მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121361.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
იგი მოიცავს ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევისა და მათზე შედავების უფლებას, ასევე მტკიცებულებების მოპოვების უფლებას.
It includes examination of the evidence submitted by the prosecution and right to argue about them, as well as the right to obtain the evidence.
121362.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
კანონმდებლობა მას არ უნდა აყენებდეს მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში და უნდა აძლევდეს საშუალებას, ეფექტურად განახორციელოს დაცვის უფლება.
The legislation should not put the other party at the disadvantageous position and should allow them to effectively realise their right of defense.
121363.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
სასამართლომ მიუთითა თანამედროვე ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებასა და ნებისმიერი ინფორმაციის (წერილობითი დოკუმენტაცია, ვიდეო ან აუდიო ჩანაწერები, საჯარო ან საიდუმლო ინფორმაცია) ელექტრონულ არქივებში შენახვის ზრდად ტენდენციაზე საჯარო დაწესებულებების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ.
The Court referred to the rapid technological progress nowadays and to the growing trend of storage of any information (written documents, video and audio records, public or confidential information) in electronic archives in state institutions, by natural and legal persons.
121364.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
განსაზღვრა, რომ სადავო ნორმა დაცვის მხარეს უზღუდავს წვდომას სისხლის სამართლის პროცესისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ფართო სპექტრზე, მესამე მხარეთა და კონსტიტუციური ინტერესების მიმართ არსებული საფრთხეების გათვალისწინების გარეშე.
It determined that the disputed rule restricted access of the defense party to the wide range of information that was important to the criminal proceedings, without consideration of dangers for third parties and for constitutionally protected interests.
121365.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელები N650, N699 და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
The Constitutional Court upheld constitutional complaints N650 and N699 and declared the normative content of the disputed provisions, which excluded the opportunity of the defense party to apply to the court with the motion to issue a ruling of subpoena of a document or information stored in the computer system or on the device for storage of computer data unconstitutional with regard to article 40(3) and paragraphs 1 and 3 of article 42 of the Constitution of Georgia.
121366.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
„საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
CITIZEN OF GEORGIA, OMAR JORBENADZE V. THE PARLIAMENT OF GEORGIA.
121367.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელშიც სადავო იყო „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით.
On November 16, 2017 the Constitutional Court of Georgia adopted a judgement in the case of "Citizen of Georgia, Omar Jorbenadze v. the Parliament of Georgia", which challenged the constitutionality of the Law of Georgia "On Disciplinary Liability of Judges of the Common Courts of Georgia and Disciplinary Proceedings" with regard to article 29 of the Constitution of Georgia.
121368.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსამართლის თანამდებობის დაკავებისა და მისი განხორციელების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მოთხოვნებს.
The Constitutional Court interpreted, that the conditions of taking and holding of the office of judge should be in compliance with the requirements of article 29 of the Constitution.
121369.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ეს გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, თანამდებობის განხორციელების უფლების შეზღუდვისას დაიცვას არა მხოლოდ თანაზომიერების პრინციპი, არამედ ყველა ის ფორმალური მოთხოვნა, რაც თავად კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
This entails obligation of the State to not only adhere to the principle of proportionality in restriction of the right to hold a public office, but also to adhere to all the formal requirements as they are stipulated in the Constitution.
121370.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
შესაბამისად, სადავო კანონით განსაზღვრული ნებისმიერი პროცედურა, რომელიც უკავშირდება დისციპლინურ სამართალწარმოებას, წარმოადგენს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის დადგენილ წესს და მათი კანონის ფორმით მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნას.
Therefore, any procedure set forth in the disputed Law, which is related to disciplinary proceedings, presents a procedure stipulated for dismissal of a judge from the occupied position and their regulation in the form of an ordinary law contradicts the formal requirement established by the Constitution of Georgia.
121371.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურების დამდგენი სადავო კანონის II, III და V თავები.
In view of all the above-mentioned, the Constitutional Court declared unconstitutional the Chapters II, III and V of the disputed Law, which prescribed procedures of disciplinary proceedings.
121372.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებული ნორმები ფორმალური თვალსაზრისით არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს.
The Court decided that these rules did not comply with article 29 of the Constitution from the formal perspective.
121373.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ სადავო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდებოდა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება, რაც არ წარმოადგენდა არც მოსარჩელის მოთხოვნას და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მიზანს.
The Constitutional Court took into account that in case of invalidation of the disputed provisions upon publication of the Judgement of the Constitutional Court it would be impossible to carry out disciplinary proceedings against judges, which the complainant did not apply for and was not the goal of declaration of the disputed provisions unconstitutional by the Constitutional Court either.
121374.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებელს უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რათა მან კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოაწესრიგოს მოსამართლეთა სამსახურიდან გათავისუფლების წესი.
Therefore, the Constitutional Court decided that the legislator should be given a reasonable time, so that it could regulate the procedure for dismissal of a judge according to the requirements of the Constitution.
121375.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2018 წლის 1 მაისიდან.
In view of this, the disputed provisions were invalidated effective from May 1, 2018.
121376.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
კონსტიტუციური კანონიერების განმტკიცების მნიშვნელოვანი მიმართულებები.
MAJOR TRENDS OF STRENGTHENING CONSTITUTIONAL JUSTICE.
121377.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, წინამდებარე დოკუმენტში გამოიკვეთოს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მიღწევები და გამოწვევები, რომლებიც გარკვეულწილად გავლენას ახდენს კონსტიტუციური კანონიერების დაცვაზე.
The Constitutional Court deems it important to identify in this document the significant accomplishments and challenges related to the work of the Court, which influence the protection of constitutional justice to a certain extent.
121378.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
მათი იდენტიფიცირება და გააზრება კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
Their identification and analysis are important preconditions of improvement of the quality of protection of constitutional supremacy.
121379.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ურთიერთთანამშრომლობა.
COOPERATION BETWEEN THE CONSTITUTIONAL COURT AND COMMON COURTS.
121380.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ღირებულებებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების სათანადოდ დაცვისა და რეალიზებისათვის.
The productive cooperation between the Constitutional Court and common courts is of vital importance for due protection and realisation of constitutional values and fundamental human rights.