მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129741.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მხედველობითი ჰალუცინაციები უნდა განვასხვავოთ მხედველობითი ილუზიებისაგან.
Visual hallucinations must be distinguished from visual illusions.
129742.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თუ ჰალუცინაცია ინტერვიუს განმავლობაში არ იჩენს თავს, ეს ორი ერთმანეთისაგან ძნელი გასარჩევია, რადგან მათი გარჩევა ხდება იმ ვიზუალური სტიმულის არსებობა-არარსებობის მიხედვით, რომლის მცდარ ინტერპრეტაციასაც პაციენტი იძლევა.
Unless the hallucination is not experienced at the time of the interview, this distinction may be difficult because it depends on the presence or absence of a visual stimulus which has been misinterpreted by patient.
129743.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ამის გარდა, ინტერვიუერმა უნდა განასხვავოს ჰალუცინაცია დისოციაციური განცდებისაგან.
The interviewer should also distinguish hallucinations from dissociative experiences.
129744.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ამ უკანასკნელის დროს პაციენტი ამბობს, რომ მასთან სხვა ადამიანი ან სული იმყოფება, რომელთანაც საუბარი შეუძლია.
The latter are described by the patient as the feeling of being in the presence of another person or a spirit with whom they can converse.
129745.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეს განცდები დიაგნოსტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
They experiences have little diagnostic significance.
129746.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
კოგნიტური ფუნქციები.
Cognitive function.
129747.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კოგნიტური ფუნქციების სათანადოდ შეფასება, რადგან იმისდა მიხედვით, თუ რა შედეგებს მივიღებთ, ინტერვიუერს, შესაძლოა, მოუწიოს ინტერვიუს შემოკლება ან გადადება.
If so, the assessment of cognitive function should be brought forward, as the result may lead the interviewer to curtail the rest of the interview or to postpone.
129748.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ორიენტაცია.
Orientation.
129749.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თავიდან კონკრეტული კითხვები წელიწადს, თვესა და რიცხვს ეხება.
Specific questions begin with the day, month, and year.
129750.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პასუხების შეფასებისას გახსოვდეთ, რომ ბევრმა ჯანმრთელმა ადამიანმა ზუსტად არ იცის, თუ რა დღეა დღეს.
When assessing the replies, remember that many healthy people do not know the exact date.
129751.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თუ პაციენტი სწორად ვერ გასცემს პასუხს დასმულ კითხვებს, ჰკითხეთ საკუთარი ვინაობის შესახებ.
If the patient cannot answer these questions correctly, they should be asked about their own identity.
129752.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ყურადღება და კონცენტრაცია.
Attention and concentration.
129753.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ანამნეზის შეკრებისას ინტერვიუერი უნდა დააკვირდეს იმ მონაცემებს, რომლებიც ყურადღებისა და კონცენტრაციის მაჩვენებელია.
While taking the history the interviewer should look out for information of attention and concentration.
129754.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ამდენად, ფსიქიკური სტატუსის კვლევამდე მას უკვე გარკვეული შთაბეჭდილება შეექმნება ამ უნარების შესახებ.
In this way an opinion will already have been formed about these abilities before reaching the mental state examination.
129755.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პაციენტს სთხოვენ, 100-ს გამოაკლოს 7 და მიღებულ ციფრს კვლავ გამოაკლოს შვიდი და ეს გაიმეოროს იმდენჯერ, სანამ საბოლოოდ მიღებული სხვაობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდება.
The patient is asked to subtract 7 from 100 and then to keep subtracting 7 from the remainder until the resulting number is less than 7.
129756.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
უნდა აღირიცხოს ამ ამოცანის შესრულების დრო და შეცდომების რაოდენობა.
The time taken to do this is recorded, together with the number of errors.
129757.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პაციენტს უნდა ვთხოვოთ, შეასრულოს გამოკლების უფრო მარტივი ოპერაცია ან დაასახელოს წელიწადის თვეები შებრუნებული თანმიმდევრობით.
The patient should be asked to do a simpler subtraction, or to state the months of the year in reverse order.
129758.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მეხსიერება.
Memory.
129759.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ანამნეზის შეკრებისას ინტერვიუერმა პაციენტის მიერ აღწერილი წარსულის მოვლენები უნდა შეადაროს სხვა ინფორმატორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ყურადღება მიაქციოს მათ შორის არსებულ განსხვავებას.
While taking the history the interviewer should compare the patient’s account of past events with those of any other informants, and be alert for gaps or inconsistencies.
129760.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თუ მეხსიერების ფუნქცია დაქვეითებულია, უნდა დაფიქსირდეს კონფაბულაციის ნებისმიერი გამოვლინება.
If memory is impaired, any evidence of confabulation should be noted.