მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121801.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
ამ უკანასკნელში კი, გერმანიის ძირითადი კანონითა და ეროვნული კანონმდებლობით მოიაზრება, რომ დაუსწრებელი დაპატიმრების ბრძანება, ეწინააღმდეგება ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს (გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, რომლითაც განსახილველი შემთხვევა არ ხასიათდებოდა).
The latter pursuant to the Basic Law and national law of Germany envisages that the arrest warrant in absentia contradicts the principle of responsibility based on culpability (apart from for several exceptions, which was not characteristic to the case at hand).
121802.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
გერმანიის ძირითადი კანონის 79 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს თვით ძირითადი კანონის „მუდმივობის დებულებას“, რომლის მიხედვითაც: „დაუშვებელია ამ ძირითადი კანონის შეცვლა იმ საკითხთან მიმართებით, რომელიც ეხება ფედერაციის მიწებად დაყოფას, კანონმდებლობაში მიწების მონაწილეობის პრინციპებს ან პრინციპებს, რომლებიც დადგენილია პირველ და მე-20 მუხლებში“.
Article 79, paragraph 3 of the Basic Law of Germany establishes the "guarantee of perpetuity" of the Basic Law itself, according to which: "Amendments to this Basic Law affecting the division of the Federation into Länder, their participation on principle in the legislative process, or the principles laid down in Articles 1 and 20 shall be inadmissible".
121803.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
აღნიშნული ნორმა ადგენს გერმანიის ძირითადი კანონისათვის დამახასიათებელ პრინციპებს, რომლის გარეშეც ინსტიტუცია დაკარგავდა საკუთარ იდენტობას.
The mentioned provision establishes the characteristic principle to the Basic Law of Germany, without which this institution would be stripped from its identity.
121804.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
ამიტომაც იგი ამ დებულებებს უცვლელად აცხადებს მანამ, სანამ არსებობს ძირითადი კანონი.
Therefore it declares such provisions unchangeable until the Basic Law exists.
121805.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დიუსელდორფის მიწის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია.
The Federal Constitutional Court of Germany considered the judgment of the Supreme Court of Dusseldorf Land in contradiction to the Constitution.
121806.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
მან მიიჩნია, რომ ეს კონკრეტულ შემთხვევაში იმდენად ზღუდავდა ბრალის პრინციპს, რომ ადამიანის ღირსება, რომელიც კონსტიტუციის პირველი მუხლით არის გარანტირებული და 79-ე მუხლის მე-3 პუნქტით უცვლელად გამოცხადებული, არ იყო სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ საკმარისად დაცული.
It declared that in this particular case the principle of culpability was infringed so much that the dignity of a person, guaranteed by Article 1 of the Constitution and declared unchangeable by Article 79, paragraph 3, was not sufficiently protected by the state.
121807.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
ადამიანის ღირსება წარმოადგენს გერმანიის კონსტიტუციის ყველაზე მაღალ, უცვლელ ღირებულებას, რომელიც თავის მხრივ არის გერმანიის ძირითადი კანონისათვის დამახასიათებელი.
The dignity of a person is highest, unchangeable value of the Constitution of Germany, which in turn is characteristic to the Basic Law of Germany.
121808.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
საინტერესოა ამ გადაწვეტილების დასაბუთება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
The argumentation given by the Constitutional Court is rather interesting.
121809.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
უპირველესად, სასამართლოს არგუმენტი იდენტობის კონტროლის შესახებ ეყრდნობა იმას, რომ, აღნიშნული ქმედება არ ეწინააღმდეგება ევროპული კავშირის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-3 აბზაცს, რომელიც ქვეყნებს შორის ლოიალურ თანამშრომლობას გულისხმობს.
Primarily the argument of the Court regarding the control of the cultural identity is based on the issue, that it does not contradict article 4, paragraph 3 of the Treaty on European Union, which envisages sincere cooperation of the member states.
121810.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
იგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მიერ იდენტობის კონტროლი არ წარმოადგენს არსობრივ საფრთხეს ევროპული კავშირის ერთიანი სამართლის სისტემისათვის ორი მიზეზის გამო.
It focuses on the fact that the identity control of a state is not substantial threat to the common legal system of the European Union due to two reasons.
121811.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო არგუმენტაციისას ეყრდნობა ძირითადი კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც: „გაერთიანებული ევროპის იდეის განსახორციელებლად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მონაწილეობს ევროპული კავშირის განვითარებაში, რომლის ვალდებულებებშიც შედის დემოკრატიული, სამართლებრივი, სოციალური და ფედერაციული სახელმწიფოს პრინციპების დაცვის გარანტირება, ასევე, სუბსიდიარობის პრინციპის დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი უფლებების დაცვას, რომლებიც არსებითად ემთხვევა ძირითად კანონში ასახულ ძირითად უფლებებს“.
In its argumentation the Federal Constitutional Court of Germany bases its argument on article 23, paragraph 1 of the Basic Law of the country, which prescribes: "With a view to establishing a united Europe, the Federal Republic of Germany shall participate in the development of the European Union that is committed to democratic, social and federal principles, to the rule of law, and to the principle of subsidiarity, and that guarantees a level of protection of basic rights essentially comparable to that afforded by this Basic Law".
121812.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
ფედერაციას შეუძლია, ბუნდესრატის თანხმობით, კანონის მეშვეობით, საკუთარი სუვერენული უფლებების გადაცემა.
The Federation may transfer sovereign powers by a law with the consent of the Bundesrat.
121813.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
ევროპული კავშირის დაარსებისათვის, ასევე, მისი სახელშეკრულებო საფუძვლების შეცვლისათვის და ანალოგიური რეგულირებებისათვის, რომლებიც ცვლიან, ან ავსებენ ამ ძირითად კანონს, ან შესაძლებელს ხდიან ასეთ ცვლილებებს, ან დამატებებს, გამოიყენება 79-ე მუხლის მე-2 და მე-3 აბზაცები.
The establishment of the European Union, as well as changes in its treaty foundations and comparable regulations that amend or supplement this Basic Law, or make such amendments or supplements possible, shall be subject to paragraphs (2) and (3) of Article 79.
121814.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
იგი სისხლის სამართლის არამხოლოდ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, არამედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, ბრალის დადასტურება სამართლიანობის კონსტიტუციური პრინციპის ელემენტარული მოთხოვნაა.
It is not only the foundation principle for criminal law, but also provides for the elementary requirement of constitutional principle of rule of law to establish the culpability.
121815.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
მისი დარღვევა კი, გერმანიის ძირითადი კანონით გარანტირებული ფუნდამენტური ღირებულების, ადამიანის ღირსების გარანტიის მინიმალური სტანდარტების დარღვევას იწვევს.
Violation of this principle causes violation of the fundamental value guaranteed by the Basic Law of Germany, minimal standards for guarantees of human dignity.
121816.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
ადამიანის ღირსების გარანტიის მინიმალური სტანდარტის შემოწმება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იდენტობის კონტროლის ტესტისა.
Review of the minimal standards for guarantees of human dignity is the most relevant criterion for the test of identity control.
121817.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
ასევე მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწვეტილებაში საუბრობს ევროპული კავშირის ადამიანის უფლებათა ქარტიაზე.
It is also significant that the Federal Constitutional Court of Germany discusses the Charter of Human Rights of the European Union.
121818.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
იგი მიუთითებს ქარტიის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 48–ე მუხლებზე და ასკვნის, რომ გერმანული ეროვნული სამართლის თვალთახედვით, გერმანიის სასამართლოს გადაწვეტილება, არ პასუხობს თვით ქარტიის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 48-ე მუხლის მოთხოვნებს.
It indicates towards the article 47, paragraph 2 and article 48 of the Charter and concludes, that in view of German national law the judgment of German court does not respond to the requirements of article 47, paragraph 2 and article 48 of the Charter.
121819.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
საყურადღებოა, რომ გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო, თავის გადაწყვეტილებაში იდენტობის კონტროლის განსაკუთრებულ მოთხოვნად აყალიბებს მოთხოვნას, თავისივე სამომავლო პრაქტიკისათვის - იდენტობის კონტროლი უნდა იყოს ევროპული კავშირის სამართლისადმი პოზიტიურად განწყობილი.
It is noteworthy that the Federal Constitutional Court of Germany in its judgment establishes the necessity of cultural identity as a special requirement for its own future case-law – the identity control should be favourable towards the law of European Union.
121820.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
სასამართლოს აზრით, კონსტიტუციური ნორმები უშუალოდ მოქმედი სამართალია ხელისუფლებისათვის, რომელიც ვალდებულია, ევროპული კანონმდებლობით და მის გარეშეც დაიცვას ადამიანის ღირსება.
In the view of the Court, the constitutional provisions are directly applicable law for the Government, which is obliged to safeguard human dignity both with and without the European Law.