მოიძებნა 668045 ჩანაწერი
94521.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ანსამბლმა „რუსთავმა“ უდიდესი წარმატება დაიმსახურა.
Ensemble "Rustavi" attained a tremendous success.
94522.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ულამაზესი კოსტიუმები, განუმეორებელი კოლორიტი, უმდიდრესი ძველი სიმღერები და ცეკვები, ბრწყინვალე ტექნიკა, ვირტუოზული შესრულება.
Beautiful costumes, matchless colouring, amplest ancient songs and dances, brilliant technique, masterly performance.
94523.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ეს ყველაფერი ქმნიდა არაჩვეულებრივ სანახაობას, ამიტომ მაყურებელი არ იშურებდა ძალას და ყველა ნომერს ოვაციებითა და მქუხარე აპლოდისმენტებით აჯილდოებდა.
All this created an extraordinary spectacle, this is why the audience did not spare itself rewarding each item with standing ovation and loud cheers.
94524.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები აღაფრთოვანებენ და იპყრობენ მაყურებელს, რომლებმაც შემსრულებლებს ჯერ არნახული ოვაცია მოუწყვეს.
Georgian folk songs and dances amaze and captivate the spectators, who gave the artists an unprecedented ovation.
94525.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ისინი ბედნიერები არიან!
They are happy!
94526.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
სამწუხაროა, რომ ამ წარმოდგენის ნახვის საშუალება მხოლოდ ათასამდე ადამიანს მიეცა.
It is a pity, that there were only one thousand pairs of hands to applaud their performance.
94527.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ეს ახალგაზრდები ფეხის წვერებზე ცეკვავენ, ხოლო გოგონები თითქოს კი არ ცეკვავენ, არამედ ჰაერში დაფრინავენო.
They are youths dancing on their tiptoes, and young women who seem to be rather flying than dancing.
94528.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
თავად წარმოდგენა უდიდესი დახვეწილობითა და სინატიფით გამოირჩევა.
There is much subtlety and delicacy in the whole performance.
94529.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ეს ორიგინალური ანსამბლი, რომელმაც დახვეწილი და მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა მაყურებელს, წარმოშობით უძველესი ქვეყნიდანაა.
This original ensemble, which offered the refined and diverse programme, comes from an ancient country.
94530.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
მოჯადოებულნი ვართ სვანეთისა და საქართველოს სხვა მთიანი კუთხეების უძველესი სიმღერებით, მათი ძველებური სტილით, მრავალხმიანობით, მუსიკალურობითა და ვაჟკაცური ჟღერადობით.
We were spellbound by the ancient songs of Svaneti and other mountainous parts of Georgia, carried away by their archaic style, polyphony, musicality and manly sound.
94531.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
უძველეს ქართულ ცეკვა „ხორუმში“ ასახულია შეუდარებელი სიმამაცე და მებრძოლი სული.
The ancient Georgian dance "Khorumi" shows unrivalled courage and fighting spirit.
94532.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
თავისი ფოლადის კუნთებითა და ფანტასტიკური ვირტუოზულობით მოცეკვავეები „ილიადის“ გმირებს მოგვაგონებენ.
With their muscles of iron and fantastic virtuosity the dancers remind us of the epic heroes of the "Iliad".
94533.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ვაჟკაცური გამბედაობა ასახულია როგორც ცეკვებში, ასევე პოლიფონიურ სიმღერებში, რომლებსაც მამაკაცთა გუნდი არაჩვეულებრივი ოსტატობით ასრულებს.
Masculine courage is expressed both in dance and in polyphonic songs, which the male choir presents with extraordinary skill.
94534.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
მელანქოლიური სანადირო სიმღერები, ლირიკულად მწუხარე, ამაღლებული პატრიოტული სიმღერები და შრომის სიმღერები საშუალებას გვაძლევს პარალელი გავავლოთ შუა საუკუნეების საქართველოსა და ბიზანტიას შორის.
Melancholic hunting songs, the sorrowful lyrical, sublime patriotic and work songs allow us to draw a parallel between medieval Georgia and Byzantium.
94535.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ამ შესანიშნავმა კოლექტივმა საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიასა და ლუქსემბურგში ათასობით ადამიანს გააცნო ქართული ორიგინალური ხალხური შემოქმედება.
This remarkable collective body of artists acquainted many thousands of people in France, Belgium, Switzerland and Luxembourg with Georgia’s original folk art.
94536.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
შესანიშნავი იყო ანსამბლ „რუსთავის“ გამოსვლა.
The performance by the ensemble "Rustavi" was excellent.
94537.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
უმაღლეს დონეზე აყვანილი ქართული ცეკვები აოცებს და ხიბლავს მაყურებელს.
Georgian dances, driven to the highest level of skill amaze and fascinate the audience.
94538.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ვირტუოზულად ჟღერს მუსიკალური ტრიო ჩონგურის, ფანდურისა და სალამურის შემადგენლობით.
The musical trio comprising chonguri, panduri and salamuri has a virtuoso sounding.
94539.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
ორ სალამურზე ერთად დაკვრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
A musician’s playing simultaneously two salamuri surpassed all expectations.
94540.
მუსიკალური ფოლკლორი | ანსამბლი "რუსთავი"
მაყურებელმა შემსრულებელს ჯერ არნახული ოვაცია მოუწყო.
The audience gave the performers the unprecedented standing ovation.