მოიძებნა 668044 ჩანაწერი
120581.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
პაციენტის გამოცდილება.
The patient's experience.
120582.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სიმპტომები და ნიშნები ფსიქოპათოლოგიის საგნის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს.
Symptoms and signs are only part of the subject matter of psychopathology.
120583.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ფსიქოპათოლოგია ასევე მოიცავს პაციენტის გამოცდილებას, რომელიც მის დაავადებასთან არის დაკავშირებული და იმას, თუ როგორ ცვლის ფსიქიკური აშლილობა პაციენტის წარმოდგენას საკუთარ თავზე, სამყაროზე და მომავალთან დაკავშირებულ იმედებზე.
Psychopathology is also concerned with the patient's experience of illness, and the way in which psychiatric disorder changes his view of himself, his hopes for the future, and his view of the world.
120584.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ეს არის ერთ-ერთი მაგალითი „გაგებისა“, რაზეც ზემოთ იყო საუბარი.
This may be seen as one example of the understanding mentioned above.
120585.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
დეპრესიულმა აშლილობამ შეიძლება ძალზე განსხვავებული გავლენა იქონიოს იმ ადამიანზე, რომელიც უპრობლემოდ, ბედნიერად ცხოვრობს და ძირითადი ამბიციებიც დაკმაყოფილებული აქვს და იმ ადამიანზე, რომელსაც წარსულში ბევრი მარცხი განუცდია, მაგრამ მომავლის იმედი აქვს.
A depressive disorder may have a very different effect on a person who has lived a satisfying and happy life and has fulfilled his major ambitions, compared with a person who has had many previous misfortunes but has lived on hopes of future success.
120586.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
იგი ისევე უნდა ეცადოს პაციენტის პიროვნების გაგებასა და შეცნობას, როგორც ამას ბიოგრაფები აკეთებენ.
He has to understand the patient in the way that a biographer understands his subject.
120587.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ამ სახის მიდგომას ზოგჯერ პიროვნების ცხოვრების ისტორიაზე დამყარებულ მიდგომას უწოდებენ.
This way of understanding is sometimes called the life-story approach.
120588.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ფსიქიატრს ძალიან წაადგება ისეთი ბიოგრაფიული და ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ აყალიბებს ცხოვრებისეული გამოცდილება პიროვნებას, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება მას გააცნობიეროს, რომ ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ ერთსა და იმავე მოვლენაზე.
The psychiatrist may be helped by reading biographies or works of literature that provide insights into the ways in which experiences throughout life shape the personality, and help to explain the diverse ways in which different people respond to the same events.
120589.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
კულტურით განპირობებული განსხვავებები ფსიქოპათოლოგიაში.
Cultural variations in psychopathology.
120590.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
კულტურის მიხედვით განსხვავებულია სიმპტომების შინაარსიც.
The content of symptoms can also differ between cultures.
120591.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
კულტუროლოგიური განსხვავებები გავლენას ახდენს აგრეთვე ავადმყოფობის სუბიექტურ განცდაზე.
Cultural differences also affect the person's subjective experience of illness.
120592.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ზოგიერთ კულტურაში ფსიქიკური აშლილობის შედეგები მიეწერება ჯადოქრობას.
In some cultures, the effects of psychiatric disorder are ascribed to witchcraft.
120593.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ზოგიერთ კულტურაში ფსიქიკური დაავადებები იმდენად მძლავრად არის სტიგმატიზებული, რომ შეიძლება ქორწინებისთვის დაბრკოლებად იქცეს.
In many cultures, mental illness is greatly stigmatized, and can, for example, hinder prospects of marriage.
120594.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ასეთ კულტურაში ფსიქიკური ავადმყოფობის გავლენა პაციენტის შეხედულებაზე საკუთარი თავისა და მომავლის შესახებ ძალიან განსხვავებული იქნება იმ ზეგავლენისაგან, რომელსაც ფსიქიკური დაავადების მიმართ ტოლერანტულ საზოგადოებაში მცხოვრები პაციენტი განიცდის.
In such a culture the effect of illness on the patient's view of himself and his future will be very different from the effect on a patient living in a society that is more tolerant of mental disorder.
120595.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სიმპტომებისა და ნიშნების განმარტება.
Descriptions of symptoms and signs.
120596.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
გუნება-განწყობისა და ემოციური სფეროს პათოლოგია.
Disturbances of emotion and mood.
120597.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ფსიქიატრიას უმეტესწილად საქმე აქვს პათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობებთან.
Much of psychiatry is concerned with abnormal emotional states.
120598.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
უპირველეს ყოვლისა, „გუნებ-განწყობა“ შეიძლება გავიგოთ, როგორც ფართო მნიშვნელობის მქონე ტერმინი, რომელიც ნებისმიერ ემოციას მოიცავს (მაგ., შფოთვითი გუნება-განწყობა).
First, the term "mood" can either be used as a broad term to encompass all emotions (e.g. "anxious mood").
120599.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ამჟამინდელი დიაგნოსტიკური სისტემების მიხედვით გუნება-განწყობის აშლილობები ისეთი ტიპის დარღვევებია, რომელთა განმსაზღვრელ მახასიათებლებს დეპრესია და მანია წარმოადგენს, ხოლო შფოთვითი ხასიათის და სხვა სახის ემოციური აშლილობა ცალკე კატეგორიად მოიაზრება.
In current diagnostic systems, "mood disorders" are those in which depression and mania are the defining characteristics, whereas disorders defined by anxiety or other emotional disturbances are categorized separately.
120600.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ამ ქვეთავში (სანამ შფოთვის, დეპრესიისა და მანიის სპეციფიკურ მახასიათებლებს ცალკე გამოვყოფდეთ და განვიხილავდეთ) აღწერილია ისეთი მახასიათებლები, რომლებიც საერთოა როგორც „გუნება-განწყობისთვის“, ასევე „სხვა ემოციებისთვის“.
In this section, features common to both "mood" and "other emotions" are described first, before the specific features of anxiety, depression, and mania are discussed separately.