მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129461.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
შეამოწმეთ, თუ რამდენად სწორად გესმით ნათქვამი და დარწმუნდით იმაში, რომ მოიცავით პაციენტისთვის მნიშვნელოვანი ყველა პრობლემა.
Check your understanding, and that you have enquired about all of the areas the patient thinks are important.
129462.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეს ნაბიჯი აგრეთვე დაგეხმარებათ ჩამოიყალიბოთ აზრი დიაგნოზისა და დაავადების მიზეზების შესახებ.
This step also helps you to formulate your views on the diagnosis and causes.
129463.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
შეფასებისას მოქნილობა გმართებთ, ეს ეხება როგორც ხანგრძლივობას, ისე მის თანმიმდევრობას.
Be flexible in assessments, with regard to both their length and sequence.
129464.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
შეარჩიეთ კითხვები იმისდა მიხედვით, თუ როგორი ვარაუდები გაგიჩნდებათ დიაგნოზთან, მიზეზებთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
Select questions according to the emerging possibilities regarding diagnoses, causes, and plans of action
129465.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ინფორმატორების ინტერვიუირება.
Interviewing informants.
129466.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
სადაც კი ეს შესაძლებელია, პაციენტის ავადმყოფობის ისტორია უნდა შეივსოს ინფორმაციით, რომელსაც გვაწვდის პაციენტის ახლო ნათესავი ან რომელიმე სხვა პირი, რომელიც კარგად იცნობს მას.
Whenever possible, the patient’s history should be supplemented by information from a close relative or another person who knows him well.
129467.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეს ბევრად მნიშვნელოვანია ფსიქიატრიაში, ვიდრე მედიცინის სხვა დარგებში.
This is much more important in psychiatry than in the rest of medicine.
129468.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ფსიქიკური დაავადების მქონე ზოგიერთი პაციენტი ვერ აცნობიერებს თავისი სიმპტომების სიმძიმეს.
Some psychiatric patients are unaware of the significance of their symptoms.
129469.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ზოგი პაციენტი კარგად აცნობიერებს თავის პრობლემას, მაგრამ არ სურს მისი გამჟღავნება.
Some patients are aware of their problems but do not wish to reveal them.
129470.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ ალკოჰოლს, ხშირად არ ამხელენ მიღებული სასმელის რაოდენობას.
For example, people who misuse alcohol often conceal the extent of their drinking.
129471.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პაციენტები და მათი ნათესავები შეიძლება განსხვავებულ ინფორმაციას იძლეოდნენ მის პიროვნულ მახასიათებლებზე.
Patients and relatives may also give quite different accounts of his personality characteristics.
129472.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ინტერვიუ პარტნიორთან ან ნათესავთან ტარდება არა მხოლოდ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, არამედ პაციენტისა და დაავადებისადმი მათი დამოკიდებულების გასარკვევად.
Interviews with a partner or relative are used not only to obtain additional information about the patient’s condition, but also to assess their attitudes to the patient and the illness.
129473.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
გარდა ამისა, ინტერვიუ საშუალებას გაძლევთ გაარკვიოთ, თუ რამდენად დიდი ტვირთია ავადმყოფობა მისი ახლობლებისთვის და როგორ ახერხებენ ისინი თავის გართმევას.
In addition, interview provide an opportunity to learn what burdens the illness has placed on his relative, and how they have tried to cope.
129474.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ინფორმატორისაგან მიღებული ინფორმაცია მაშინაა არსებითი მნიშვნელობის მქონე, როდესაც პაციენტს არ შეუძლია თავისი მდგომარეობის ზუსტად აღწერა, მაგ., დაქვეითებული მეხსიერების გამო.
Information from an informant is essential when the patient is unable to give an accurate account of his condition (e.g. because of impaired memory).
129475.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ბოლოს, თუ მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოპოვება პაციენტის ბავშვობის შესახებ, ინტერვიუ მშობელთან შეიძლება ძალზე ინფორმატული აღმოჩნდეს.
Finally, when it is important to know about the patient’s childhood, an interview with a parent can be very informative.
129476.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ინფორმატორებს შეგიძლიათ შეხვდეთ ცალკე, ან ისინი პაციენტთან ინტერვიუზე მოიწვიოთ.
Informants can either be seen separately, or invited to join the interview with a patient.
129477.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
არსებობს რამდენიმე სიტუაცია, როდესაც პაციენტის ნებართვა არ არის აუცილებელი ნათესავის ან სხვა ინფორმატორის ინტერვიუირების წინ (მაგალითად, როდესაც პაციენტი ბავშვია, ან როდესაც ზრდასრული პაციენტი მუნჯია ან აბნეულია).
There are a few situations in which the patient’s permission is not required before interviewing a relative or other informant - for example, if the patient is a child, or when adult patients are mute or confused.
129478.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
სხვა შემთხვევებში, ექიმმა უნდა განუმარტოს პაციენტს, თუ რატომ არის საჭირო ინფორმატორის ინტერვიუირება.
In other cases, the doctor should explain to the patient the reasons for interviewing the informant.
129479.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თუ ნათესავს უნდა მივაწოდოთ რაიმე სახის ინფორმაცია (მაგალითად, მკურნალობის შესახებ), ეს პაციენტის ნებართვას საჭიროებს.
If any information needs to be given to a relative - for example, about treatment - the patient’s permission should be obtained.
129480.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თავიდან ინტერვიუერი განმარტავს ინტერვიუს ჩატარების მიზანს.
The interviewer begins by explaining the purpose of the interview.