მოიძებნა 668048 ჩანაწერი
666041.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
ნარჩენების ან სხვა მასალის ჩაყრის ნებართვა არ გაიცემა, თუ ნების დამრთველი ორგანო დაადგენს, რომ არსებობს ნარჩენების ხელახლა გამოყენების, რეცირკულირების ან დამუშავების სათანადო შესაძლებლობანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ან გარემოსთვის ზედმეტი რისკების შექმნისა და არაპროპორციულად მაღალი ხარჯების გარეშე.
A permit to dump wastes or other matter shall be refused if the permitting authority determines that appropriate opportunities exist to re-use, recycle or treat the waste without undue risks to human health or the environment or disproportionate costs.
666042.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
ნარჩენების მოცილების სხვა შესაძლებლობათა პრაქტიკული არსებობის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს რისკის შედარებითი შეფასება, რომელიც მოიცავს როგორც ნარჩენების ჩაყრას, ასევე მის ალტერნატივებს.
The practical availability of other means of disposal should be considered in the light of a comparative risk assessment involving both dumping and the alternatives.
666043.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური თვისებები.
Chemical, Physical And Biological Properties.
666044.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
ნარჩენების დეტალური აღწერა და დახასიათება წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას ალტერნატივების განხილვისათვის და საფუძველს გადაწყვეტილებისათვის იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა ნარჩენების ჩაყრა.
A detailed description and characterization of the waste is an essential precondition for the consideration of alternatives and the basis for a decision as to whether a waste may be dumped.
666045.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
თუ ნარჩენები ისე ცუდად არის დახასიათებული, რომ შეუძლებელია ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედების სათანადოდ შეფასება, ამ ნარჩენების ჩაყრა არ მოხდება.
If a waste is so poorly characterized that proper assessment cannot be made of its potential impacts on human health and the environment, that waste shall not be dumped.
666046.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
ნარჩენებისა და მათი კომპონენტების დახასიათებაში გათვალისწინებული უნდა იყოს: 1. წარმომავლობა, საერთო რაოდენობა, ფორმა და საშუალო შემადგენლობა; 2. თვისებები: ფიზიკური, ქიმიური, ბიოქიმიური და ბიოლოგიური; 3. ტოქსიკურობა; 4. მდგრადობა: ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური; და 5. აკუმულაცია და ბიოტრანსფორმაცია ბიოლოგიურ მასალებში ან ნალექებში.
Characterization of the wastes and their constituents shall take into account: 1. origin, total amount, form and average composition; 2. properties: physical, chemical, biochemical and biological; 3. toxicity; 4. persistence: physical, chemical and biological; and 5. accumulation and biotransformation in biological materials or sediments.
666047.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
თითოეული შემთანხმებელი მხარე შეიმუშავებს ეროვნულ მოქმედებათა სიას, რათა იქონიოს მექანიზმი კანდიდატი ნარჩენების განსახილველად ადამიანის ჯანმრთელობასა და ზღვის გარემოზე მათი პოტენციური ეფექტების თვალსაზრისით.
Each Contracting Party shall develop a national Action List to provide a mechanism for screening candidate wastes and their constituents on the basis of their potential effects on human health and the marine environment.
666048.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
მოქმედებათა სიაში განსახილველი ნივთიერებების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება ტოქსიკურ, მდგრად და ბიოაკუმულაციურ ნივთიერებებს ანთროპოგენური წყაროებიდან (მაგ.კადმიუმს, ვერცხლისწყალს, ორგანოჰალოგენებს, ნავთობის ნახშირწყალბადებს და, როდესაც ეს მიზანშეწონილია, დარიშხანს, ტყვიას, სპილენძს, თუთიას, ბერილიუმს, ქრომს, ნიკელსა და ვანადიუმს, სილიციუმორგანულ ნაერთებს, ციანიდებს, ფტორიდებსა და პესტიციდებს ან მათს თანაპროდუქტებს, გარდა ორგანოჰალოგენებისა).
In selecting substances for consideration in an Action List, priority shall be given to toxic, persistent and bioaccumulative substances from anthropogenic sources (eg, cadmium, mercury, organohalogens, petroleum hydrocarbons, and, whenever relevant, arsenic, lead, copper, zinc, beryllium, chromium, nickel and vanadium, organosilicon compounds, cyanides, fluorides and pesticides or their by-products other than organohalogens).
666049.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
მოქმედებათა სია შეიძლება აგრეთვე გამოყენებული იყოს, როგორც სასტარტო მექანიზმი ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული შემდგომი განხილვებისთვის.
An Action List can also be used as a trigger mechanism for further waste prevention considerations.
666050.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
მოქმედებათა სია ადგენს მაქსიმალურ დონეს, და შეუძლია აგრეთვე დაადგინოს მინიმალური დონე.
An Action List shall specify an upper level and may also specify a lower level.
666051.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
მაქსიმალური დონე იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ თავიდან იქნეს აცილებული მწვავე ან ქრონიკული ეფექტები ადამიანის ჯანმრთელობაზე ან ზღვის ეკოსისტემის წარმომადგენელ სენსიტიურ ზღვის ორგანიზმებზე.
The upper level should be set so as to avoid acute or chronic effects on human health or on sensitive marine organisms representative of the marine ecosystem.
666052.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
მოქმედებათა სიის გამოყენება შედეგად მოგვცემს ნარჩენების სამ შესაძლო კატეგორიას.
Application of an Action List will result in three possible categories of waste.
666053.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
ნარჩენები, რომლებიც შეიცავს კონკრეტულად აღნიშნულ ნივთიერებებს, ან რომლებიც იწვევს ბიოლოგიურ რეაქციებს, რომლებიც აჭარბებს შესაბამის მაქსიმალურ დონეს, ჩაყრილი ვერ იქნება, თუ ჩასაყრელად დასაშვები არ გახდა ნარჩენების მართვის მეთოდების ან პროცესების გამოყენების გზით.
Wastes which contain specified substances, or which cause biological responses, exceeding the relevant upper level shall not be dumped, unless made acceptable for dumping through the use of management techniques or processes.
666054.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
ნარჩენები, რომლებიც შეიცავს კონკრეტულ ნივთიერებებს, ან რომლებიც იწვევს ბიოლოგიურ რეაქციებს, რომლებიც შესაბამის მინიმალურ დონეებზე უფრო დაბალია, უნდა ჩაითვალოს გარემოსათვის უმნიშვნელო პრობლემების შემქმნელად ჩაყრის თვალსაზრისით.
Wastes which contain specified substances, or which cause biological responses, below the relevant lower levels should be considered to be of little environmental concern in relation to dumping.
666055.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
ნარჩენები, რომლებიც შეიცავს კონკრეტულ ნივთიერებებს, ან რომლებიც იწვევს ბიოლოგიურ რეაქციებს, რომლებიც მაქსიმალურ დონეზე უფრო დაბალია, მაგრამ მინიმალურ დონეზე უფრო მაღალია, მოითხოვს უფრო დეტალურ შეფასებას მანამ, სანამ შესაძლებელი გახდებოდეს ჩასაყრელად მათი შესაფერისობის განსაზღვრა.
Wastes which contain specified substances, or which cause biological responses, below the upper level but above the lower level require more detailed assessment before their suitability for dumping can be determined.
666056.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
ჩაყრის ადგილის შერჩევა.
Dump-Site Selection.
666057.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
ჩაყრის ადგილის შესარჩევად საჭირო ინფორმაციაში შედის: 1. წყლის სვეტისა და ზღვის ფსკერის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მახასიათებლები; 2. დასასვენებლად ხელსაყრელი ადგილების, ღირებულებებისა და ზღვის სხვა გამოყენებების ადგილმდებარეობა განსახილველ რაიონში; 3. ჩაყრასთან ასოცირებული შემადგენელი ნაკადების შეფასება ზღვის გარემოში ნივთიერებათა არსებულ ნაკადებთან შეფარდებით; 4. ეკონომიკური და საექსპლუატაციო განხორციელებადობა.
Information required to select a dump-site shall include: 1. physical, chemical and biological characteristics of the water-column and the seabed; 2. location of amenities, values and other uses of the sea in the area under consideration; 3. assessment of the constituent fluxes associated with dumping in relation to existing fluxes of substances in the marine environment; and 4. economic and operational feasibility.
666058.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
პოტენციური ეფექტების შეფასება.
Assessment Of Potential Effects.
666059.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
პოტენციური ეფექტების შეფასებამ უნდა მიგვიყვანოს ნარჩენების ზღვაზე ან ხმელეთზე მოცილების შესაძლო ვარიანტების სავარაუდო შედეგების მოკლე ფორმულირებამდე, ანუ „ჰიპოთეზამდე ზემოქმედების შესახებ".
Assessment of potential effects should lead to a concise statement of the expected consequences of the sea or land disposal options, ie, the "Impact Hypothesis".
666060.
საერთაშორისო ურთიერთობები | 1996 წლის ოქმი 1972 წლის 29 დეკემბრის კონვენციის ნარჩენებისა და სხვა მასალის ჩაყრით ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ
იგი წარმოადგენს საფუძველს გადაწყვეტილებისთვის იმის თაობაზე, დამტკიცებული იქნეს თუ უარყოფილი ნარჩენების მოცილების შემოთავაზებული ვარიანტი, და გარემოს მონიტორინგის მოთხოვნების განსაზღვრისთვის.
It provides a basis for deciding whether to approve or reject the proposed disposal option and for defining environmental monitoring requirements.