მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121821.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
სასამართლოს მიერ იდენტობის კონტროლის ტესტის წინარე პირობებს წარმოადგენდა, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს „მანგოლდის გადაწყვეტილება“.
The pre-requisites of the identity control test for the Court was the "Mangold Judgment" of the European Court of Justice.
121822.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
მასზე პასუხი გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2010 წლის 6 ივლისის, ე.წ. Honeywell გადაწვეტილებაში გასცა.
The Constitutional Court of Germany has responded it in its judgment of July 6, 2010 with so called "Honeywell" judgment.
121823.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
სასამართლომ ამ გადაწვეტილებაში ჩამოაყალიბა ე.წ. ultra-vires-Kontrolle შემოწმების კრიტერიუმები.
The Court stated in this judgment so called ultra-vires-Kontrolle criteria for the test.
121824.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
რაც გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ევროპული კავშირის სამართლის შემოწმებას იმ კუთხით, თუ რამდენად ჰქონდა უფლებამოსილება ევროპული კავშირის შესაბამის ორგანოებს მიეღოთ შესაბამისი სამართლებრივი აქტი, ხომ არ იჭრებოდა იგი ფორმალურ სამართლებრივად გერმანიის ხელისუფლების უფლებამოსილებში სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების კუთხით.
This envisages the Constitutional Court checking the law of European Union considering if the relevant institutions of the European Union had the authority to adopt relevant legal act, if they infringed formally into the authorities of German Government with regards to the exercise of state governance.
121825.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ მის ე.წ. Honeywell–ის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ გერმანიაში საკმაოდ სადავო Mangold-ის გადაწვეტილება ევროპული კავშირის სამართლის ფარგლებში, ფორმალურ სამართლებრივი კუთხით სწორად იყო მიღებული და იგი გადიოდა ultra-vires-Kontrolle.
Federal Court of Germany in its so called "Honeywell" judgment stated that the Mangold case, which was rather disputed in Germany, was formally adopted with correct direction within the European Union law and passed the test of ultra-vires-Kontrolle.
121826.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
განსხვავებით Identitätskontrolle–ის, ე.წ. Solange III გადაწვეტილებისა, ამ შემთხვევაში ფედერალურმა სასამართლომ სადავო საქმის, კონკრეტულ შემთხვევაში, ევროპული დაპატიმრების ბრძანების მატერიალური შესაბამისობა შეამოწმა იმ ნორმებთან მიმართებით, რომელიც გერმანიის ძირითადი კანონის უცვლელ და მუდმივ საფუძველს წარმოდგენდნენ.
Unlike the judgment of Identitätskontrolle, so called Solange III, where in this case the Federal Court within the dispute at hand, checked the material conformity of the European Arrest Warrant with regards to the provisions of the Basic Law of Germany establishing its unchanged and perpetual basis.
121827.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
დღეს მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესი აუცილებელია მსოფლიო უსაფრთხოებისა და მუდმივი მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის.
The globalisation process ongoing nowadays in the world is necessary for achieving world security and peaceful cohabitation.
121828.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
მიუხედავად იმისა, რომ ტენდენცია ჩვენი საუკუნის დასაწყისში სამართლებრივი, კულტურული და ღირებულებითი გლობალიზაციის განვითარებას აჩვენებს, იგი სრულიად არ არის შეუქცევადი პროცესი.
Despite the trend in our century demonstrating the development of legal, cultural and value-based globalisation, it is not irreversible.
121829.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
ასევე გვაქვს ცალსახა გლობალური და ეროვნულისკენ მიმავალი გზები.
We also see the unequivocal paths towards both global and national directions.
121830.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
სწორედ ეს პროცესია სამართლის მეცნიერების გამოწვევა, ერთი მხრივ – საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების და დასავლეთისთვის შეთანხმებული ღირებულებების რეცეპცია, ხოლო მეორეს მხრივ – მათი დიდი სიფრთხილით შემოწმება, ეროვნულთან შედარება და შეფასება.
This very process is the challenge for the legal scholars, on the one hand the reception of international law principles and values agreed with western society, while on the other hand, meticulous checks conducted on them, comparing and assessing them with the national values.
121831.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ გაანალიზებული პრაქტიკის შეფასება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ეროვნულმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაიტოვა ორი „უკან გასასვლელი კარი“.
The assessment of the case-law of the Federal Constitutional Court of Germany analysed above allows us to state that the national Constitutional Court has preserved two "exit doors".
121832.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
მეორე კარი ემსახურება ეროვნული კონსტიტუციის და სამართლებრივი სისტემის შინაარსის ფუნდამენტური და მუდმივი დებულებების დაცვას.
The other serves safeguarding fundamental and perpetual provisions of the national Constitution and legal system.
121833.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
აღნიშნულ შემთხვევაში საინტერესოა ის საკითხი, თუ რა ჰარმონიულად არის შესაძლებელი ეროვნულის და გლობალურის თანაარსებობა.
In this situation it is remarkable how national and global can coexist in harmony.
121834.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
სწორედ, ეროვნული ფუნდამენტის შენარჩუნებით არის შესაძლებელი გლობალური სამართლის სისტემაში დარჩენა.
Remaining in the global legal system is possible through maintaining the national foundation.
121835.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
საფიქრებელია ისიც, რომ თუ სასამართლო ამ შემთხვევაში არ შეითავსებს გამაწონასწორებელი რგოლის როლს, საფრთხე დაემუქრება სამართლის გლობალიზაციას.
It is noteworthy that if the judiciary in this case does not take the role of the institution responsible for checking the power, the globalisation of the law will be under threat.
121836.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
ამის კარგი მაგალითი შეიძლება იყოს ბრიტანეთის სამეფოს გამოსვლა ევროპული კავშირიდან.
A good example of this could be the exit of the United Kingdom from the European Union.
121837.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
კანონზომიერია, რომ ყველაფერ „უცხოს“, რაც არ უნდა დადებითი და მიმზიდველი იყოს იგი, ზედმეტი დოზებით მიწოდება ყოველთვის იწვევს უკან, „საკუთარისკენ“ შებრუნებას.
It is natural, that offering anything "foreign" in overdose, however positive and attractive it might be, always causes reversal to the "own".
121838.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
სწორედ დოზირება უნდა შეარჩიოს ამ შემთხვევაში სახელმწიფომ, მიუხედავად იმისა, რომელი ხელისუფლების შტოს მიერ იქნება იგი წარმოდგენილი – შესაბამისი ოდენობით უნდა მიიღოს საერთო ღირებულებები, კულტურა, რომელიც სამართალში აისახება.
The state should be the one choosing the correct dosage, regardless to which branch of power it is – the common values, culture should be taken in relevant amount, and reflected in the law.
121839.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
წინააღმდეგ შემთხვევაში, გლობალიზაცია, რომელსაც თავის მხრივ, მუდმივი მშვიდობის მიღწევის პერსპექტივა აქვს და, რომელსაც დღეს მსოფლიოში ალტერნატივა არ გააჩნია, იქნება წარუმატებელი პროექტი მსოფლიოსათვის.
Otherwise the globalisation, which in itself has the perspective of achieving perpetual peace and has no alternative in modern world, will be a failed project for the world.
121840.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სასამართლოს საქმიანობის სტატისტიკური მიმოხილვა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ძირითად მახასიათებლებისა და ქვეყანაში კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე მნიშვნელოვან მონაცემებს იძლევა სტატისტიკური ინფორმაცია.
The Statistical data provides important information about the activities of the Constitutional Court of Georgia, main features of the constitutional adjudication and constitution justice in Georgia.