მოიძებნა 668048 ჩანაწერი
667081.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
საჯარო რეესტრის მიერ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი კიდევ უფრო განმტკიცდება კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ამ აქციის შედეგად და ისარგებლებს გამოცდილებით, რომელიც მიღებულია საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ ევროპაში საქართველოს მთელ რიგ საელჩოებთან უკვე დაწყებული საცდელი თანამშრომლობის პროგრამების მსვლელობაში.
CRA's significant progress made in recent years will be further sustained by this tailored action and build on pilot cooperation already initiated by the CRA with a number of Georgian embassies in Europe.
667082.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
ივარაუდება აგრეთვე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უნარის გაძლიერება სამოქალაქო რეესტრის წარმოებისადმი და მიგრანტების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხებისადმი ნოვატორული მიდგომების შემუშავების მხრივ თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
It is also expected to boost the capacity of the CRA to design innovative approaches towards civil registry and the nexus with migrant identification, relying on up-to-date technical facilities.
667083.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
პერსონალის ტრენინგი, სხვა საკითხთა შორის, ფოკუსირებული იქნება მოწყვლადი მიგრანტების (ქალებისა და ბავშვების, უნარშეზღუდული პირების, ადამიანის უფლებათა და ჯანმრთელობის მხრივ განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე მიგრანტების ჩათვლით) დაცვის აუცილებლობაზე და ჯეროვნად გაითვალისწინებს ქმედით პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება ევროკავშირთან და ინდივიდუალურ წევრ სახელმწიფოებთან გაფორმებული რეადმისიის შესახებ შეთანხმებების რეალიზაციაში მეტი გამოცდილების მქონე ქვეყნებში.
Staff training will focus inter alia on the need to protect vulnerable migrants (including women and children, disabled persons, migrants with special needs in terms of human rights and health) and will duly take into account effective practices as applied in countries with more experience in implementing readmission agreements with the EU and individual Member States.
667084.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
წარმოადგინეთ მთელი ქვემომოყვანილი ინფორმაცია: • აქციის მომზადების წინაისტორია; • აღწერეთ აქციის მიზნები (ვრცლად გადმოეცით აქ ის მიზნები, რომლებიც ზემოთ, II. 1 კარში მოყვანილ ცხრილშია მოხსენიებული).
Please provide all the following information: ⚫ Background to the preparation of the action; ⚫ Describe the objectives of the action;(Elaborate here on the objectives mentioned in the table in section II. 1 above).
667085.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
აღწერეთ ძირითადი დაინტერესებული ჯგუფები, მათი მიდგომები აქციისადმი და მათთან გამართული ნებისმიერი კონსულტაციები.
Describe the key stakeholder groups, their attitudes towards the action and any consultation undertaken with them.
667086.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
მოიყვანეთ მოკლე ინფორმაცია გათვალისწინებულ ღონისძიებათა ტიპის შესახებ და აღნიშნეთ მათთან დაკავშირებული შედეგები, ღონისძიებათა ჯგუფებს შორის კავშირების/ურთიერთობების აღწერასთან ერთად.
Provide brief information on the type of activities foreseen and specify related outputs and results, including a description of linkages/relationships between activity clusters.
667087.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
მიუთითეთ ზოგადი ვადები აქციისათვის და აღწერეთ ნებისმიერი კონკრეტული ფაქტორი, რომელიც მხედველობაში იქნა მიღებული.
Indicate the broad timeframe for the action and describe any specific factor that has been taken into account.
667088.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
ეს აქცია მომზადდა იმის საფუძველზე, რომ არსებობს კონკრეტულ სპეციფიკაზე მორგებული აქციის საჭიროება, რომელსაც განიცდიან ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებში, რომელთაც დასაბრუნებლად გამზადებული ქართველი მიგრანტების საქმეთა დიდი რაოდენობა დაუგროვდათ, და იგი დაჩქარდა მას შემდეგ, რაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოთქვა მძაფრი ინტერესი თანამშრომლობისადმი საერთაშორისო დონორებისთვის დაგზავნილ დოკუმენტში გამოხატული მოსაზრებების საფუძველზე.
This action was prepared based on the need for tailored action experienced among EU MS that have a caseload of Georgian migrants set to return and was accelerated after the CRA expressed keen interest to cooperate based on views expressed in a document shared with international donors.
667089.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
აქციის საერთო მიზანია საჯარო რეესტრის სააგენტოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში პოტენციალის შექმნა ევროკავშირთან დადებული რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანად რეალიზაციისათვის.
The overall objective of the Action is to build capacity in Georgia's Civil Registry Agency and Ministry of Foreign Affairs to implement the readmission agreement with the EU in an effective manner.
667090.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
ძირითადი დაინტერესებული ჯგუფები იქნებიან საჯარო რეესტრის სააგენტოს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამმართველოს თანამშრომლები და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები და მისი პერსონალი, მივლენილი საქართველოს საელჩოებში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.
The key stakeholder groups will be the staff of the Migration and Citizenship of the CRA and representatives of the Consular Department of the Ministry of Foreign Affairs and its staff stationed at Georgian embassies in EU Member States.
667091.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
სხვადასხვა დროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოთქვა მძაფრი ინტერესი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციის პროცედურების გაუმჯობესებისადმი მათს დაბრუნებასთან დაკავშირებით და ამ მიზნით მხარდაჭერის თხოვნით მიმართა დონორთა საზოგადოებრიობას.
At various times the CRA has expressed keen interest to enhance the identification procedures of Georgian citizens residing abroad as related to their return and has for that purpose approached the donor community for support.
667092.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი საკონსულო წარმომადგენლები საზღვარგარეთ მზად არიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობისთვის საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების გასაადვილებლად.
The MFA and its consular representatives abroad are committed to cooperate with EU Member States to facilitate the return of Georgian nationals.
667093.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
ეს აქცია ორივე უწყებასთან კოორდინირებულია მთავარი განმცხადებლისა და პარტნიორების მიერ და ფართო თანხმობაა მიღწეული ამ აქციის პარამეტრების თაობაზე.
This action has been coordinated with both agencies by the main applicant and partners, with broad agreement reached on the parameters of this action.
667094.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
პროგრამირებისას ურთიერთგადაფარვის თავიდან ასაცილებლად განხორციელდა აგრეთვე სათანადო კოორდინაცია სხვა დაინტერესებულ დონორებთან, კერძოდ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან.
Due coordination to avoid overlap in programming was also undertaken with other interested donors, in particular the Swedish International Development Cooperation Agency (Sida).
667095.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
საქართველოში მიგრაციის მართვის პოტენციალის შექმნის საქმეში მისი წამყვანი და ხანგრძლივი როლიდან გამომდინარე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ჩართული იქნება ადგილზე რეალიზაციის კოორდინირებაში, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მოხელეები განახორციელებენ ამ პროექტის მფლობელობას, რაშიც მათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გამოცდილება დაეხმარებათ.
Based on its central and long-standing role in building capacity of Georgia's migration management, IOM will be involved as coordinating the implementation on the ground, whereas Georgian officials will carry the ownership of this project supported by expertise from EU MS.
667096.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
ღონისძიებები. შეფასება ევროკავშირის მასშტაბით. გათვალისწინებულ ღონისძიებათა რიცხვში შევა, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის მასშტაბით ჩატარებული შეფასება, რომელშიც აღწერილი იქნება საქართველოს სახელისუფლო ორგანოთა მიერ გაწეული თანამშრომლობა საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების საქმეში (რომელიც სავარაუდოდ 4 თვეს გაგრძელდება).
Activities. EU-wide assessment. The activities foreseen will be first of all an EU-wide assessment outlining the cooperation by Georgian authorities in the return of its nationals (expected to last four months).
667097.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო რეესტრებს, რომლებსაც 2003 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო მართავდა და აგრეთვე რეესტრებს, რომლებიც იწარმოებოდა საქართველოს კონფლიქტური ზონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილ მცხოვრებთათვის.
In this context particular attention will be devoted to the civil registries that were operated until 2003 by the Ministry of Internal Affairs, as well as the registries kept for former residents of Georgia's conflict zones of Abkhazia and South Ossetia.
667098.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
გაკეთდება რეკომენდაციები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის ამ რეესტრების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზების თაობაზე და, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება, შესაბამისი სამოქალაქო მონაცემები გადაყვანილი იქნება ციფრულ ფორმატში და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცენტრალურ რეესტრს მიუერთდება პროექტის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში.
Recommendations will be issued how to enhance access by the CRA to these registries and, when feasible, relevant civil data will be digitalized and connected to the central registry at CRA throughout the project life span.
667099.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
რეადმისიის სფეროში სტანდარტული პროცედურების შემუშავება. შემდგომში, აქციის მე-6 თვიდან მე-12 თვემდე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტები შეიმუშავებენ რეადმისიის საკითხებთან დაკავშირებით სტანდარტული სამოქმედო პროცედურების სახელმძღვანელოს, რაშიც მათ მხარდაჭერას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ექსპერტები გაუწევენ.
Development of standard procedures in the field of readmission. Subsequently, from month 6 to month 12 of the action, CRA and MFA experts will develop a standard operational procedures (SOP) manual on readmission, supported in this effort by EU MS experts.
667100.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
აქციის პირველი წლის განმავლობაში მოეწყობა სასწავლო ვიზიტები ევროკავშირის წევრ ორ სახელმწიფოში, რომელთა დროსაც რეადმისიის დარგში გამოცდილების მქონე მაღალი რანგის ქართველი კონსულები სასწავლო ვიზიტების მონაწილეთა მასწავლებლების როლში მოგვევლინებიან.
Study visits to two EU MS will be undertaken during the first year of the action, whereby senior Georgian consuls with experience in readmission will act as mentors of the study visit participants.