მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121281.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №626 კონსტიტუციური სარჩელი.
In view of the above-mentioned, the Constitutional Court upheld the constitutional complaint №626.
121282.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
THE CITIZEN OF GEORGIA NODAR DVALI V. THE PARLIAMENT OF GEORGIA.
121283.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
On October 17, 2017 the Grand Chamber of the Constitutional Court adopted a judgement on the case of "Citizen of Georgia, Nodar Dvali v. the Parliament of Georgia".
121284.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
მან ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც მოიცავდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
It partially upheld the claims raised in the complaint, which envisaged declaring article 185 and article 312(2) of the Civil Code of Georgia unconstitutional with regard to paragraphs 1 and 2 of article 21 of the Constitution of Georgia.
121285.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
სადავო ნორმები ადგენდა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არასწორად რეგისტრირებული პირის მიერ საკუთრების გასხვისებისას კეთილსინდისიერი შემძენის დამცავ წესებს.
The disputed provisions provided the rules protecting the conscientious buyer in case of transfer of a property by a person who is incorrectly registered as owner in the public register.
121286.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
More specifically, according to article 185 of the Civil Code, in view of the interests of acquirer, the transferor is considered to be the owner, if he/she is registered as such in the public register, unless the acquirer knew that the transferor was not the owner.
121287.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც რეესტრში მესაკუთრედ არასწორად რეგისტრირებული პირისაგან იძენს ქონებას, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
Moreover, article 312(2) of the Civil Code, states that in favour of a person, who acquires property from the person incorrectly registered as owner in the public register, entry of the register is presumed to be correct, except for the cases, when the complaint is pending against the entry, or the acquirer knew that the entry was inaccurate.
121288.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, მოახდინა სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირება და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი შეეხება მხოლოდ უძრავ ნივთებზე საკუთრების განკარგვის შემთხვევებს.
The Constitutional Court of Georgia primarily identified the claim raised in the complaint and explained that article 185 of the Civil Code of Georgia deals exclusively with the cases of transfer of property right on the immovable property.
121289.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
312-ე მუხლის რეგულირების სფერო უფრო ფართოა და, ზოგადად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებებს მიემართება.
The article 312 has a broader scope and applies to the rights registered in the public register in general.
121290.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობა შეაფასა თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით და მიუთითა, რომ სადავო ნორმები ემსახურება ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, კერძოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის, სიმარტივისა და სიიაფის უზრუნველყოფას.
The Constitutional Court reviewed the constitutionality of the disputed provisions based on the principle of proportionality and pointed out that the disputed provisions served achievement of the valuable legitimate aim, which is insurance of stability, ease and low cost of civil circulation.
121291.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
თუმცა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სიმარტივის საჯარო ინტერესების გარდა, მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი კერძო პირის ინტერესი.
However, in addition to the public interests of stability and ease, in this case there is a conflict between the interests of two private individuals.
121292.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
უძრავ ქონებაზე თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრების უფლებას უპირისპირდება კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესი.
The right of ownership on the real estate of an original owner is opposed to the interests of a conscientious acquirer.
121293.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ამდენად, სადავო ქონებაზე სამართლებრივი პრეტენზია გააჩნია ორ კეთილსინდისიერ მხარეს.
Therefore, both conscientious parties have legal claim on the disputed property.
121294.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
სასამართლომ შეაფასა, რამდენად იყო დაცული ბალანსი შეზღუდულ უფლებასა და შეზღუდვის შედეგად დაცულ სამართლებრივ სიკეთეს შორის.
The Court examined whether such a balance between the restricted right and the legal good secured as a result of this restriction was reached.
121295.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კეთილსინდისიერი შემძენის დავალდებულება, უძრავი ქონების შეძენისას გადაამოწმოს რეგისტრირებული მესაკუთრის უფლების გამომრიცხველი ყველა გარემოება, აზრს დაუკარგავდა როგორც საჯარო რეესტრის არსებობას, ასევე მნიშვნელოვან მსუსხავ ეფექტს იქონიებდა საკუთრების შეძენის პროცესზე.
The Constitutional Court interpreted that obliging the conscientious acquirer to check every circumstance excluding the right of a registered owner in the process of acquisition of immovable property would make the existence of the public registry meaningless and also have significant chilling effect on the process of acquisition of property.
121296.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ამგვარი რეგულაციის არსებობის პირობებში საჭირო იქნება გარიგებების მთელი ჯაჭვისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძიება და შესწავლა, რაც, დამატებით ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული.
In case of presence of such regulation, it would be necessary to collect and examine the whole chain of transactions and related documents, which is related to additional costs and time.
121297.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
სადავო ნორმებით დადგენილი კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის გარანტიების არარსებობა ასევე გაზრდიდა ხარჯებს და რამდენადმე გაართულებდა უძრავ ქონებაზე გარიგებების დადებას.
Lack of such safeguards for protection of conscientious acquirer, as are provided in the disputed provisions would also increase the costs and complicate to certain extent concluding deals on real estate.
121298.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ამავე დროს, კეთილსინდისიერი შემძენის სრულად დაუცველობის პირობებში ქონების პირვანდელ მესაკუთრეს ნაკლებად ექნებოდა ინტერესი, მისი საკუთრების სხვა პირზე არასწორად რეგისტრაციის შემთხვევაში მოეთხოვა ჩანაწერის შესწორება და წარედგინა სათანადო საჩივარი, რაც გაართულებდა საჯარო რეესტრში არსებული არასწორი ჩანაწერების აღმოჩენასა და აღმოფხვრას.
At the same time in case of total lack of safeguards for conscientious acquirer, the original owner would have less incentive to demand the correction of entry in case of incorrect registration of his or her property on another person's name and to bring the respective complaint, which would complicate the identification and eradication of incorrect entries present in the public register.
121299.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, რეგულაცია, რომელიც კეთილსინდისიერ შემძენს ანიჭებს უპირატესობას ნივთის მესაკუთრესთან მიმართებით, არ არღვევს სამართლიან ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
Therefore the Court stated that the regulation, which privileges the conscientious acquirer vis-a-vis the owner of a property, does not disturb the fair balance between the private and public interests.
121300.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ რეგულირება არ უნდა უწყობდეს ხელს შემძენის მხრიდან საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას.
The Constitutional Court also noted, that the regulation should not incentivise reckless attitude of the acquirer towards the correctness of records of the public register.