მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121121.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ფსიქოპათოლოგიაში ტერმინი „ინსაითი“ ნიშნავს საკუთარ თავში მომხდარი ავადმყოფური ცვლილებების გაცნობიერებას და მათ მიმართ სწორ დამოკიდებულებას.
In psychopathology, the term insight refers to awareness of morbid change in oneself and a correct attitude to this change.
121122.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
გულისხმობს გარკვეული ხარისხით იმის ცოდნასაც, თუ სად გადის ნორმალური ფსიქიკური ფუნქციონირებისა და ფსიქიკური გამოცდილების საზღვრები.
It involves some knowledge of what are the limits of normal mental functioning and mental experience.
121123.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ინსაითზე, აგრეთვე, კულტურალური ფაქტორებიც ახდენს ზეგავლენას.
Insight is also influenced by cultural factors.
121124.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მიუხედავად იმისა, რომ ადრე ინსაითის არსებობა-არარსებობა ფსიქოზის (ინსაითი არ აღინიშნება) და ნევროზის (ინსაითი სახეზეა) განმასხვავებელ ნიშნად მიიჩნეოდა, დღეს ეს განსხვავება სანდოდ და ღირებულების მქონედ აღარ ითვლება.
Although, in the past, lack of insight was said to be a feature that distinguishes between psychosis (where it was said to be absent) and neurosis (where it is present), this distinction is no longer thought to be reliable or useful.
121125.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ფსიქოზის დროს „ინსაითის ნაკლებობა“ უკეთ მოიაზრება ისეთი ტერმინების მეშვეობით, როგორებიცაა „რეალობის დამახინჯება“ და „რეალობის დარღვევა“.
The "lack of insight" in psychosis is better conceptualized in terms of "impaired reality testing" or "reality distortion".
121126.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• აცნობიერებს თუ არა პაციენტი სხვებისთვის თვალსაჩინო მოვლენებს (მაგ., რომ ის უჩვეულოდ აქტიური და აჟიტირებულია)?
● Is the patient aware of phenomena that others have observed (e.g. that he is unusually active and elated)?
121127.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• მიიჩნევს თუ არა იგი ამ მოვლენას ანომალიურად?
● Does he recognize the phenomena as abnormal?
121128.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• მიიჩნევს თუ არა იგი მას ფსიქიკური დაავადების გამოხატულებად?
● Does he consider that it is caused by mental illness?
121129.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ამ კითხვებზე გაცემული პასუხები უფრო სანდო და ინფორმაციულია.
The answers to these questions are more informative and more reliable.
121130.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ინსაითის ხარისხის დადგენა გვეხმარება, უფრო ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რამდენად დაემორჩილება პაციენტი მკურნალობას.
The value of determining the degree of insight is that it helps to predict whether the patient is likely to accept the need for help and treatment.
121131.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ფსიქოთერაპიაში ინსაითი მიუთითებს უნარზე გაიგო საკუთარი მოტივები და გააცნობიერო ფსიქიკური აქტივობის ის მხარეები, რომლებიც ადრე არ გქონდა გაცნობიერებული.
In psychotherapy, insight is the capacity to understand one's own motives and to be aware of previously unconscious aspects of mental activity.
121132.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ტერმინი ინტელექტუალური ინსაითი ზოგჯერ აღნიშნავს ამგვარი გაგება/გაცნობიერების ფორმულირების უნარს, ხოლო ემოციური ინსაითი - უნარს, განიცადო/შეიგრძნო ამგვარი გაცნობიერება და მისცე მასზე რეაქცია.
The term intellectual insight is sometimes used to denote the capacity to formulate this understanding, whereas the term emotional insight refers to the capacity to feel and respond to it.
121133.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, წინასიტყვაობა (2018)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და საზოგადოების მხრიდან მისი ცნობადობა ყოველწლიურად იზრდება, რასაც მოწმობს გასული წლის განმავლობაში რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელების რაოდენობა.
The role of the Constitutional Court of Georgia and its recognition in the society increases year by year, which is evidenced by the amount of constitutional complaints registered during the last year.
121134.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, წინასიტყვაობა (2018)
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული არა მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის, არამედ, ზოგადად, საკონსტიტუციო სამართლის შესახებ.
With this regard it is important for the society to be informed not only on the case-law of the Constitutional Court of Georgia, but also of the constitutional law in general.
121135.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, წინასიტყვაობა (2018)
სწორედ, საკონსტიტუციო სამართლის პოპულარიზაციისა და ამ სფეროში აკადემიური საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოცემული „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“.
The periodical issue of the "Journal of Constitutional Law" serves this very purpose of popularisation of constitutional law and supporting the development of academic work in the field.
121136.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, წინასიტყვაობა (2018)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის, და, ზოგადად, კონსტიტუციური სამართლის დარგის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამ სფეროში მიმდინარე სხვადასხვა აკადემიურ აქტივობაზე, აქტიურ სამართლებრივ დისკუსიაზე.
The development of the case-law of the Constitutional Court of Georgia and the field of constitutional law is significantly depended on various academic activities within the field, as well as on lively legal discussions.
121137.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, წინასიტყვაობა (2018)
„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ წინა გამოცემებთან შედარებით მნიშვნელოვნად შეიცვალა, კერძოდ, დაიხვეწა გამოსაქვეყნებელი ნაშრომების შერჩევის კრიტერიუმები და ნაშრომისადმი წაყენებული მოთხოვნები.
The "Journal of Constitutional Law" has significantly changed compared to its predecessor, namely, the criteria of selecting works has been more precisely set and so were the requirements thereof.
121138.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, წინასიტყვაობა (2018)
ჟურნალი საერთაშორისო რეფერირებადი გამოცემაა და მასში გამოქვეყნებული ნაშრომები ასევე განთავსდება სამართლებრივი სტატიების სხვადასხვა საერთაშორისო საძიებო სისტემაში.
The Journal is an international refereed periodical and the works published within will also be available on various international legal scholarly works databases.
121139.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, წინასიტყვაობა (2018)
ჟურნალის საერთაშორისო დონეზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაზრდის მის პოპულარობას და ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სამართლის დარგის ირგვლივ აქტიური აკადემიური დისკუსიის წარმართვას.
The access to the Journal on an international level will also increase its popularity and support active academic discussions around the constitutional law.
121140.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, წინასიტყვაობა (2018)
„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ წინამდებარე ნომერი სპეციალური გამოცემაა, რომელიც ეძღვნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე.
The foregoing volume of the "Journal of Constitutional Law" is a special issue, dedicated to the information published by the Constitutional Court of Georgia on March 14, 2018 regarding the state of constitutional justice in Georgia.