მოიძებნა 668070 ჩანაწერი
7721.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
უჯრედის ბირთვების მიღების მეთოდი მცენარეული ქსოვილებიდან.
A technique for isolating cell nuclei from plant tissues.
7722.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
აღწერილია ბარდას თესლების ღივებიდან უჯრედთა ბირთვების მიღების კომბინირებული მეთოდი, რაც გამოსადეგია სხვა მცენარეული ქსოვილებისათვისაც.
A combined technique for isolating cell nuclei from pea seedlings – applicable to other plant tissues – is described.
7723.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
იზოლირებულ ბირთვებს შენარჩუნებული აქვთ მორფოლოგიური სტრუქტურა და ფერმენტული აქტივობა, კერძოდ რნმ-ს ენდოგენური სინთეზის უნარი დამატებული რიბონუკლეოზიდტრიფოსფატებიდან.
The isolated nuclei retain their morphological structure and enzymatic activity, namely the capacity for endogenous synthesis of RNA from added ribonucleoside triphosphates.
7724.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
გლუტამინის მჟავას, მეთიონინისა და მათი ცვლის კოფაქტორების გავლენა ბიოგენური ამინების რეგიონალურ განაწილებაზე თავის ტვინსა და სისხლში.
The effect of glutamate methionine and cofactors of their metabolism on the distribution of the regional fund of biogenic amines in the brain and blood.
7725.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
შესწავლილია გლუტამინის მჟავით, მეთიონინითა და მათი ცვლის კოფაქტორებით დატვირთვის გავლენა ბიოგენური ამინების განაწილებაზე თეთრი ვირთაგვების თავის ტვინსა და სისხლში.
The effect of small doses of glutamate, methionine and cofactors of their metabolism on the distribution of biogenic amines in different brain regions and in blood has been studied in albino rats.
7726.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
აღმოჩნდა, რომ 15, 30 და 60 დღიანი დატვირთვა ზემოაღნიშნული ამინომჟავებით იწვევს ბიოგენური ამინების რეგიონალური განაწილების ცვლილებებს.
It has been found that loading with the above amino acids for 15, 30 and 60 days results in changes of biogenic amine distribution in different brain regions.
7727.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
ყველაზე შესამჩნევ ცვლილებას განიცდის ადრენალინი, რაც მკვეთრად მატულობს მოგრძო ტვინში.
Adrenaline undergoes the most detectable change in the brain.
7728.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
ამინომჟავების ჭარბი რაოდენობით დატვირთვა იწვევს არა მარტო ადრენალინის, არამედ ყველა ბიოგენური ამინის მკვეთრ მატებას თავის ტვინსა და სისხლში.
Excessive amino-acid loading is accompanied by an increase of the content of all biogenic amines in the brain and blood.
7729.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
C<sup>14</sup>-პეპტიდების გარდაქმნა ვაზის ფოთლებსა და ნაყოფში.
Transformation of C<sup>14</sup>-peptides in grapevine leaves and fruit.
7730.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
ვაზის ფოთლებიდან ბიოსინთეზის გზით მიღებულია რადიაქტიური (C<sup>14</sup>) ცილა, რომლის ნაწილობრივი ჰიდროლიზის შემდეგ გამოყოფილ იქნა ცალკეული პეპტიდები.
Radioactive protein was obtained from grapevine leaves by biosynthesis. Individual C<sup>14</sup>-peptides were isolated after partial hydrolysis of the protein.
7731.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
შესწავლილია ამ პეპტიდების გარდაქმნა ვაზის ფოთლებსა და ნაყოფებში სხვადასხვა ექსპოზიციის პირობებში.
Transformation of these peptides has been studied in grapevine leaves and fruit under various conditions of exposure.
7732.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
გამოკვლეულია, რომ ფოთლებსა და ნაყოფში შეტანილი პეპტიდების რადიაქტიური ნახშირბადი ნაწილდება როგორც თავისუფალ ამინომჟავებში, ისე ცილებში.
Radioactive carbon of peptides administered to the leaves and fruit was found to be distributed both in free amino acids and in proteins.
7733.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
ამასთან ამ პროცესზე გარკვეული გავლენა აქვს ვეგეტაციის ფაზებს.
At the same time vegetation phases affect this process.
7734.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
ქლოროგენის მჟავა კომშის ნაყოფში.
Chlorogenic acid from quince furit.
7735.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
მსხლისებრი კომშის ნაყოფიდან გამოყოფილია ფენოლური ნაერთების ჯამური პრეპარატი.
A total preparation of phenol-compounds has been isolated from the unripe fruit of the pear-shaped quince.
7736.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
პრეპარატში შემავალი ფენოლური მჟავებიდან პოლიამიდის სვეტზე ადსორბციული ქრომატოგრაფიისა და ქაღალდზე პრეპარატიული ქრომატოგრაფიის მეთოდებით გამოყოფილია და იდენტიფიცირებულია ქლოროგენის მჟავა.
Chlorogenic acid has been isolated and identified from phenol-carboxylic acids involved in the total preparation by the methods of polyamide sorbent adsorption chromatography and of paper preparative chromatography.
7737.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
შესწავლილია ქლოროგენის მჟავას შემცველობის ცვალებადობა ფოთოლსა და ნაყოფში ვეგეტაციის პერიოდებთან დაკავშირებით.
The dynamics of the content of chlorogenic acid in the leaves and fruit of quince has been studied.
7738.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
შეიმჩნევა, რომ ქლოროგენის მჟავას მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს ფოთოლი და ნაყოფი ვეგეტაციის დასაწყისში.
Chlorogenic acid is contained in quantity in the leaves and in the fruit, but during vegetation its content decreases.
7739.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ბიოქიმია
მისი რაოდენობა შემდეგ თანდათან მცირდება და მკვეთრად ეცემა ნაყოფის დამწიფების და ფოთლების სიბერის დროს.
A drastic decrease of chlorogenic acid is observable during the ripening of fruit and the ageing of leaves.
7740.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, გენეტიკა და სელექცია
ხორბლის ფილოგენეზის საკითხისათვის.
Concerning the wheat phylogenesis.