მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121421.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
თუმცა, იმ ფონზე, როდესაც კონსტიტუციის ახალი რედაქციით საგრძნობლად შემცირდა საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია, კერძოდ, გაუქმდა საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი უფლებამოსილება, მათ შორის, ნორმათა ფორმალური კონტროლი, კიდევ უფრო შეიზღუდა სასამართლოს უფლებამოსილება არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხებზე და სხვა, საკონსტიტუციო რეფორმა ამ მხრივ წინგადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება.
However, considering the substantial reduction of competences of the Court, specifically, removal of four competences altogether, including the formal control of the provisions, further limitation of the competence of overseeing the constitutionality of elections, etc., the constitutional reform in these regards cannot be declared as a step forward.
121422.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
2017 წელს საქართველოში მორიგი საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა.
Georgia saw yet another constitutional reform in 2017.
121423.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მართალია, კონსტიტუციის ნაწილობრივ გადასინჯვასთან დაკავშირებული ცვლილებები, 1999 წლიდან მოყოლებული, პერმანენტულად მიმდინარეობდა, მაგრამ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც იწვევდა ძირითადი კანონის ზოგად გადასინჯვას, 2017 წლამდე მხოლოდ ორჯერ - 2004 და 2010 წლებში ჩატარდა.
Although the constitution has been partially amended permanently since 1999, constitutional reform causing general revision of the Basic Law took place only twice prior to 2017 – in 2004 and in 2010.
121424.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
სამივე საკონსტიტუციო რეფორმა სახელმწიფო მმართველობის ახალი სისტემის შემოღებას ან არსებულის საფუძვლიან გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
All three constitutional reforms aimed at establishing new system of governance or substantial improvement of the existing model.
121425.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
როგორც ჩანს, პოლიტიკური ელიტა ქვეყნის წარუმატებლობის ძირითად მიზეზს სწორედ სახელმწიფო მმართველობის არასწორად შერჩეულ მოდელში ხედავდა.
It seems the political elite of the country saw the incorrect choice of state governance model as a main reason of failure.
121426.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დამკვიდრება უსათუოდ არ არის დაკავშირებული სახელმწიფო მმართველობის ერთ რომელიმე სახეობასთან.
The idea of establishing a democratic and rule of law state is certainly not linked with any particular type of state governance.
121427.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა შეიძლება წარმატებით განხორციელდეს როგორც კონსტიტუციური მონარქიის, ისე საპრეზიდენტო, ნახევრადსაპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში.
The idea of a democratic and rule of law state can be successfully executed in a constitutional monarchy, just like in a presidential, semipresidential and parliamentary republic.
121428.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამის მაგალითები მრავლადაა თანამედროვე მსოფლიოში.
Such examples are vivid and multiple in the modern world.
121429.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მთავარია, სახელმწიფო ხელისუფლება დანაწილებული იყოს ცნობილი ტრიადის მიხედვით და ამასთანავე, არსებობდეს ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების ეფექტიანი მექანიზმები, სათანადოდ იყოს დაცული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
It is essential that the power is separated pursuant to the famous triad and simultaneously, there must be efficient mechanisms for checks and balances in place, while fundamental human rights and freedoms are sufficiently protected and guaranteed.
121430.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
სახელმწიფო მმართველობის ახალი სახეობის ძიებაში, საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით თავდაპირველად განსაზღვრული საპრეზიდენტო რესპუბლიკა, 2004 წლის საკონსტიტუციო რეფორმით, ფორმალურად, ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემით შეიცვალა.
While searching for new type of state governance, the presidential republic set as its first in 1995 was formally replaced by the semi-presidential system by the constitutional reform of 2004.
121431.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
შემოღებულ იქნა ახალი აღმასრულებელი ორგანო – მთავრობა.
A new executive body – the Government, - was introduced.
121432.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები იმდაგვარად იქნა შერჩეული, რომ სინამდვილეში ე.წ. სუპერსაპრეზიდენტო მმართველობა მივიღეთ, რომლის ნეგატიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებები დღემდე გრძელდება.
The mechanisms for checks and balances were selected in a way, that in reality offered the so called superpresidential governance, the eradication of negative socio-political and socio-economic results of which are still ongoing.
121433.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმაც პოლიტიკური მიზნებით იყო ნაკარნახევი.
The constitutional reform of 2010 was also dictated by the political goals.
121434.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მმართველი ძალის ხელისუფლებაში ხანგრძლივად ყოფნის სურვილს კარგად ესადაგებოდა საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, დროში შეუზღუდავად იძლეოდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას.
The desire of the ruling force to remain in power was well met by the parliamentary republic, which, in case of success in parliamentary elections, would allow maintaining power infinitely in the executive branch.
121435.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამიტომ არჩევანიც მასზე, უფრო სწორედ, რაციონალიზებულ პარლამენტარიზმზე გაკეთდა, რომლის მთავარი მიზანი მთავრობის სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
Thus the choice was made in favour for it, more precisely, for the rationalised parliamentarism, the main goal of which is ensuring the stability of the Government.
121436.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
თუმცა, სახელმწიფო მმართველობის ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი – უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი, რომელიც პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთმიმართებას განსაზღვრავს, იმდენად რთულად იქნა კონსტრუირებული ძირითად კანონში, რომ მისი პრაქტიკული გამოყენება თითქმის შეუძლებელი გახდა.
However, the main tool of this system of governance – constructive vote of no confidence, providing for the balance between the parliament and the government, was construed within the Constitution in such a complicated manner, that it was practically impossible to be used.
121437.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ვერც პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები იყო სრულყოფილად გააზრებული, რამაც 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებისთანავე იჩინა თავი და კონსტიტუციურ ორგანოებს შორის დაპირისპირების საფუძველი გახდა.
The status and the authorities of the President were not completely understood either, which became apparent right after the amendments of 2010 went into force and served as the basis for conflict between the constitutional bodies.
121438.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
რადგანაც მოქმედი კონსტიტუცია ადგენდა „გაუმართავ საპარლამენტო მმართველობის სისტემას“, ამიტომ 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის მთავარ ამოცანად განისაზღვრა, კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა საპარლამენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან.
Since the acting Constitution provided "faulty parliamentary system", the main task of the constitutional reform in 2017 was ensuring the Constitution fully conformed with the fundamental constitutional law principles characteristic to the parliamentary republic.
121439.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
რამდენად შეძლო ამ ამოცანის შესრულება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და საქართველოს პარლამენტმა, ეს კარგად ჩანს ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებაში, რომელიც 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე მის მიერ გაკეთებულ დასკვნაშია მოცემული.
How well this task was fulfilled by the State Constitutional Commission and the Parliament of Georgia is well demonstrated by the final assessment of the Venice Commission, provided in its final report regarding the 2017 constitutional reform.
121440.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მასში, კერძოდ, ნათქვამია: „საკონსტიტუციო რეფორმა ამთავრებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემად გარდაქმნის პროცესს და წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისაკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს, ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და ძირითადი უფლებების დაცვას“.
Specifically, it states: "the constitutional reform process completes the evolution of Georgia's political system towards a parliamentary system and constitutes a positive step towards the consolidation and improvement of the country's constitutional order, based on the principles of democracy, the rule of law and the protection of fundamental rights".