მოიძებნა 668045 ჩანაწერი
94501.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
„რუსთავმა“ თავისი არსებობის მანძილზე ჩაიწერა 600-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების იშვიათი ვარიანტები.
During its career "Rustavi" has recorded more than 600 rare versions of Georgian folk songs and hymns.
94502.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვოკალურ მუსიკასთან ერთად შემორჩენილია სიმღერების შესანიშნავი ნიმუშები, რომლებიც სრულდება ხალხური ინსტრუმენტების თანხლებით.
Along with vocal music there are magnificent specimens of folk songs preserved in various parts of Georgia, which are performed to the accompaniment of folk instruments.
94503.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
„რუსთავის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის კარგად ფლობს ხალხური მუსიკალური შემოქმედების ამ სახეობასაც.
To "Rustavi’s" credit, it must be mentioned that the ensemble is well acquainted with this aspect of folk music as well.
94504.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
„რუსთავის“ ხალხურ საკრავთა ტრიო დავით ყიფიანის, გიორგი ბუგიანიშვილისა და ზურაბ ბაკურაძის შემადგენლობით უდიდესი წარმატებით გამოდის საკონცერტო ესტრადაზე.
The trio of "Rustavi’s" folk instrumentalists comprising David Kipiani, Giorgi Bugianishvili and Zurab Bakuradze is very successful on the concert bandstands.
94505.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
დაარსებიდან დღემდე ანსამბლში რამდენიმე თაობა შეიცვალა, „რუსთავის“ შემადგენლობაში ყოველთვის მოღვაწეობდნენ საქართველოში სახელგანთქმული მომღერლები, მოცეკვავეები თუ ინსტრუმენტალისტები.
From the day of the ensemble’s foundation until now there have been several generations succeeding one another, but "Rustavi" has had no lack of famous Georgian singers, dancers or instrumentalists.
94506.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
დღეს ანსამბლში ახალგაზრდები მოვიდნენ, ისინი ღირსეულად აგრძელებენ ძველი თაობის საუკეთესო ტრადიციებს.
There have come younger artists, who adequately keep up the best traditions of previous generations.
94507.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
„რუსთავი“ კვლავაც წარმატებით გამოდის კონცერტებზე, დღენიადაგ იბრძვის ძველი იშვიათი ნიმუშების მოკვლევა-აღორძინებისათვის, ამდიდრებს რეპერტუარს უნიკალური ქართული სიმღერებით, ცეკვებით და დიდი ენთუზიაზმით ეწევა მათ პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის ქვეყნებში.
"Rustavi" continues to successfully stage concerts, daily struggles to discover and restore rare specimens of old folk songs, diversifies its repertoire with unique Georgian songs and dances and enthusiastically popularizes them both in Georgia and in the foreign countries.
94508.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ეს ერთადერთი ანსამბლია, რომელიც მაყურებელს ქართულ ტრადიციულ სიმღერების, ცეკვებსა და მუსიკას აცნობს.
This is the only ensemble to acquaint the audience with the Georgian traditional songs, dances and music.
94509.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ორმოცდაათი არტისტი, არაჩვეულებრივი კოსტიუმები, ბრწყინვალე შესრულება, დახვეწილი ქორეოგრაფია – ასეთი იყო კონცერტი, რომელიც კალეს თეატრში გამართა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა”.
Fifty artists, excellent costumes, brilliant performance, elaborate choreography – such was the concert staged at the theatre of Calais by the Georgian State Academic Song-and-dance Ensemble "Rustavi".
94510.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ანსამბლმა კონცერტის პირველი წუთებიდანვე შეძლო მრავალრიცხოვანი მაყურებლის დაპყრობა.
From the very first minutes of the concert the ensemble managed to conquer the large audience.
94511.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
საფრანგეთი საქართველოს რიტმს ჰყვება.
France follows the rhythm of Georgia.
94512.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
შავი, წითელი და ოქროსფერი ტრადიციული კოსტუმები ცოცხლდება წყვეტილი მოძრაობებით ტაშისა და ქართული ტრადიციული დოლის რიტმის ქვეშ.
Black, red and golden traditional costumes come to life with abrupt movements to the rhythm of applause and Georgian traditional drum.
94513.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
მაყურებელიც ნებდება გაოცების ამ დიდ გრძნობას, თვითონაც ჰყვება ტაშს, თითქოს იმისთვის, რომ უკეთ შეიგრძნოს სპექტაკლის თავბრუდამხვევი რიტმი.
The spectators also succumb to this feeling of great amazement, start to applaud, in order better to feel the breath-taking rhythm of the performance.
94514.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
განსაცვიფრებელია ანსამბლ „რუსთავის” ქორეოგრაფია.
The choreography by the ensemble "Rustavi" is amazing.
94515.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
იგი საოცარი სისწრაფით ვითარდება მუსიკის თავაწყვეტილი ტემპის ქვეშ.
It develops with astonishing rapidity to the impetuous tempo of the music.
94516.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
კოსტუმები კი ბოლო შტრიხს ჰმატებენ სრულყოფილებით აღბეჭდილ სამყაროს.
The costumes add the final touch to this realm marked with perfection.
94517.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ეს ძლიერ შთამბეჭდავია.
It is very impressive.
94518.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ეს ანსამბლი დიდ ქებას იმსახურებს.
This ensemble is worthy of great praise.
94519.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ჩვენ განგვაცვიფრა სრულყოფილებამდე აყვანილმა ქართულმა ხელოვნებამ.
We were amazed by the Georgian art, driven to the point of perfection.
94520.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
შემსრულებლებმა უმდიდრესი ქართული ფოლკლორი აკადემიური გახადეს და კიდევ უფრო გააკეთილშობილეს იგი.
The performers imparted academic character to the luxuriant Georgian folklore and even more ennobled it.