მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121861.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
თუ ეს ასეა, შემიძლია ვთქვა, რომ ერთი იუსტიცია არსებობს ღარიბი და გლახაკი დამნაშავეებისათვის, ხოლო მეფეებისა და იმპერატორებისათვის - სხვა.
All I can say is that if that is the case there is one justice for the poor and wretched criminal, and another for kings and emperors.
121862.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ აუდიტორიის ოვაცია გამოიწვია, იმდროინდელი დიპლომატების პასუხი არ იყო ენთუზიაზმით აღსავსე.
While the Prime Minister's message provoked applause from his audience, the response of the diplomats of the time was less than enthusiastic.
121863.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
ომის წამომწყებთა პასუხისმგებლობისა და სასჯელთა აღსრულების კომისიამ 1919 წლის 29 მარტის მშვიდობის წინასწარი კონფერენციის ანგარიშში დაასკვნა:
In its report of 29 March 1919 to the Preliminary Peace Conference, the Commission on the Responsibility of the Authors of the War and on Enforcement of Penalties reached the conclusion:
121864.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
„წინასწარ მოფიქრებული აგრესიული ომი, მშვიდობის საბაბით შენიღბული, შემდეგ მოულოდნელად გამოცხადებული ცრუ მიზეზებით, არის ქმედება, რომელსაც საზოგადოებრივი ცნობიერება კიცხავს და რომელსაც ისტორია დაგმობს".
"The premeditation of a war of aggression, dissimulated under a peaceful pretence, then suddenly declared under false pretexts, is conduct which the public conscience reproves and which history will condemn".
121865.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
„ჰააგაში მდებარე ინსტიტუტების წმინდა ფაკულტატიური მიზეზის გამო მშვიდობის შესანარჩუნებლად აგრესიული ომი არ შეიძლება განიხილებოდეს ისეთ აქტად, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება პოზიტიურ სამართალს ან რომელიც წარმატებით გადაეცემა ისეთ ტრიბუნალს, როგორიცაა კომისია, უფლებამოსილი, განიხილოს თავისი შეხედულებებისამებრ.“
"By reason of the purely optional character of the institutions at The Hague for the maintenance of peace a war of aggression may not be considered as an act directly contrary to positive law, or one which can be successfully brought before a tribunal such as the Commission is authorized to consider under its terms of reference".
121866.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
მე-19 საუკუნეში საერთაშორისო სამართლის აღნიშნულმა გაბატონებულმა შეხედულებამ სახელმწიფოების მიერ ძალის გამოყენების შესახებ, განაპირობა აგრესიული ომის საერთაშორისო კრიმინალიზაციის პირველი პრეცედენტის შექმნის მცდელობის მარცხი.
This confirmation of the predominant view of nineteenth century international law on the use of force by states foreshadowed the failure of the first attempt to set a precedent for the international criminalization of aggressive warfare.
121867.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
თუმცა ეს მარცხი, ასევე, იყო პროლოგი.
This failure, however, also was a prologue.
121868.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
პასუხისმგებლობის კომისიამ თავის საკმაოდ მშრალ დასკვნაში მიმართულების შესაძლო ცვლილებაზე მიუთითა:
The Commission on Responsibilities had already complemented its rather dry conclusion with a hint that pointed to a possible change of direction:
121869.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
„სასურველია, საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპების ასეთი მძიმე დარღვევებისათვის გათვალისწინებული იყოს მომავალი სადამსჯელო სანქციები“.
"It is desirable that for the future penal sanctions should be provided for such grave outrages against the elementary principles of international law".
121870.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
ომის შუალედში ამ „სურვილის“ შესრულება დაიწყო მეცნიერთა მოძრაობით, რომელმაც პიონერული წვლილი შეიტანა საერთაშორისო სისხლის სამართლის დისციპლინის ჩამოყალიბებაში.
In the inter-war period, this "desire" was taken up by a movement of scholars which made a pioneering contribution to the formation of the discipline of international criminal law.
121871.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
როგორც პელამ წარსულ პერიოდზე აღნიშნა, „სახელმწიფოებმა თითქმის არაფერი გააკეთეს ორი ომის შუალედში საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად“.
But, as Pella himself observed in retrospect, "States did almost nothing between the two wars to bring about an international system of justice".
121872.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
ამ დროისთვის კი გაერთიანებული სამეფოც შეუერთდა სკეპტიკოსებს.
By this time, the United Kingdom had also joined the ranks of the sceptics.
121873.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
1927 წელს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოსტინ ჩემბერლენმა აცნობა თემთა პალატას, რომ აგრესიის დეფინიცია იქნებოდა „უდანაშალოთა ხაფანგი და დამნაშავეთა სახელმძღვანელო“.
In 1927, the British Foreign Minister Austen Chamberlain informed the House of Commons of his view that a definition of aggression would amount to "a trap to the innocent and a signpost for the guilty".
121874.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
თუმცა საერთაშორისო სამართლის უფრო ტრადიციულ სახელმწიფოთაშორის დონეზე კელოგ-ბრიანის პაქტმა საერთაშორისო სამართალში პოზიტიურად აღნიშნა ius ad bellum მიდგომიდან ius contra bellum წესზე გადასვლა.
Yet, at the more traditional inter-state level of international law, the KelloggBriand Pact marked the transition in positive international law from a ius ad bellum to a ius contra bellum.
121875.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
პაქტის ავტორები უფრო შორს წავიდნენ და დაუპირისპირდნენ იმ იდეას, რომ სამართლებრივი ვალდებულების შესრულებას შეეძლო, როგორც ასეთი, დაედგინა ომის „სამართლიანი მიზეზი“.
The Pact went even further and opposed the idea that the enforcement of a legal obligation could, as such, constitute a "just cause" for war.
121876.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
პაქტი კარგად იქნა აღქმული და ძალაში შევიდა ჯერ კიდევ 1929 წელს.
The Pact was well received and entered into force as early as 1929.
121877.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც გერმანიის აგრესიული ომების კრიმინალიზაცია გადაწყდა, პაქტი იყო შესაბამისი სახელმძღვანელო სამართლებრივი დოკუმენტი.
And when the decision was made at the end of the Second World War to make Germany's aggressive wars the subject matter of criminal proceedings, the Pact became the legal document of reference.
121878.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
რა თქმა უნდა, კარგად იყო ცნობილი, რომ პაქტი არ ითვალისწინებდა სადამსჯელო სანქციებს, მაგრამ მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს კრეატიული პრეცედენტის შექმნა სურდათ.
The fact that the Pact lacked a penal sanction was of course well known. But now the world's political leaders were determined to set a creative precedent.
121879.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
ნიურნბერგის პროცესის დროს, დიდი ბრიტანეთის მთავარი პროკურორი ჰარტლი შოუკროსი ამ გადაწყვეტილებას გამოხატავდა შემდეგი სიტყვებით:
At the Nuremberg trial, the British Chief Prosecutor Hartley Shawcross translated that determination into the following words:
121880.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
„თუ ეს ინოვაციაა, მაშინ ეს არის ისეთი ინოვაცია, რომელიც მზად ვართ დავიცვათ და დავამკვიდროთ“.
"If this be an innovation, it is an innovation which we are prepared to defend and justify".