მოიძებნა 668060 ჩანაწერი
667141.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
ბოლოდროინდელი შეფასებებით, საქართველოში შესულ იმიგრანტთა რიცხვი დაახლოებით 190.000-ს უდრის.
Recent estimates put the number of immigrants in Georgia at around 190.000.
667142.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
საქართველო დიდ აქტიურობას იჩენს რეადმისიის სფეროში.
Georgia has been very active in the area of readmission.
667143.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
იგი რეადმისიის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკომისიასთან.
It is negotiating readmission agreement with the EC.
667144.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
იგი მოლაპარაკებების შედეგად ორმხრივ შეთანხმებებზე მოურიგდა ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს (ბულგარეთს, იტალიას, გერმანიას) და მოლაპარაკებებს განაგრძობს ბენელუქსის ქვეყნებთან, ჩეხეთის რესპუბლიკასთან, სლოვენიასთან, ლიტვასთან, ესტონეთთან, ლატვიასთან, საფრანგეთთან, შვედეთთან, ავსტრიასთან, რუმინეთთან, ფინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან და კვიპროსთან.
It has negotiated bilateral agreements with several EU Member States (Bulgaria, Italy, Germany) and is proceeding on negotiations with the Benelux countries, the Czech Republic, Slovenia, Lithuania, Estonia, Latvia, France, Sweden, Austria, Romania, Finland, Great Britain, Poland and Cyprus.
667145.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
ეს შეთანხმებები სახავს ვალდებულებებსა და პროცედურებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და როგორ უნდა მოხდეს იმ მოქალაქეთა რეადმისია, რომელთაც დაბრუნების ვალდებულება ეხებათ.
These agreements set out the obligations and procedures on when and how to readmit nationals or foreigners who are under a return obligation.
667146.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
მიუხედავად იმისა, რომ პოტენციურ იძულებით დაბრუნებულთა რაოდენობა შედარებით მცირეა, რეადმისიის შესახებ შეთანხმებათა მზარდი რაოდენობა საერთაშორისო კრიზისთან და ქართველ დეპორტირებულთა დიდი რაოდენობის შესაძლო დაბრუნებასთან ერთად საქართველოსთვის პოტენციურ გამოწვევას წარმოადგენს მიგრაციისა და დაბრუნების სფეროში...
Although the number of potential forced returnees is relatively low, the growing number of readmission agreements combined with the international economic crisis and the possible return of a high number of Georgian deportees potentially present a challenge for Georgia in the field of migration and return...
667147.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა XXX-სთვის ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას უმთავრესად (?) რეგიონიდან.
The Action Plan of Georgian government for XXX foresaw a repatriation of Georgian national to Georgia, mainly from the region (?).
667148.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
ნებაყოფლობით დაბრუნებულთა ნაკადი, ამდენად, ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი შეიძლება გამოდგეს.
A voluntary return flow might be thus much higher.
667149.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
2006 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის შესახებ შეთანხმებას (ENP) მის სამოქმედო გეგმასთან ერთად, რომელიც ავალდებულებს საქართველოს, გაატაროს მდგრადი სამიგრაციო პოლიტიკა.
In 2006, the ENP agreement between GE and EU was signed, together with its Action Plan, which commits Georgia to implement sustainable migration policies.
667150.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
[მეტი უნდა ითქვას მათი ვალდებულებების, სამოქმედო გეგმის შესახებ...] მიუხედავად ამისა, დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად , საქართველოს ჯერ არ აუმოქმედებია სისტემა დაბრუნების, რეადმისიისა და რეინტეგრაციის საკითხების ეფექტიანად მოსაგვარებლად, თუმცა მისი შესაძლებლობანი მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ დარგში მოღვაწე სხვადასხვა დონორების მიერ ორგანიზებული და რეალიზებული რამდენიმე პროექტის შედეგად.
[more on their commitments, Action Plan...] However, according to the analysis of the Danish Refugee Council and IOM2, Georgia does not yet have a system in place to effectively cope with return, readmission and reintegration, although its capacities have been significantly strengthened by several projects founded and implemented by various donors in the field.
667151.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობისა და დონორების ძალისხმევამ შედეგად მოიტანა პირველი მცდელობები, ჩამოყალიბებულიყო ყოვლისმომცველი სამიგრაციო პოლიტიკა და შექმნილიყო მიგრაციის კოორდინირებული მართვის სტრუქტურა საქართველოში.
The efforts of Georgian government and donors brought about first attempts to build a comprehensive migration policy and to create a coordinated migration management structure in Georgia.
667152.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მიგრაციის მართვაში, როგორც უკუმიგრაციის, ასევე საზღვარგარეთის ქართულ სათვისტომოებთან კონტაქტების თვალსაზრისით.
Ministry for Refugee Accommodation and State Minister's Office for Diaspora Issues play an important role in migration management, both as regards return migration and contacts with Georgian communities abroad.
667153.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტების მეშვეობით შექმნილი მექანიზმები უნდა გაძლიერდეს, რათა კვლავაც ხელი შეეწყოს საქართველოში დაბრუნებულთა ეფექტიან რეინტეგრაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციას მიუხედავად იმისა, მათი დაბრუნება იძულებითი იქნება თუ ნებაყოფლობითი.
The mechanisms created through EC funded projects' need to be strengthened in order to further support effective reintegration and socio- economic re-insertion of the Georgian returnees, be it forced or voluntary.
667154.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
გარდა ამისა, ყურადღება უნდა დაეთმოს აგრეთვე უცხო ქვეყნების მოქალაქეთა პოტენციურ რეადმისიასა და მათს დაბრუნებას საქართველოდან თავიანთ წარმომავლობის ქვეყნებში.
Besides, attention must also be paid to potential readmission of foreign nationals and their return from Georgia to their countries of origin.
667155.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
აღნიშნული პროექტების კონტექსტში, ტრენინგი ჩაუტარდა მიგრაციისა და დაბრუნების საკითხებზე მომუშავე ძირითადი სამთავრობო ორგანოების თანამშრომელთა შტატს, მაგრამ პარტნიორ ქვეყნებში კადრების მაღალი დენადობისა და სამართლებრივი ბაზის ცვლილებების გამო (მაგ.2008 წელს „დაბრუნების შესახებ დირექტივის“ მიღება, ან „ევროკომისიის რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ მომავალი ხელმოწერა), ძალზე მნიშვნელოვანია ამ მიმართებით ძალისხმევათა განგრძობა.
In the framework of those projects, staff of the main governmental bodies dealing with migration and return has been trained, but due to the high turnover and changing legal framework in the partner countries (e.g.adoption of Return Directive in 2008 or upcoming signature of EC Readmission Agreement), the continuation of efforts in this regard is very important.
667156.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
პროექტი განსაკუთრებით ინტენსიურად გამოიყენებს გამოცდილებას, დაგროვებულს „დასაქმების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს ჩეხეთის რესპუბლიკისა (2003 წლიდან) და პოლონეთის (2007 წლიდან) მხარდაჭერით.
The project will build especially on the experience of the Job Counselling and Referral Centre run by IOM with the support of the Czech Republic since 2003, and Poland since 2007.
667157.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
პროექტის მიზანია დასაქმების საკითხებზე ინფორმირებისა და კონსულტირების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება და გამოყენება, რათა რეინტეგრაციაში დახმარება გაეწიოთ ქართველ მიგრანტებს, რომლებიც ნებაყოფლობით ბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში ევროპის სხვადასხვა ადგილებიდან, და აგრეთვე პოტენციურ მიგრანტებს, კონფლიქტის ზონებიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას და სამუშაოს ძებნაში მყოფ ქვეყნის მოსახლეობას საზოგადოდ.
The aim of the project is to develop and apply efficient job counselling and referral mechanisms to serve the reintegration needs of the Georgian migrants returning voluntarily to their country from different destinations in Europe, as well as potential migrants, internally displaced populations coming from conflict zones and the population of the country in search of jobs in general.
667158.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
„ცენტრი“ პროფესიულ მომსახურებას ეწევა შრომის ბაზარზე შეყვანისა და პროფესიული ორიენტაციის დარგში და უზრუნველყოფს ადამიანური კაპიტალის სპეციალისტების, ფსიქოლოგებისა და სოციალური პრობლემების დარგში მომუშავეთა თანამშრომლობას.
The Centre provides professional services in the area of the labor market insertion and professional orientation and assures cooperation of human capital specialists, psychologists and social workers.
667159.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
„ცენტრი“ ემსახურება სამუშაოს მაძიებელთა სხვადასხვა კატეგორიებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:  პროფესიული კონსულტაციის გაწევა სამუშაოს ძებნის საკითხებზე, ბიზნესის დაწყებაზე, პროფორიენტაციაზე;  ინფორმაციის მიწოდება სამუშაოს შოვნის შესაძლებლობათა შესახებ;  პროფესიული კონსულტაციის გაწევა მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;  ინფორმაციის მიწოდება საქართველოში არსებული სრულწლოვანთა პროფესიულ-ტექნიკური მომზადების სისტემის შესახებ;  სამუშაოს მაძიებელთა წინასწარი გასინჯვა და შერჩევა დამქირავებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით და დამქირავებელთათვის კანდიდატების შეთავაზება;  დახმარების გაწევა ამ კანდიდატთა რეზიუმეების (CV-ების) შედგენაში და დამქირავებელთათვის მათი მიწოდება;  შრომის ბაზრის მიმოხილვები.
The Center serves diverse categories of job seekers in the following spheres: ➤ Providing professional consultation on job search issues, business start-up, and career orientation; ➤ Providing information on employment opportunities; ➤ Providing professional consultation on training and retraining issues; ➤ Providing information on the adult vocational training system existing in Georgia; ➤ Initial screening and selection of job seekers in line with the employers requirements and suggesting candidates to employers; ➤ Assisting in the development of CVs for these candidates and provision to employers; ➤ Labour market surveys.
667160.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროკავშირა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება
ზემოხსენებულ მომსახურებათა გასაწევად „ცენტრს“ აქვს კომპიუტერიზებული მონაცემთა ბაზა და პროგრამული უზრუნველყოფა სამუშაოს მაძიებლებისა და არსებული ვაკანსიების სარეგისტრაციოდ.
In order to provide the above-mentioned services the Centre possesses the computerized data base and software for the registration of job seekers and vacancies available.