მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121221.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
თუ თანამდებობის დაკავებისთვის არჩევნები არ წარმოადგენს კონსტიტუციის მოთხოვნას და იგი განსაზღვრულია მიმდინარე კანონმდებლობით, ამ თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეფასდეს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებასთან მიმართებით.
If the Constitution of Georgia does not require elections for taking the office and holding elections is required by the ordinary legislation, the issue of constitutionality of access to such office, should be reviewed with regard to the right of holding public office.
121222.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ამგვარი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაძლია მის მიერ საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, მერების/გამგებლების სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება, მათ შორის, დანახულ იქნა კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულ სფეროში.
Providing this interpretation, the Constitutional Court overruled the approach established by the Judgement of April 14, 2016 in the case of "Citizens of Georgia – Salome Kinkladze, Nino Kvetenadze, Nino Odisharia, Dachi JaneliZe, Tamar Khitarishvili and Salome Sebiskveradze v. the Parliament of Georgia", according to which right of mayor/head of executive body of local government to take the public office, was considered to fall, inter alia, under the scope of article 28 of the Constitution.
121223.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკრებულოს წევრობის კანდიდატისთვის დადგენილი მოთხოვნების კონსტიტუციურობის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არჩევითი თანამდებობის დასაკავებლად ცენზის/მოთხოვნის დაწესება არ არის შეუთავსებელი დემოკრატიულ მმართველობასთან.
Reviewing the constitutionality of requirements towards the candidate of member of municipal assembly, the Constitutional Court noted that introducing requirements for taking the elective office is not incompatible with democratic governance.
121224.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
იმავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულ არჩევნებზე დაუშვებელია კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი მოთხოვნის დაწესება.
At the same time, the Court considered it unacceptable to introduce requirements, which are not provided by the Constitution for the elections, which should be held according to the Constitution.
121225.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ამ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნება საუკეთესო კანდიდატის ან/და ასარჩევ თანამდებობასთან ობიექტურად ყველაზე მეტად შესაფერისი კანდიდატის შერჩევის უზრუნველყოფა.
The legitimate aim of restriction of this right cannot be ensuring selection of the best candidate and/or the candidate who is objectively the most fit for the elective position.
121226.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამონაკლისი შეიძლება დაწესდეს მაშინ, როდესაც კანონით დადგენილი მოთხოვნის მიზანია იმ საფრთხეების პრევენცია, რომლებიც გამომდინარეობს ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე არჩევიდან.
The Constitutional Court explained, that exception can be introduced, when the aim of the requirements prescribed by the law is to prevent risks are entailed by electing a certain person in an office.
121227.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკრებულოს არჩევნები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით.
The elections of the municipal assembly are provided by the Constitution of Georgia.
121228.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
თუმცა კონსტიტუცია არ ადგენს სადავო ნორმებით განსაზღვრულ სპეციალურ მოთხოვნებს/ცენზებს საკრებულოს წევრთან მიმართებით.
However, the Constitution does not provide for the special requirements for members of the municipal assembly, which were provided in the disputed rules.
121229.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ამასთან, მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია რაიმე საფრთხეზე, რომლის პრევენციასაც სადავო ნორმები ემსახურება და ეს არც სადავო რეგულირების არსიდან გამომდინარეობს.
Moreover, the respondent party did not point out any danger, prevention of which was served by the disputed rules and it could not be discerned from the essence of the disputed regulations either.
121230.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.
Therefore the Court considered that the disputed provisions were not compatible with the right of elections enshrined in article 28 of the Constitution.
121231.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
მერობის/გამგებლობის კანდიდატისთვის წარდგენილი მოთხოვნების კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმები კანდიდატს უდგენდა არა კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის, არამედ ზოგადად საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების მოთხოვნას.
Reviewing the requirements for the candidate of mayor/head of executive body of local government, the Constitutional Court paid particular attention to the fact, that the disputed rule imposed the obligation on the candidates not to live in a specific self-governing unit, but to live generally on the territory of Georgia.
121232.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული დებულებებით დადგენილი ცენზი ვერ იქნება პირის სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გარანტია.
The Court declared that the restriction provided in the challenged provisions cannot serve as guarantee of involvement of a person in a political life of the State.
121233.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
პირის მიერ სადავო ნორმებით განსაზღვრული ცენზის დაკმაყოფილება თავისთავად ვერ უზრუნველყოფს პირის ჩართულობას სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
Meeting the requirement set forth in the disputed provisions cannot in itself ensure involvement of that person in the political life of the state.
121234.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ამასთან, შეზღუდვა არ არის მიმართული კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის საჭიროებების ცოდნისკენ.
Moreover, the restriction is not tailored in a way to ensure knowledge of necessities of a specific self-governing unit.
121235.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას.
In view of this, the Constitutional Court decided, that the disputed rules did not comply with the right to hold public office under the Constitution of Georgia.
121236.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
LLC "BROADCASTING COMPANY RUSTAVI 2" AND LLC "TELEVISION COMPANY SAKARTVELO" V. THE PARLIAMENT OF GEORGIA.
121237.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
2017 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ‘სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2’ და შპს ‘ტელეკომპანია საქართველო’ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
On December 29 2017, the Grand Chamber of the Constitutional Court of Georgia adopted the judgement in the case of "LLC 'Broadcasting Company Rustavi 2' and LLC 'Television Company Sakartvelo' v. the Parliament of Georgia", where the subject of the dispute in this case was constitutionality of articles 54 and 55 of the Civil Code of Georgia with regard to article 16 and paragraphs 1 and 2 of article 21 of the Constitution.
121238.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს „ზნეობის ნორმების“ და „საჯარო წესრიგის“ საწინააღმდეგო გარიგებების ბათილობას, ეწინააღმდეგება საკუთრებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებებს.
The complainant stated, that article 54 of the Civil Code of Georgia, which provides for voidness of contracts contrary to "norms of morals" and "public order", contradicts the right to property and right to free development of personality.
121239.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
მოპასუხე მხარის განმარტებით, ზნეობის ნორმების მსგავსი განუსაზღვრელი სამართლებრივი ტერმინების გამოყენებას სამოქალაქო სამართალში ობიექტური საფუძვლები გააჩნია.
In view of the respondent, the use of broad legal terms like "norms of morals" in civil law is caused by objective reasons.
121240.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
გარიგებით გათვალისწინებული ფასის დისპროპორციულობა სადავო ნორმების მიხედვით, არ არის გარიგების ბათილობის დამოუკიდებელი პირობა და საჭიროებს სხვა პირობების არსებობასაც.
Disproportionality of the price of a deal, under the disputed provision, is not an independent premise for invalidity of a deal and presence of other preconditions is also required.