მოიძებნა 668045 ჩანაწერი
97621.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თუკი შეუძლებელია საარჩევნო უბნის შედეგების ოფიციალური ოქმის მიღება, დამკვირვებელმა, ამისდა მიუხედავად, გულდასმით უნდა ჩაიწეროს სრული შედეგები იმ საარჩევნო უბნისა, რომელზეც იგი დაკვირვებას აწარმოებდა.
If it is not possible to obtain an official protocol of polling-station results, STOs should nevertheless carefully note the full results of the polling station at which they observed the count.
97622.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მოკლევადიანი დამკვირვებლები უნდა დააკვირდნენ, როგორ რეალიზდება შემდეგი პროცედურები.
STOs should observe how the following procedures are implemented.
97623.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ამ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები, სავარაუდოდ, შეტანილი იქნება ფორმებში, რომელთა შევსებაც დამკვირვებლებს მოეთხოვებათ.
Questions concerning these issues are likely to appear on the forms STOs are required to complete.
97624.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხმების დათვლას საარჩევნო უბნის ოფიციალური პირები აწარმოებენ, თუ მასში სხვა პირებიც არიან ჩართულნი?
Is the count performed by polling-station officials, or are other persons involved?
97625.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეტყობა თუ არა, რომ საარჩევნო ოფიციალურ პირებს კარგად ესმით საჭირო პროცედურები და ზუსტად მისდევენ მათ?
Do election officials appear to understand and adhere to the required procedures?
97626.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხდება თუ არა ბიულეტენების დათვლა ორგანიზებულად და საიმედოდ?
Are ballots counted in an orderly and secure manner?
97627.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ტარდება თუ არა დათვლა გამჭვირვალე გარემოში, სადაც ადეკვატური ზომებია გატარებული ადგილობრივ დამკვირვებელთა დასასწრებად?
Is the count conducted in a transparent environment, with adequate arrangements for domestic observers?
97628.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
შეესაბამება თუ არა რაოდენობა რეგისტრირებული ამომრჩევლებისა, რომლებიც აღნუსხულნი არიან, როგორც ხმის მიცემაში მონაწილეობის მიმღებნი, ურნაში ჩაშვებული ბიულეტენების რაოდენობას?
Does the number of registered voters recorded as having voted correspond with the number of ballots cast?
97629.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
გამოუყენებელ ბიულეტენებს საიმედოდ ინახავენ, სპეციალური შტემპელის დასმით აუქმებენ, თუ ანადგურებენ მას შემდეგ, რაც მათ დაითვლიან?
Are unused ballots secured, cancelled, or destroyed after being counted?
97630.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხდება თუ არა ბათილი ბიულეტენების სათანადოდ გამოვლენა ერთიანი წესით?
Are invalid ballots properly identified in a uniform manner?
97631.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხდება თუ არა ბათილი ბიულეტენების შესაფერისად განცალკევება და შენახვა მათი კიდევ ერთხელ გადამოწმების მიზნით?
Are invalid ballots appropriately segregated and preserved for review?
97632.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხომ არ არის ბიულეტენებზე რაიმე უჩვეულო ნიშნები, რომლებიც კენჭისყრის ფარულობის ხელყოფისთვისაა გამიზნული?
Do the ballots contain any unusual markings intended to violate the secrecy of the vote?
97633.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მეტისმეტად დიდი ხომ არ ჩანს?
Does the number of invalid ballots seem inordinately high?
97634.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დათვლისას დაცულია თუ არა პრინციპი, რომლის თანახმადაც ბიულეტენი მაშინ მიიჩნევა კანონიერი ძალის მქონედ, როდესაც ამომრჩევლის ნება ნათელია?
Does the counting adhere to the principle that the ballot is deemed valid if the will of the voter is clear?
97635.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თითოეული პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ ჩაშვებულ ბიულეტენებს სწორად გამოაცალკევებენ და ინდივიდუალურად ითვლიან?
Are ballots for each party or candidate separated correctly and counted individually?
97636.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დავებისა და საჩივრების მოგვარება დამაკმაყოფილებლად ხდება?
Are any disputes or complaints resolved in a satisfactory manner?
97637.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
სწორად ავსებენ თუ არა ხმათა დათვლის ოფიციალურ დოკუმენტაციას დათვლის დასრულების შემდეგ და აწერს თუ არა მას ხელს ყველა უფლებამოსილი პირი?
Are official counting records correctly completed at the end of the count and signed by all authorized persons?
97638.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
შეუძლიათ თუ არა ადგილობრივ დამკვირვებლებსა და კენჭისყრის მეთვალყურეებს პოლიტიკური პარტიებიდან, მიიღონ საარჩევნო უბნის ოქმის ოფიციალური ასლები?
Are domestic observers and poll watchers from political parties able to obtain official copies of the protocol for the polling station?
97639.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხდება თუ არა შედეგების საჯაროდ გამოკვრა საარჩევნო უბნის კედელზე?
Are the results publicly posted at the polling station?
97640.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
აქვს თუ არა ადგილი ისეთ შეუფერებელ ქმედებებს პოლიციის და/ან უშიშროების ძალების მხრიდან, როგორიცაა მაგალითად ჩანაწერების გაკეთება და ციფრების ან შედეგების მოხსენება ტელეფონით?
Are there inappropriate activities by police and/or security forces, such as taking notes and reporting figures or results by telephone?