემცველობა – სპირტის საერთო მოცულობითი რაოდენობა გამდიდრებამდე (ყურძნის ტკბილის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, საქაროზას ან ეთილის სპირტის დამატებამდე).
Natural Alcoholic Content By Volume – the total alcoholic content before enrichment (addition of grape must, concentrated grape must, sucrose or ethyl spirit).
638706.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
შაქრიანობა – დაშლილი (რედუცირებული) შაქრების მასის კონცენტრაცია.
Sugar content – disbanded (reducing) sugar mass concentration.
638707.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ტიტრული მჟავიანობა – ყურძნის ტკბილსა და ღვინოში არსებული მჟავებისა და მათი მჟავა მარილების შემცველობა, რომელიც იტიტრება ტუტე ხსნარებით და გადაიანგარიშება ღვინის მჟავაზე.
Titrable Acidity – the content of acids and acid salts in grape must and wine Titrable with alkaline solutions and calculated in tartaric acids.
638708.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
აქროლადი მჟავიანობა – ღვინოში აქროლადი მჟავების შემცველობა ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით.
Volatile Acidity – the volatile acid content in wine calculated as per acetic acid.
638709.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
გაერთგვაროვნება (ეგალიზაცია) – ვაზის ჯიშის, ხარისხისა და წარმოშობის ადგილის მიხედვით ერთნაირი ღვინოების ურთიერთშერევა, ერთგვაროვანი შემადგენლობის ღვინის პარტიების მიღების მიზნით.
Uniformization (Egalisation) – the blending of uniform wines according to vine varieties, quality and place of origin in order to produce batches of wine with uniform composition.
638710.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
კუპაჟი – სხვადასხვა ღვინოების ან/და ყურძნისეული წარმოშობის სხვადასხვა სპირტების, აგრეთვე მეღვინეობაში გამოსაყენებლად ამ კანონით ნებადართული კომპონენტების შერევა.
Blending (coupage) – mixing the wines or/and vine origin alcohols, and also various components allowed in winemaking under this Law.
638711.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ტირაჟი – ბოთლის მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოებისას სატირაჟე ნაზავის ჩამოსხმის, დახუფვისა და საცობის დამაგრების ტექნოლოგიური ოპერაცია.
Tirage – the technological operation of bottling and corking of a blend for tirage in sparkling wines production by the bottle-fermentation method.
638712.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ღვინის სპირტი – ეთილის სპირტი, რომელიც მიღებულია ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებისაგან (ღვინო, ლექი, ჭაჭა).
Wine Alcohol – the ethyl spirit obtained from products of grape origin (wine, sediments, marc).
638713.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
სპირტიანი სასმელი – პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ყურძნისეული წარმოშობის ნედლეულისაგან მიღებული ეთილის სპირტისა და ამ კანონის თანახმად მეღვინეობაში გამოსაყენებლად ნებადართული ნივთიერებების დამატებით.
Alcoholic Drink – a product obtained from ethyl spirit received from grape raw material and substances allowed in winemaking in accordance with this Law.
638714.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
კოლერი – პროდუქტი, რომელიც მიღებულია მაღალ ტემპერატურაზე საქაროზას გაცხელებით.
Color – a product obtained through sucrose heating at a high temperature.
638715.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
არომატიზება – მეღვინეობაში გამოსაყენებლად ნებადართული მცენარეული ნედლეულისაგან მიღებული ერთი ან მეტი არომატიზატორის გამოყენება ღვინისა და სპირტიანი სასმელების დამზადებისას.
Aromatizing – application of one or more flavors obtained from plant raw material allowed in winemaking in accordance with this Law for wine and other alcoholic drinks’ production.
638716.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
აქროლადი ნივთიერებები – სპირტიანი სასმელების შემადგენლობაში შემავალი აქროლადი ნივთიერებები, გარდა ეთილისა და მეთილის სპირტებისა.
Volatile Substances – the volatile substances in alcoholic drinks other than ethyl and methyl spirits.
638717.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ყუძნისეული წარმოშობის პროდუქტები – ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი და მეორადი პროდუქტები.
Products of Grape Origin – primary and secondary products obtained through grape processing.
638718.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
შეტყობინება – მეწარმის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით წარდგენილი შეტყობინება, რომელიც მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
Notification – a notification presented by an entrepreneur according to the rules approved by the Ministry of Agriculture of Georgia that covers information on the production of goods and storage in the viticulture and winemaking sector.
638719.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ფალსიფიკაცია – ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების თვისობრიობის, მახასიათებლებისა და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან, არაყურძნისეული კომპონენტებისაგან ან/და ქიმიური რეაგენტების გამოყენებით ღვინის დამზადება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით.
Falsification – disconformity in origin, characteristics and features of vine-origin alcoholic drinks with established requirements, production of wine using non-vine components or/and chemical reagents in order to mislead a consumer.
638720.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ლოტი – მზა პროდუქციის იდენტიფიკაციის მიზნით ბოთლებში ჩამოსხმული ერთგვაროვანი პროდუქციის პარტია, რომელსაც ენიჭება სპეციალური ნომერი (კოდი), რომელიც გამოისახება ეტიკეტზე.
Consignment – a homogeneous production consignment bottled in bottles in order to identify prepared production that is conferred by a special number (code) depicted on an etiquette.