მოიძებნა 668045 ჩანაწერი
659581.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
მას ჰყავს ოჯახი, რომლის წევრებიც ერთმანეთს გვერდში უდგანან.
She has a supportive family.
659582.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
პერსონალის წევრები ერთმანეთს ძალზე დიდ მხარდაჭერას უჩენენ.
The staff are extremely supportive of each other.
659583.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
მამაჩემის ავადმყოფობის დროს მისგან ძალზე დიდ ემოციურ მხარდაჭერას ვგრძნობდი.
She was very supportive during my father's illness.
659584.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
როდესაც სამსახური დავკარგე, ყველა რითაც შეეძლო მამხნევებდა.
Everyone was very supportive when I lost my job.
659585.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
როდესაც სამსახური დავკარგე, ყველა რითაც შეეძლო ჩემს დახმარებას ცდილობდა.
Everyone was very supportive when I lost my job.
659586.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
როგორ ფიქრობ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?
What do you suppose could have happened?
659587.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
შენი აზრით, აქ როგორ მოხვდა?
How do you suppose he got here?
659588.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
ვფიქრობ, იქ დაახლოებით ნაშუადღევისთვის მივედი.
I suppose I got there about noon.
659589.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
იგი ფიქრობდა, რომ გოგონა დაახლოებით თორმეტი წლისა უნდა ყოფილიყო.
He supposed the girl to be about twelve.
659590.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
ვიზის აღება არც ისე ადვილია, როგორც შეიძლება გეგონოს.
Getting a visa isn't as simple as you might suppose.
659591.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
ვფიქრობ, ფასები მოიმატებს.
Prices will go up, I suppose.
659592.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
როგორ ფიქრობ, როდისთვის შეიძლება ჩამოვიდეს?
What time do you suppose he'll be arriving?
659593.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
ქალის აზრით, იგი ძალზე მდიდარი იყო.
The woman had supposed him to be very rich.
659594.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
მისი ცოლი უფრო ახალგაზრდა ქალი მეგონა.
I had supposed his wife a younger woman.
659595.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
ერთი წუთითაც არ ვფიქრობ, რომ იგი დათანხმდება.
I don't suppose for a minute that he'll agree.
659596.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
რატომ ფიქრობ, რომ იგი გადადგა?
Why do you suppose he resigned?
659597.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
დაღუპული ბევრად უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ.
There were many more deaths than was first supposed.
659598.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ იგი ტყუის.
There is no reason to suppose she's lying.
659599.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
დავუშვათ, მაგალითად, რომ დაქორწინებული ხართ და ორი შვილი გყავთ.
Let us suppose, for example, that you are married with two children.
659600.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო S-16
თუ დავუშვებთ, რომ ოქტაედრი თავისი ღერძით ჰორიზონტალურად არის განლაგებული.
If we suppose the octahedron to be placed with its axis horizontally.