მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121341.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებულ საქმეში სასამართლომ შეაფასა სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება დასახელებული ოდენობების კანაფის პირადი მოხმარების მიზნით დათესვის, მოყვანისა და კულტივირების გამო.
In view of this, in the mentioned case the Court reviewed the sentencing to imprisonment, as type and degree of punishment for sowing, growing and cultivation of the above-mentioned amounts of cannabis for personal consumption purposes.
121342.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთისგან გამიჯნა, ერთი მხრივ, საფრთხე, რომელიც გარკვეული ოდენობის კანაფის (მცენარე) დათესვით, მოყვანითა და კულტივირებით შეიძლება მიადგეს აღნიშნული მცენარის მფლობელს და, მეორე მხრივ, საფრთხე, რომელიც აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა შეუქმნას სხვა პირებს.
The Constitutional Court drew a distinction between the danger entailed by sowing, growing and cultivation of certain amount of cannabis (plant) to the owner of the plant, on the one hand and the danger, which these actions may cause for other people, on the other hand.
121343.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
მოწმეთა და სპეციალისტთა ჩვენებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ კანაფის პროდუქტის მოხმარება, პოტენციურად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელია.
Based on the testimonies of witnesses and specialists, the Court decided that the use of products of cannabis could involve potential risks for human health.
121344.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ ცალ-ცალკე შეაფასა კანაფის სადავოდ გამხდარი ოდენობებიდან მომდინარე მისი გავრცელების თავისთავადი საფრთხეები.
The Constitutional Court evaluated separately the inherent dangers of distribution associated with the disputed amounts of cannabis.
121345.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
დაადგინა, რომ 63,73 გრამი და 150,72 გრამი კანაფი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ოდენობად, რომელიც ქმნის მისი გავრცელების თავისთავად საფრთხეს.
It ruled that 63.73 grams and 150.72 grams of cannabis cannot be considered to be the amount, which involves the inherent risk of its distribution.
121346.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ამ ოდენობების კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისათვის წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
In view of all the mentioned, the Court considered that sentencing to imprisonment, as a punishment for the acts of sowing and growing of these amounts of cannabis constituted manifestly disproportional punishment and therefore contradicted article 17(2) of the Constitution of Georgia.
121347.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
სასამართლომ მიუთითა, რომ 265,49 გრამი კანაფის დათესვა და მოყვანა აჩენს მისი გავრცელების მაღალ რისკებს.
The Court indicated that sowing and growing of 265.49 grams of cannabis lead to high risks of its distribution.
121348.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ვინაიდან აღნიშნული ოდენობის კანაფის მოყვანისათვის დაწესებული სასჯელი ემსახურება სხვა პირთა ჯანმრთელობის დაცვას, სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია დასახელებული ქმედებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა.
As the sentence prescribed for growing of the mentioned amount of cannabis served the protection of health of others, the Court found it constitutional to sentence a person to imprisonment as type of punishment for the mentioned act.
121349.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფრო მძიმე დანაშაულებისთვის დაწესებული სასჯელების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 265,49 გრამი კანაფის მოყვანისთვის დაწესებული სასჯელის კონკრეტული ზომა - თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან თორმეტ წლამდე იყო აშკარად არაპროპორციული სასჯელი და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
However, based on the comparison with sanctions prescribed for other more serious crimes, stated in the Criminal Code of Georgia, the Court arrived at the conclusion, that the given length of the prescribed punishment for growing of 265.49 grams of cannabis – imprisonment from 6 to 12 years was manifestly disproportional punishment and was incompatible with article 17(2) of the Constitution of Georgia.
121350.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
In the case of "Citizen of Georgia, Givi Shanidze v. the Parliament of Georgia" the subject matter of the dispute was the constitutionality of the normative content of article 273 of the Criminal Code of Georgia, which provided for liability for consumption of narcotic drug, marijuana with regard to article 16 of the Constitution of Georgia.
121351.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენდა, დაედგინა ისეთი ქმედების კრიმინალიზაციის კონსტიტუციურობა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის მოხმარება.
The Constitutional Court had to evaluate in this case constitutionality of criminalization of the act of consumption of narcotic drug – marijuana.
121352.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკე აღებული მარიხუანის მოხმარების ფაქტი, აღნიშნული ქმედების ბუნებიდან გამომდინარე, საჯარო ინტერესისთვის ნაკლები საფრთხის შემცველია, რადგან ამ დროს არ არსებობს ნარკოტიკული საშუალების გავრცელების თეორიული შესაძლებლობაც კი.
The Constitutional Court noted that taken separately, the fact of consumption of marijuana, in view of the nature of this act, is involving little danger to public interest, as there is not even theoretical chance of distribution of narcotic drug.
121353.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ბლანკეტურად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აწესებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის, განურჩევლად მოხმარების ადგილის, ვითარების, სუბიექტისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის რეალურობისა.
The Constitutional Court decided that the disputed provision prescribed criminal liability for repeated consumption of marijuana in a blanket manner and without any exceptions, regardless of place and situation of consumption, the person, committing an act and realism of danger for public order.
121354.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
In view of all the above-mentioned, the Constitutional Court considered that the disputed provision was incompatible with the right to free development of personality enshrined in article 16 of the Constitution of Georgia.
121355.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე, დიმიტრი ლომიძე და ტარიელ ჩოჩიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
CITIZENS OF GEORGIA, NADIA KHURTSIDZE, DIMITRI LOMIDZE AND TARIEL CHOCHISHVILI V. THE PARLIAMENT OF GEORGIA.
121356.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
2016 წლის 27 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე, დიმიტრი ლომიძე და ტარიელ ჩოჩიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
On January 27, 2016 the First Chamber of the Constitutional Court of Georgia adopted a judgement on the case of "Citizens of Georgia, Nadia Khurtsidze, Dimitri Lomidze and Tariel Chochishvili v. the Parliament of Georgia".
121357.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
მითითებულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
The subject of dispute in the abovementioned case was the constitutionality of paragraphs 1 and 4 of article 136 of the Criminal Procedure Code of Georgia with regard to article 40(3) and paragraphs 1 and 3 of article 42 of the Constitution of Georgia.
121358.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
მოსარჩელეთა მტკიცებით, რამდენადაც სადავო ნორმების მოქმედებით იზღუდება სისხლის სამართლის სასამართლო პროცესში დაცვის მხარის შესაძლებლობა, სასამართლოს მიმართოს კომპიუტერულ სისტემაში, ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში განთავსებული ინფორმაციის, ან დოკუმენტაციის გამოთხოვის შუამდგომლობით და აღნიშნული უფლება ენიჭება მხოლოდ ბრალდების მხარეს.
The complainants asserted, that the disputed provision restricted the possibility of defense party at the criminal trial, to apply to the court with the motion to subpoena the information stored in the computer system or on the device of storage of computer data or documents, whereas this right is granted to the prosecution.
121359.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
იგი არღვევს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების მოქმედებას.
It violates the enforcement of principles of equality of arms and adversarial procedure.
121360.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, ხაზი გაუსვა დაცვის მხარის რეალური და ადეკვატური შესაძლებლობის მინიჭების აუცილებლობას, შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში გააქარწყლოს ბრალდების არგუმენტაცია.
The Constitutional Court primarily emphasised the necessity to provide the defense party with real and adequate opportunity to rebut the arguments of prosecution within the adversarial trial.