მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129181.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
კალენის კლასიფიკაცია შეიცავდა ეტიოლოგიურ პრინციპს და აღწერით პრინციპს, ცალკეული კლინიკური სინდრომების ურთერთგამოსაყოფად ნევროზებს შიგნით.
Cullen’s classification contained an aetiological principle as well as a descriptive principle for distinguishing individual clinical syndromes within the neuroses.
129182.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ფსიქიკური დაავადებები ნერვული სისტემის აშლილობად იყო განხილული.
Mental illnesses were consodered as a disorder of the nervous system.
129183.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
კალენის მიერ გამოყენებული ტერმინი „ნევროზი“ მოიცავდა ყველა ფსიქიკურ აშლილობას, ისევე, როგორც, მრავალ ნევროლოგიურ დაავადებას.
In Cullen’s usage, the term "neurosis" covered the whole range of mental disorders, as well as many neurological illness.
129184.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
მე-19 საუკუნის ადრეულ წლებში რამდენიმე ფრანგმა ავტორმა გამოაქვეყნა გავლენიანი კლასიფიკაცია.
In the early 19<sup>th</sup> century, several French authors published influential classifications.
129185.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
მანია დელირიუმით, მანია დელირიუმის გარეშე, მელანქოლია, დემენცია და იდიოტია.
Mania with delirium, mania without delirium, melancholia, dementia, and idiocy.
129186.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
პინელის თანამემამულემ, ესკიროლმა, დაწერა სახელმძღვანელო, რომელიც 1845 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა.
Pinel’s compatriot, Esquirol, wrote textbook, which was published in English in 1845.
129187.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
მან დაამატა ახალი კატეგორია -„მონომანია“ („ნაწილობრივი აშლილობა“).
He added a new category, "monomania" ("partial insanity").
129188.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
იმ დროის სხვა ფსიქიატრების მსგავსად, არც პინელი და არც ესკიროლი არ განიხილავდნენ ნევროზებს (თანამედროვე მნიშვნელობით), რადგან ამას ზოგადად თერაპევტები მკურნალობდნენ.
Like other psychiatrists of the time, Pinel and Esquirol did not discuss neuroses (in the modern sense), because these were generally treated by therapists.
129189.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ამავე პერიოდში, გერმანიაში, კალბაუმმა ჩამოაყალიბა კლასიფიკაციის კვლევისთვის საჭირო ორი მოთხოვნა:
Meanwhile, in Germany, Kahlbaum formulated two requirements for research on nosology.
129190.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ეს შეხედულება გაიზიარა კრეპელინმა, რომელმაც განასხვავა მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი (ბიპოლარული აშლილობა) და შიზოფრენია.
These ideas were adopted by Kraepelin, who make distinction between manic– depressive psychosis (bipolar disorder) and schizophrenia.
129191.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
კრეპელინის წიგნის შემდეგი გამოცემა საფუძვლად დაედო ფსიქიკური დაავადების კლასიფიკაციის შემდგომ სრულყოფას, რაც დღევანდელი სისტემის ბაზისს წარმოადგენს.
Successive editions of Kraepelin’s textbook made further refinements to the classification of mental illness, which form the basis of today’s systems.
129192.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ამავე დროს, ნევროლოგიის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბებამ შეასუსტა სამედიცინო ინტერესი „ნერვული პაციენტების“ მიმართ.
At the same time, separate developments in the emerging specialty of neurology led to decreasing medical interest in the "nervous patient".
129193.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ეს ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა მე-19 საუკუნეში ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, აღნიშნავდა სხვადასხვა ჩივილების მქონე პაციენტების დიდ ჯგუფს.
A term used throughout the nineteenth century in the United Kingdom and North America to refer to a large group of patients with varied complaints.
129194.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ეს ჩივილები თანდათან მოექცა ახალი დარგის - ფსიქიატრიის კომპეტენციის სფეროში ძირითად ფსიქიკურ დაავადებებთან ერთად.
These complaints were gradually seen as a part of the new specialty of psychiatry alongside the major mental illnesses.
129195.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ფროიდისა და მისი თანამედროვეების ნაშრომებმა განაპირობა ნერვული სიმპტომებისა და „ნევროტული“ აშლილობების ფსიქოლოგიური მიზეზების უფრო ფართოდ აღიარება და ისტერიისა და შფოთვითი აშლილობის თანამედროვე კონცეფციის ჩამოყალიბება.
The writings of Freud and his contemporaries led to greater recognition of the psychological causes of nervous symptoms and "neurotic" disorders, and to the modern concepts of hysteria and anxiety disorder.
129196.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
თანამედროვე კლასიფიკაციის მაორგანიზებელი პრინციპები.
Organizing principles of contemporary classifications.
129197.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ისტორიული წყაროების გარდა, ყურადღებას იმსახურებს თანამედროვე კლასიფიკაციის ძირითადი საკითხები, რომლებიც კლასიფიკაციის მაორგანიზებელ პრინციპებს ეხება.
As well as these historical sources, it is worth considering the major issues that contemporary classifications have faced with regard to their organizing principles.
129198.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ორგანული და ფუნქციური.
Organic and functional.
129199.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
პირველი საკითხი უკავშირდება ფსიქიატრიაში დამკვიდრებულ განსხვავებას ორგანულ და ფუნქციურ აშლილობებს შორის.
The first issue concerns the distinction that is drawn between organic and functional disorders in psychiatry.
129200.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ორგანული აშლილობა წარმოიშობა თვალსაჩინო ცერებრული ან სისტემური პათოლოგიური პროცესის შედეგად.
Organic disorders are those that arise from a demonstrable cerebral or systemic pathological process.