მოიძებნა 668045 ჩანაწერი
91141.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 1 (175), სამედიცინო მეცნიერებანი
მაღალი მგრძნობელობის იმუნოლოგიური ანალიზით დადგინდა, რომ კეთილთვისებიანი პროსტატული ჰიპერპლაზიით დაავადებულ პაციენტებში ბაზური ფიბროპლასტის ზრდის ფაქტორის კონცენტრაცია უფრო მაღალია.
It has been established by means of high-sensitive immune enzyme analysis, that the patients with benigh prostatic hyperplasia have higher basic fibroblast growth factor concentration.
91142.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 1 (175), სამედიცინო მეცნიერებანი
სისხლის არტერიული წნევის კავშირი ინტრაპერიტონეალურად შეყვანილი ინსულინის აბსორბციასთან, პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ დიაბეტიან პაციენტებში.
The Association of Blood Pressure Levels with Peritoneal Insulin Absorption in Diabetic Patients on Peritoneal Dialysis.
91143.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 1 (175), სამედიცინო მეცნიერებანი
ფაქტორები, რომლებიც ინტრაპერიტონეალური ინსულინის აბსორბციის პროცესში მონაწილეობენ, ბოლომდე დადგენილი არ არის.
Factors, which affect intraperitoneal insulin absorption process, are not established completely.
91144.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 1 (175), სამედიცინო მეცნიერებანი
ერთ-ერთ ასეთ ფაქტორს წარმოადგენს სისხლის არტერიული წნევა, რომელიც თავის მხრივ პერიტონეუმის ტრანსპორტის ტიპს განაპირობებს.
One of these parameters represent blood pressure, which in itself is associated with the peritoneal transport status.
91145.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 2 (176), ბიოტექნოლოგია
ზოგიერთი გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის განვითარება საქართველოში.
Development of Some Applied Biotechnology in Georgia.
91146.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 2 (176), ბიოტექნოლოგია
ინსტრუმენტული ნეიტრონულ-აქტუაციური ანალიზის მეთოდის გამოყენებით ჩატარდა ექსპერიმენტები.
Using instrumental neutron activation analysis the experiments were carried out.
91147.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 2 (176), ბიოტექნოლოგია
სამედიცინო ბიოტექნოლოგია, გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგია და სამრეწველო ბიოტექნოლოგია.
Medical biotechnology, environmental biotechnology and industrial biotechnology.
91148.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 2 (176), ბიოტექნოლოგია
ბიოსამედიცინო ექსპერიმენტებში ლურჯ-მწვანე წყალმცენარის Spirulina platensis ბიომასა გამოყენებულ იქნა მნიშვნელოვანი კვალური ელემენტების (სელენი, ქრომი, იოდი) შესაქმნელად.
In the biomedical experiments a blue-green alga Spirulina platensis biomass has been used to create the important trace elements (selenium, chromium, iodine).
91149.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 2 (176), ბიოტექნოლოგია
დასაბუთებულ იქნა, რომ შესაძლებელია ელემენტების Spirulina platensis ბიომასაში მიზანმიმართული შეყვანა ისე, რომ იგი არ დაკარგავს თავის სასარგებლო თვისებებსა და ცილოვან შემადგენლობას.
It has been proved, that it is possible to purposefully include elements into Spirulina platensis biomass in a way that it will not lose its beneficial properties and protein composition.
91150.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 2 (176), ბიოტექნოლოგია
ასევე შესწავლილ იქნა Spirulina platensis უნარი მოახდინოს ისეთი ტოქსიკური მეტალის ადსორბცია, როგორიცაა ვერცხლისწყალი.
The ability of Spirulina platensis to adsorb such toxic metals, as it is mercury has also been studied.
91151.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 2 (176), ბიოტექნოლოგია
მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი ორგანული მასა (ტორფი) გამოყენებულ იქნა, როგორც მიკროორგანიზმების წყარო.
The natural organic mass of vegetal origin (peat) was applied as a source of microorganisms.
91152.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 2 (176), მოლეკულური ბიოლოგია
ხორბლის dwarf virus-ის აღმოჩენა და საქართველოში მისი შემოჭრის საშიშროება.
Wheat Dwarf Virus Detection and its Possible Inrush in Georgia.
91153.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 2 (176), სამედიცინო მეცნიერებანი
მოწევის გავლენა ენდოთელურ ფუნქციაზე.
Influence of Smoking on Endothelial Function.
91154.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 2 (176), სამედიცინო მეცნიერებანი
მოწევა იწვევს ენდოთელური ფუნქციის დარღვევას არა მხოლოდ აქტიურ, არამედ პასიურ მწეველებშიც.
Smoking impairs endothelial function in passive smokers as well as in active smokers.
91155.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 2 (176), სამედიცინო მეცნიერებანი
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ენდოთელური ფუნქციის შესწავლა არაინვაზიური ულტრასონოგრაფიის გამოყენებით.
The aim of the research was to explore the endothelial function using the noninvasive ultrasonography.
91156.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 2 (176), სამედიცინო მეცნიერებანი
ნაკადით განპირობებული დილატაცია მწეველ და არამწეველ პოპულაციაში.
Flow-mediated dilatation in smoker and nonsmoker population.
91157.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 2 (176), სამედიცინო მეცნიერებანი
პასიურ მწეველებში არამწეველებთან შედარებით ენდოთელური ფუნქცია იყო მნიშვნელოვნად დარღვეული და არასარწმუნოდ განსხვავდებოდა მწეველების ენდოთელური ფუნქციისაგან.
Endothelial function was significantly impaired in passive smokers compared to nonsmokers and did not significantly differ from endothelial function of smokers.
91158.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 2 (176), უჯრედული ბიოლოგია
დეტერგენტების გავლენა მიკროორგანიზმების მიერ აქტიური მეტაბოლიტების პროდუქციაზე.
The Effect of Detergents on Active Metabolite Production by Microorganisms.
91159.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 4 (178), ეკოლოგია
ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება ცხოველების ემოციურ-მოტივაციურ ქცევაზე ღია ველში.
Influence of Electromagnetic Field on Emotion-Motivated Behavior in Animals in Open Field.
91160.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 4 (178), ეკოლოგია
სერატონუსის მასტიმულირებელი მოქმედება.
Stimulatory Action of the Seratonus.