მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129481.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ინტერვიუერი სენსიტიური უნდა იყოს ასეთი იდეების მიმართ და, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს კიდეც ისინი.
The interviewer should be sensitive to such ideas and, when appropriate, discuss them.
129482.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეს მაშინაცაა მნიშვნელოვანი, თუ ინფორმატორმა ინტერვიუერს ისეთი რამ უთხრა, რაც პაციენტთან ერთად უნდა იქნეს განხილული.
This is important even when the informant has revealed something that should be discussed with the patient.
129483.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ასეთი რამ მხოლოდ პაციენტის ნებართვით უნდა ხდებოდეს.
This should be done only with the patient’s permission.
129484.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ფსიქიკური გამოკვლევის ძირითადი ნაწილებია ფსიქიატრიული ისტორია და ფსიქიკური სტატუსის კვლევა.
The main parts of a psychiatric assessment are the psychiatric history and the mental state examination.
129485.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეს უკანასკნელი ინტერვიუს დროს გამოვლენილი სიმპტომებისა და ნიშნების დაფიქსირებას გულისხმობს, ხოლო ფსიქიატრიული ისტორია მოიცავს ყველაფერ დანარჩენს.
The latter covers the symptoms and signs present during the interview, and the psychiatric history deals with everything else.
129486.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ამ ქვეთავში საუბარია ფსიქიატრიულ ისტორიაზე, რომელსაც მოსდევს ფსიქიკური მდგომარეობის კვლევა და სხვა სახის გამოკვლევები.
This section covers the psychiatric history, followed by the mental state examination, and then the other aspects of the assessment.
129487.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ქვემოთ მოტანილია ანამნეზის შეკრების ყველაზე გავრცელებული სქემა.
A commonly used scheme for history- taking is given below.
129488.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
უფრო დეტალური ინფორმაცია შემდგომ ჩანაწერებში უნდა იქნეს დაფიქსირებული.
More detailed information are provided in the subsequent notes.
129489.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
როგორც ზემოთ ითქვა, ინტერვიუს უდიდესი ნაწილი დიაგნოსტიკური სიმპტომების გამოვლენაზეა მიმართული.
As noted above, much of the interview is designed to elicit diagnostic symptoms.
129490.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ქვემოთ მოტანილი სქემა სრული და თანმიმდევრულია, რადგან ამ ტიპის გამოკვლევის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია იქამდე, სანამ მოკლე ინტერვიუ ჩატარდებოდეს.
The following scheme is comprehensive and systematic, as an ability to conduct this form of assessment is essential before briefer interviews are attempted.
129491.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ შემთხვევაში სრული ანამნეზის შეკრება არც შესაძლებელია და არც აუცილებელი, მოპოვებული ინფორმაცია ყოველთვის თანმიმდევრული და სტანდარტული წესით უნდა აღირიცხოს.
Although it is neither possible nor necessary to take a full history on every occasion, the information that has been elicited should always be recorded systematically and in a standard order.
129492.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეს დაეხმარება ინტერვიუერს, გაიხსენოს ყველა სავარაუდოდ მნიშვნელოვანი თემა და ის შემდგომში დამატებითი ინფორმაციით შეავსოს.
This helps the interviewer to remember all of the potentially important topics and to add further information later.
129493.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეს პრაქტიკა, აგრეთვე, საქმეს უადვილებს იმ კოლეგებს, რომლებიც ამ ჩანაწერებს მომავალში გამოიყენებენ.
The practice also makes it easier for colleagues who need to refer to the notes in the future.
129494.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ანამნეზის შეკრების სქემა.
A scheme for history-taking.
129495.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ინფორმაცია ჯგუფდება შესაბამის თემებად, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილში 2.2.
Information is grouped under the headings shown in in Table 3.2.
129496.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ინფორმატორი.
Informant.
129497.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ჩვეულებრივ, მთავარი ინფორმატორი პაციენტია.
Usually the principal informant is the patient.
129498.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თუ ეს ასე არ არის, დაასახელეთ მიზეზი.
If not, state the reason.
129499.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ნაცნობობის ხანგრძლივობა.
Length of acquaintance.
129500.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ამჟამინდელი მდგომარეობა.
Present condition.