მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121241.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, მოახდინა სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირება და მიუთითა, რომ მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა, მათ შორის, საკუთრების უფლების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრას ზოგადი ხასიათის ნორმების საფუძველზე.
Reviewing this dispute, in the first place, the Constitutional Court identified the claim raised in the complaint and pointed out, that the complainant alleged unconstitutionality of determination of content and scope of property rights based on the rules of general character.
121242.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
აპელირებდა მსგავსი ტიპის რეგულაციის შეუსაბამობაზე სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპებთან.
It referred to incompatibility of such regulations with the principles of legal security and certainty.
121243.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
მოცემული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სასამართლომ იმსჯელა და შეაფასა, რამდენად იძლევა კონსტიტუცია ზოგადი ნორმების საფუძველზე სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგების შესაძლებლობას.
The given Judgement is seminal as far as the Court considered and evaluated whether Constitution allows for regulation of contractual relationships on the basis of general rules.
121244.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების განსაზღვრულობის სტანდარტთან მიმართებით.
Furthermore, the Constitutional Court reviewed the rules regulating civil law relations with regard to the standard of legal certainty.
121245.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
სადავო ნორმის განსაზღვრულობის საკითხზე მსჯელობისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთისაგან გამიჯნა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების, საჯარო სამართლებრივი ნორმებისა და სამოქალაქო სამართლის მომწესრიგებელი ნორმების მიმართ წაყენებული განჭვრეტადობის სტანდარტები.
Elaborating on the issue of certainty of the disputed provisions, the Constitutional Court differentiated between standards of certainty applicable to the rules prescribing liability, rules of public law and rules of civil law.
121246.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლის განსაზღვრით სახელმწიფო არ ადგენს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას ან აკრძალვას, რომლის დარღვევასაც სანქცია მოჰყვება.
The Court pointed out that setting forth the grounds of invalidity of contracts the State does not impose any type of liability or prohibition, violation of which would be responded with sanction.
121247.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ამის საპირისპიროდ, ხელშეკრულების ბათილობის დამდგენი ნორმები განსაზღვრავს შემთხვევებს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უარს ამბობს კერძო პირებს შორის არსებულ ურთიერთობებში ჩარევაზე და ერთი პირის იძულებაზე, მეორის სასარგებლოდ განახორციელოს გარკვეული ქმედება.
On the contrary, the rules determining the voidness of contracts apply to those cases, where the State refuses to interfere in the relations between individuals and to coerce one party to carry out certain activities in favour of the other party.
121248.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
შესაბამისად, სამოქალაქო სამართლის მომწესრიგებელი ნორმებისადმი წაყენებული განჭვრეტადობის ხარისხის მოთხოვნა ვერ იქნება ისეთივე მკაცრი, როგორიც სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმებისადმი წაყენებული კრიტერიუმებია.
Therefore the requirement of the degree of certainty applicable to the rules regulating civil law cannot be as strict, as the criteria that should be met by the rules prescribing legal liability.
121249.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო სამართლის ნორმების მოქნილობის მნიშვნელობაზე და ამ დარგში ხისტი კანონმდებლობის დადგენიდან მომდინარე საფრთხეებზე.
The Constitutional Court also emphasised the importance of flexibility of the rules of civil law and the risks associated with introducing rigid legislation to regulate this area.
121250.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელშეკრულებო სამართალი მოიცავს ურთიერთობათა ფართო სპექტრს, რომელთა ფარგლები და შინაარსიც მთლიანად დამოკიდებულია კერძო პირების ქმედებასა და ნებაზე.
The Constitutional Court interpreted, that the law of contracts applies to wide area of relations, substance and scope of which entirely depend on the acts and will of individuals.
121251.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
მუდმივად განვითარებადი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების კვალდაკვალ წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ხელშეკრულებას დადებენ მხარეები;
In view of ever-developing social and economic relations it is impossible to determine in advance, what type of contract will be concluded by parties;
121252.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ასევე შეუძლებელია იმ ხელშეკრულებების წინასწარ, ამომწურავად იდენტიფიცირება, რომელთა აღსრულებაც საჯარო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
It is also impossible to identify in advance and exhaustively those contracts enforcement of which conflicts with pubic interests.
121253.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი ნორმების მიზანს წარმოადგენს, შეძლებისდაგვარად სრულყოფილად მოწესრიგდეს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები და ჩამოყალიბდეს სამოქალაქო ბრუნვის ფუძემდებლური პრინციპები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება თითოეული სახელშეკრულებო ურთიერთობის სამართლებრივი გადაწყვეტა.
The Court interpreted that the goal of general rules is to regulate civil law relations as comprehensively as possible and to establish fundamental principles of civil circulation, which would provide for legal solution for any type of contractual relations.
121254.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
რამდენადაც, გარკვეულ შემთხვევებში სახელშეკრულებო ურთიერთობის პირდაპირი, კონკრეტული მოწესრიგების გარეშე გადაწყვეტა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.
As in certain cases, solution for contractual relation without its direct, specific regulation is inevitable necessity.
121255.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ნორმების არარსებობის პირობებში აუცილებელი გახდებოდა ან ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მაქსიმალური დეტალურობით მოწესრიგება, რაც შეაფერხებდა დინამიკურად განვითარებადი სამოქალაქო ბრუნვის სრულყოფილად ფუნქციონირებას ან აუცილებელი იქნებოდა კანონის ან/და სამართლის ანალოგიის გამოყენება, რითაც კიდევ უფრო შემცირდებოდა სამართლებრივი განსაზღვრულობის ხარისხი.
The Constitutional Court pointed out that in absence of general rules it would be necessary to either regulate any civil law relation in a maximally detailed manner that would impede full operation of dynamically developing civil circulation, or to use analogy of statutes and/or law reducing the degree of legal certainty even more.
121256.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმის შინაარსის ზოგადი ხასიათი და ბუნდოვანება წარმოადგენდა მისი არაკონსტიტუციურად ცნობის თვითკმარ საფუძველს.
Therefore the Constitutional Court did not share the position of the complainant, asserting that general nature and vagueness of the content of disputed provisions constituted self-sufficient ground for finding it unconstitutional.
121257.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტაცია, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმა მოსამართლეს უკონტროლო დისკრეციას ანიჭებს და მას შეუძლია სადავო ნორმას ნებისმიერი, მისთვის სასურველი შინაარსი შესძინოს.
The Constitutional Court of Georgia did not share the argument of complainants, according to which, the disputed rule grants unreviewable discretion to a judge allowing them to give the rule any content desirable to them.
121258.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის გამოყენებისას მოსამართლის შეფასების საზომი ვერ იქნება მისი პირადი შეხედულება ქცევის სისწორესთან დაკავშირებით ან/და ის, თუ როგორ მოიქცეოდა თავად მოსამართლე ამა თუ იმ შემთხვევაში.
According to the interpretation of the Constitutional Court of Georgia, applying the disputed rule, the measure of evaluation used by a judge cannot be their personal conviction about appropriateness of behaviour and/or how judges themselves would behave in respective cases.
121259.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
მოსამართლემ უნდა შეაფასოს თავად გარიგება, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არის თუ არა მისაღები საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობისა და საჯარო წესრიგის ზოგად მოთხოვნებთან.
Judges should evaluate whether the deal itself, its content, is acceptable in view of the established morals of the public and general requirements of public order.
121260.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
სასამართლოს მითითებით, სადავო ნორმა განმარტებადია არა მოსამართლის სუბიექტური შეფასების მიხედვით, არამედ სისტემურად, სხვა ნორმებთან და სამართლებრივ პრინციპებთან კონტექსტში.
The Court indicated that the disputed rule can be interpreted not according to the subjective views of a judge, but systemically, in the context of other rules and legal principles.