მოიძებნა 668044 ჩანაწერი
120621.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ემოციური სფეროს აშლილობისა და გუნებგანწყობის დარღვევების კლინიკური გამოხატულება.
Clinical associations of emotional and mood disturbances.
120622.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ემოციური სფეროს აშლილობა და გუნებ-განწყობის დარღვევები არსებითად ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობის დროს იჩენს თავს.
Disturbances of emotions and mood are seen in essentially all psychiatric disorders.
120623.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ისინი აფექტური და შფოთვითი აშლილობის ძირითადი მახასიათებლებია.
They are the central feature of the mood disorders and anxiety disorders.
120624.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აგრეთვე, ჩვეულებრივ, თან ახლავს კვებით აშლილობას, ნარკომოხმარებით გამოწვეულ აშლილობას, დელირიუმს, დემენციასა და შიზოფრენიას.
They are also common in eating disorders, substance- induced disorders, delirium, dementia, and schizophrenia.
120625.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
შფოთვა.
Anxiety.
120626.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
საშიშროების არსებობის დროს შფოთვის აღმოცენება ნორმალური რეაქციაა.
Anxiety is a normal response to danger.
120627.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
შფოთვა პათოლოგიურად ითვლება მაშინ, როდესაც მისი ინტენსივობა არსებული საშიშროების ხარისხის არაპროპორციულია ან მასზე უფრო დიდხანს გრძელდება.
Anxiety is abnormal when its severity is out of proportion to the threat of danger, or when it outlasts the threat.
120628.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
შფოთვითი გუნებ-განწყობა მჭიდროდაა დაკავშირებული სომატურ, ვეგეტატიურ და ფსიქოლოგიურ კომპონენტებთან.
Anxious mood is closely coupled with somatic and autonomic components, and with psychological ones.
120629.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
შფოთვითი რეაქცია უფრო საფუძვლიანად მეცხრე თავშია განხილული.
The anxiety response is considered further in Chapter 8.
120630.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• ფსიქოლოგიური.
● Psychological.
120631.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აჟიტაცია და ცუდი წინათგრძნობა, რომელსაც თან ახლავს მოუსვენრობა, წუხილი, გაღიზიანებადობა, მომატებული სიფხიზლე (უძილობასთან ერთად) და ყურადღების შევიწროება (კერძოდ საშიშროების წყაროზე ფოკუსირება).
The essential feelings of dread and apprehension are accompanied by restlessness, narrowing of attention to focus on the source of danger, worrying thoughts, increased alertness (with insomnia), and irritability.
120632.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• სომატური.
● Somatic.
120633.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
კუნთების დაძაბულობა და გახშირებული სუნთქვა.
Muscle tension and respiration increase.
120634.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
თუ ამ ცვლილებებს თან არ სდევს ფიზიკური აქტივობა, ისინი შეიძლება განიცდებოდეს როგორც კუნთების დაძაბულობით გამოწვეული ტრემორი ან როგორც ჰიპერვენტილაციის ეფექტი (მაგ., თავბრუსხვევა).
If these changes are not followed by physical activity, they may be experienced as muscle tension tremor, or the effects of hyperventilation (e.g. dizziness).
120635.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• ავტონომიური.
● Autonomic.
120636.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
გულისცემის გახშირება, მომატებული ოფლიანობა და პირის სიმშრალე.
Heart rate and sweating increase, the mouth becomes dry.
120637.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ასევე, შესაძლებელია აღინიშნებოდეს შარდვის ან დეფეკაციის ძლიერი მოთხოვნილება.
There may be an urge to urinate or defaecate.
120638.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• საშიშროებისთვის თავის არიდება.
● Avoidance of danger.
120639.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ფობია წარმოადგენს კონკრეტული საგნის ან მოვლენის გამუდმებულ, ირაციონალურ შიშს.
A phobia is a persistent, irrational fear of a specific object or situation.
120640.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ფობიები შეიძლება უკავშირდებოდეს ცოცხალ ობიექტებს, ბუნების მოვლენებს ან რაიმე სხვა სიტუაციას.
Phobias include fear of animate objects, natural phenomena, and other situations.