მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129441.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თუ დადასტურდა სუიციდური აზრების არსებობა, დასვით დამატებითი კონკრეტული კითხვები.
If suicidal thoughts are acknowledged, further specific questions should be asked.
129442.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ასევე ჰკითხეთ მას, თუ რა ზეგავლენა იქონია ამ სიმპტომებმა მის ცხოვრებაზე.
Also ask him about the impact that the symptoms have had on his life.
129443.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
საჭიროა დიდი გულმოდგინება, რათა დადგინდეს სიმპტომების გამოვლენისა და გამწვავების ზუსტი თარიღი.
Considerable persistence may be needed to date the onset or an exacerbation of symptoms accurately.
129444.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ზოგჯერ სასარგებლოა კითხვების დასმა იმის თაობზე, თუ რა კავშირშია სიმპტომების აღმოცენება იმ მოვლენასთან, რომელიც პაციენტს შეიძლება ახსოვდეს.
It sometimes helps to ask how the onset of symptoms are related to an event that the patient is likely to remember.
129445.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ინტერვიუერი ავსებს ინტერვიუს სქემის შესაბამის სექციებს.
The interviewer completes the relevant parts of the full interview schedule.
129446.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
დროის დეფიციტის პირობებში ჯობს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა შეაფასოთ მისი ძირითადი ჩივილების დადგენის შემდეგ.
If time is short, it may be better to examine the mental state of patient after the presenting complaints have been clarified.
129447.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
საკმარისი დროის არსებობის პირობებში, ფსიქიკურ მდგომარეობას, ჩვეულებრივ, იკვლევენ ინტერვიუს დასარულს, შესაბამისი ფიზიკური მდგომარეობის გამოკვლევასთან ერთად.
When time is adequate, the mental state is usually examined at the end of the interview, together with any relevant physical examination.
129448.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
საშუალება მიეცით პაციენტს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სპონტანურად აღწეროს თავისი პრობლემები.
Allow the patient, as far as possible, to describe their problems spontaneously.
129449.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ამან, შესაძლოა, მოულოდნელად „გამოააშკარაოს“ ისეთი მასალა, რომელიც, შესაძლოა, არ გამოვლინდეს კითხვებზე პასუხის გაცემისას.
In this way, unexpected material may be exposed that might not be revealed by the answers to questions.
129450.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თუმცა, შეიძლება, მაინც გახდეს საჭირო კითხვების დასმა, რათა პაციენტი ასეთი გადახვევის შემდეგ თემას დაუბრუნდეს და კონკრეტული ინფორმაცია მოვიპოვოთ.
However, questions may be needed to bring the patient back to the point after a digression, and to elicit specific information.
129451.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
სადაც კი ეს შესაძლებელია, ინტერვიუერი დახურული ან მიმანიშნებელი კითხვების ნაცვლად ღია კითხვებს უნდა სვამდეს.
Whenever possible, the interviewer should use open rather than leading or closed questions.
129452.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მიმანიშნებელ კითხვებში პასუხია ნაგულისხმევი, ხოლო დახურული კითხვები მხოლოდ „კი“ ან „არა“ პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა.
A leading question suggests the answer, whereas a closed question allows only the answers ‘yes’ or ‘no’.
129453.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ასე მაგალითად, ისეთი დახურული კითხვის ნაცვლად, როგორიცაა - „ბედნიერად გრძნობთ თავს ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში?“, დასვით კითხვა: „როგორ ეწყობით თქვენ და თქვენი მეუღლე ერთმანეთს“?
Thus, for example, instead of the closed question "Are you happily married"? You might ask "How do you and your wife get on"?
129454.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ინტერვიუს დასრულებამდე კარგი იქნება, თუ დასვამთ შემდეგი სახის ზოგად კითხვებს: „ხომ არ დამავიწყდა ისეთი რამის კითხვა, რაც, თქვენი აზრით, ჩემთვის საინტერესო უნდა იყოს“?
Before ending the interview, it is good practice to ask a general question such as: "Have I forgotten to ask something that you think should be of interest to me"?
129455.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ბოქსში 3.1 შეჯამებულია ეფექტური ინტერვიურებისთვის საჭირო ტექნიკა.
Box 3.1 summarizes the techniques needed for effective interviewing.
129456.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ბოქსი 3.1 ეფექტური ფსიქიატრიული შეფასებისას გამოყენებული ზოგიერთი ტექნიკა.
Box 3.1 Some techniques for effective psychiatric assessments.
129457.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
დაეხმარეთ პაციენტს თავისუფლად ისაუბროს.
Help the patient to talk freely.
129458.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
აქაც შეგიძლიათ გამოიყენოთ არავერბალური სიგნალები.
Here nonverbal cues can be used.
129459.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
გარდა ამისა, გამოიყენეთ კონკრეტული სახის ჩარევა, როგორიცაა, „ახლა მინდა დამატებითი შეკითხვები დაგისვათ იმის თაობაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს“.
As well as specific interventions can be used, such as "At this point I’d like to ask you more about how you’ve been feeling".
129460.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ჩვენ შეგვიძლია თქვენს ფინანსურ პრობლემას მოგვიანებით დავუბრუნდეთ.
We can return to your money worries later.