მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129121.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
განსაკუთრებით ხშირი და მწვავე კრიტიკა იყო გამოთქმული „ანტიფსიქიატრიული“ მოძრაობის მწვერვალზე 1960-იან წლებში.
These criticisms were most prevalent and trenchant at the height of the "anti- psychiatry" movement in the 1960s.
129122.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
პაციენტების მიკუთვნება დიაგნოსტიკური კატეგორიისთვის ხელს უშლის მათი უნიკალური პიროვნული სირთულეების გაგებას.
Allocating patients to a diagnostic category distracts from the understanding of their unique personal difficulties.
129123.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ეჭვგარეშეა, რომ ტერმინები „ეპილეფსია“ და „შიზოფრენია“ სტიგმატიზაციას გულისხმობს.
There can be no doubt that terms such as epilepsy or schizophrenia attract stigma.
129124.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ფსიქიკური დაავადება არ უნდა განისაზღვროს, როგორც მხოლოდ სოციალურად დევიაციური ქცევა.
Mental illness should not be defined solely in terms of socially deviant behaviour.
129125.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ამ უკანასკნელის არსებობა ცალკე უნდა დადგინდეს ფსიქიატრიული ისტორიის და ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევის საფუძველზე.
The presence of the former must be separately established based on the psychiatric history and mental state examination.
129126.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ფსიქიკური დაავადების განსაზღვრებიდან და დიაგნოსტიკური კრიტერიუმიდან სოციალური კრიტერიუმის გამორიცხვის მიზეზი არის ის, რომ მრავალი ქცევა სახვადასხვაგვარად ფასდება სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს.
A reason for excluding social criteria from the definition of mental illness, and from diagnostic criteria, is that many behaviours are appraised differently in different countries and at different times.
129127.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
მაგალითად, ჰომოსექსუალობა 1970 წლამდე ფსიქიკურ აშლილობად განიხილებოდა.
For example, homosexuality was considered to be a mental disorder until the 1970s.
129128.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ადამიანები ზუსტად არასდროს ერგებიან დადგენილ კატეგორიებს.
Individuals do not fit neatly into the available categories.
129129.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
მიუხედავად იმისა, რომ დაავადებების (ან პაციენტების) მცირე ნაწილის კლასიფიცირება არ არის შესაძლებელი, ეს არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ უარი ვთქვათ მათი უმრავლესობის კლასიფიკაციაზე.
Although it is not feasible to classify a minority of disorders (or patients), this is not a reason for abandoning classification for the majority.
129130.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ცხადია, რომ ფსიქიატრიაში ზოგჯერ მიმართავდნენ კლასიფიკაციით მანიპულირებას პოლიტიკური, ფინანსური და სხვა მოსაზრებების გამო.
It is certainly true that at times classification has been used as part of a broader abuse of psychiatry, whether for political, financial, or other reasons.
129131.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ბოქს 2.1-ში განხილულია სტიგმატიზაციის საკითხი ფსიქიატრიის სფეროში.
The issue of stigma in psychiatry is discussed in Box 2.1.
129132.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიტიკა მნიშვნელოვანია, ის მხოლოდ და მხოლოდ არგუმენტია კლასიფიკაციის მცდარი გამოყენების წინააღმდეგ.
Although these criticisms are important, they are arguments only against the improper use of classification.
129133.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
აშლილობები და მათი საზიანო შედეგები ვერ გაქრება იმით, თუ მათ ამ სახელებით აღარ მოვიხსენიებთ.
Disorders and their harmful consequences cannot be made to disappear by ceasing to give names to them.
129134.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ასკ-10-სა და დსმ-V-ში, რომლებიც შემდგომშია განხილული, ხაზგასმულია ის, რომ კლასიფიკაცია არის კომუნიკაციის საშუალება და გზამკვლევი, გადაწყვეტილების მიღებაში.
ICD-10 and DSM-5, to be discussed later, emphasize that classification is a means of communication and a guide to decisionmaking.
129135.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ფსიქიატრიაში კლასიფიკაციის გამოყენების სხვა სახის კრიტიკა უმეტესად ეხება დეტალებს და არა პრინციპებს.
Other criticisms of classification in psychiatry are mostly concerned with the specifics rather than the principles.
129136.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
მაგალითად, არის თუ არა დიაგნოსტირების კატეგორია სანდო და ვალიდური).
For example, whether a diagnostic category is reliable and valid.
129137.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ეს საკითხები წარმოდგენილია მოცემულ თავში და წიგნის სხვა ნაწილებში.
These issues are introduced in this chapter, and at various points throughout the book.
129138.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ბოქსი 2.1 სტიგმა.
Box 2.1 Stigma.
129139.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
სტიგმატიზაციის ტენდენციას, როგორც ჩანს, ღრმად აქვს ფესვები გადგმული ადამიანის ბუნებაში.
The tendency to stigmatize seems to be deeply rooted in human nature.
129140.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
სტიგმატიზაცია ემყარება შიშს, რომ განსხვავებული ადამიანები, შეიძლება მოიქცნენ შემაშინებლად და არაპროგნოზირებადნი იყვნენ.
Stigmatization is based on fear that those who seem different may behave in threatening or unpredictable ways.