მოიძებნა 668045 ჩანაწერი
97601.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა უნდა აირჩიონ ერთ-ერთი მათთვის გამოყოფილი საარჩევნო უბანი, რომელზეც ისინი დააკვირდებიან დახურვის პროცედურებს და შემდეგ იქვე დარჩებიან ხმების დათვლის დროს.
STOs should select one of their assigned polling stations at which to observe the closing procedures and then remain there for the vote count.
97602.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ზოგ შემთხვევაში, მოკლევადიან დამკვირვებლებს შეიძლება ეთხოვოთ, დაესწრონ ხმების დათვლას რომელიმე კონკრეტულ საარჩევნო უბანზე.
In some instances, STOs may be asked to attend the count at a particular polling station.
97603.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მოკლევადიან დამკვირვებლებს ურიგდებათ სპეციალური შესავსები ფორმები, რომლებშიც შეტანილია გარკვეული რაოდენობის სპეციფიკური კითხვები საარჩევნო უბნის დახურვის პროცედურებისა და ხმების დათვლის პროცედურების შესახებ.
STOs are provided with special forms to complete that contain a number of specific questions about polling-station closing procedures and counting procedures.
97604.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხმების დათვლაზე დაკვირვება იმის შეფასების შესაძლებლობას იძლევა, ხდება თუ არა ხმების დათვლა ზუსტად, ამომრჩეველთა მიერ გამოხატული არჩევანის ჯეროვნად ასახვით.
Observing the count provides an opportunity to assess whether ballots are counted accurately, reflecting the choices expressed by the voters.
97605.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არჩევნების გაყალბება უფრო სავარაუდოა ხმების დათვლისას და შედეგების შეჯამებისას მოხდეს, ვიდრე საკუთრივ კენჭისყრის ჩატარებისას.
Experience demonstrates that electoral fraud is more likely to take place during the vote count or the tabulation of results than during the actual balloting.
97606.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ამდენად, მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა განსაკუთრებული სიფხიზლე უნდა გამოიჩინონ ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების დროს.
STOs should therefore be particularly vigilant during the vote count and tabulation of results.
97607.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
როგორც წესი, არსებობს საარჩევნო უბნის დახურვისა და ბიულეტენების დათვლის დეტალური სტანდარტული პროცედურა.
In general, there is a detailed standard procedure for closing a polling station and counting the ballots.
97608.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხმების დათვლა, ჩვეულებრივ, იწყება საარჩევნო ურნის ჭრილის დალუქვით ხმის მიცემის დამთავრებისთანავე.
The counting process usually begins with the sealing of the ballot-box slot once voting has ended.
97609.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
იგი დალუქული უნდა დარჩეს მანამ, სანამ საარჩევნო უბნის ოფიციალური პირები ფორმებს ავსებენ, აღნუსხავენ რა ყველა საარჩევნო ბიულეტენსა და ყველა სხვა საარჩევნო მასალას;
It should remain sealed while polling officials complete forms accounting for all ballot papers and other polling materials;
97610.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ამოწმებენ, შეესაბამება თუ არა ამომრჩეველთათვის დარიგებული ბიულეტენების რაოდენობა იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთაც, ჩანაწერების მიხედვით, ხმა აქვთ მიცემული.
They verify that the number of ballots distributed to voters matches the number of voters recorded as having voted.
97611.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეს მასალა ცალკე უნდა დაილუქოს.
This material should be sealed separately.
97612.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხშირად გამოუყენებელი ბიულეტენები ბათილად ცხადდება საარჩევნო ურნის გახსნამდე.
Often, unused ballot papers are invalidated before the opening of the ballot box.
97613.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
შემდეგ საარჩევნო ურნას ხსნიან და ბიულეტენებს ითვლიან დადგენილი პროცედურის მიხედვით.
The ballot box is then opened and the ballots counted according to the designated procedure.
97614.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მაგრამ თუ იმავე საარჩევნო უბანზე არის გადასატანი საარჩევნო ურნა, ხმების დათვლა უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცალ-ცალკე განისაზღვრება გადასატან საარჩევნო ურნაში არსებული ბიულეტენების რაოდენობა და სტაციონარულ საარჩევნო ურნაში არსებული ბიულეტენების რაოდენობა.
Should there be a mobile ballot box in the same polling station, however, the counting of the votes should start only after determining separately the number of ballots in the mobile box and the number in the stationary box.
97615.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
უსაფრთხოების ეს ზომები იმისთვისაა საჭირო, რომ თავიდან იქნეს აცილებული გადასატან საარჩევნო ურნაში არსებული ბიულეტენების კონფიდენციალურობის დარღვევა.
These precautionary steps are needed in order to prevent a violation of the secrecy of the votes in the mobile box.
97616.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
კენჭისყრის შედეგები საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საარჩევნო უბნის დონეზე.
The results of voting should be made publicly available at the polling-station level.
97617.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
კარგ პრაქტიკას წარმოადგენს თითოეული საარჩევნო უბნის კედელზე შედეგების გამოკვრა.
It is a good practice for the results to be posted outside of each polling station.
97618.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა იზრდება, როდესაც ყველა პარტიისა და კანდიდატის წარმომადგენლებს ეძლევათ მოცემული საარჩევნო უბნის შედეგების უწყისის ან ოქმის ოფიციალური ასლი და შესაძლებობა აქვთ, ხელი მოაწერონ მას, ან დააფიქსირონ საჩივრები.
The transparency and integrity of the process are enhanced when all party and candidate representatives are given official copies of the result sheets, or protocol, for the polling station and have the possibility to sign it or register complaints.
97619.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ნეიტრალურ ადგილობრივ დამკვირვებლებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებსაც უნდა შეეძლოთ, მიიღონ შედეგების ასლი საარჩევნო უბნებზე.
Non-partisan domestic observers and international observers should also be able to receive a copy of the results in polling stations.
97620.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მისი მიღების შემთხვევაში, ოფიციალური ოქმი ან შედეგების ასლი, და მასთან ერთად დამკვირვებლის მიერ ხმათა დათვლასთან დაკავშირებით შევსებული ფორმა, დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ძირითად გუნდს.
If provided, the official protocol or copy of the results should be forwarded promptly to the core team, together with the completed observer form for the count.