მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129681.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია.
Depersonalization and derealization.
129682.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ჩვეულებრივ, დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია შფოთვით აშლილობას ახასიათებს.
Depersonalization and derealization are usually symptoms of anxiety disorders.
129683.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პაციენტებს, რომლებსაც განუცდიათ დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია, უჭირთ ამის აღწერა, ხოლო ის პაციენტები, რომლებსაც ეს არ განუცდიათ, კითხვის არასწორად გაგების გამო, შეიძლება დაგვეთანხმონ, რომ აქვთ ეს სიმპტომები.
Patients who have experienced depersonalization and derealization find them difficult to describe, and patients who have not experienced them may say that they have these symptoms because they have misunderstood the questions.
129684.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
გქონიათ თუ არა ოდესმე ისეთი შეგრძნება, რომ თქვენს გარშემო მყოფი ობიექტები არარეალურია?
Do you ever feel that things around you are unreal?
129685.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ხომ არ გქონიათ ოდესმე ისეთი განცდა, რომ თქვენ ან თქვენი სხეულის რომელიმე ნაწილი არარეალურია?
Do you ever feel unreal or that part of your body is unreal?
129686.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
დერეალიზაციის მქონე პაციენტები გარემოში არსებულ ობიექტებს აღწერენ როგორც ხელოვნურს და უსიცოცხლოს.
Patients with derealization often describe things in the environment as seeming artificial and lifeless.
129687.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
დეპერსონალიზაციის მქონე პაციენტები ამბობენ, რომ საკუთარ თავს გაუცხოებულად აღიქვამენ და არ შეუძლიათ ემოციების განცდა.
Patients with depersonalization may say that they feel alienated, unable to feel emotion.
129688.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
აზრები.
Thoughts.
129689.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეს ინფორმაცია, შესაძლოა, გვამცნობდეს ბოდვითი აშლილობის, დეპრესიის, კვებითი დარღვევების არსებობას და მან შეიძლება მიგვითითოს, თუ რა მიმართულებით წავიყვანოთ შემდგომი გამოკითხვა.
This information may signify a delusional disorder, depression, and an eating disorder, respectively, and indicate areas for further questioning.
129690.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თუმცა, ამ ნაწილის ძირითადი მიზანია პაციენტის აზრების ხასიათის განსაზღვრა, სახელდობრ კი, ობსესიური და ბოდვითი აზრების გამოვლენა.
However, the main purpose of this section is to determine the nature of the patient’s thoughts, and in particular to identify obsessions and delusions.
129691.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ობსესიები.
Obsessions.
129692.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ობსესიები აღწერილია 13-14 გვერდებზე.
Obsessions are described on page 13-14.
129693.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თქვენს გონებაში მუდმივად ხომ არ იჭრება აზრები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობთ განდევნოთ ისინი?
Do any thoughts keep coming into your mind, even though you try hard to stop them?
129694.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თუ პაციენტი ამ კითხვაზე პასუხობს „დიახ“, ვთხოვოთ, მოიყვანოს მაგალითი.
If the patient says "Yes", they should be asked for an example.
129695.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პაციენტს შეიძლება რცხვენოდეს იმის აღიარება, რომ მას აკვიატებული აზრები აქვს, განსაკუთრებით თუ ისინი ძალადობას ან სექსს ეხება.
Patients may be ashamed of obsessional thoughts, especially those about violence or sexual themes.
129696.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
კომპულსიები.
Compulsions.
129697.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
აკვიატებულ აზრებს ხშირად თან სდევს კომპულსური ქცევა.
Obsessional thoughts are often accompanied by compulsive acts.
129698.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ზოგიერთ ქცევაზე დაკვირვება უშუალოდაა შესაძლებელი (თუმცა, იშვიათად ინტერვიუს დროს).
Some of these acts can be observed directly (although rarely during the interview).
129699.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
იძულებული ხომ არ ხართ, გადაამოწმოთ ისეთი ქმედებები, რომლებიც ნამდვილად იცით რომ დაასრულეთ?
Do you have to keep checking activities that you know you have completed?
129700.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ხომ არ ასრულებთ გამუდმებით ერთსა და იმავე მოქმედებას, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა მხოლოდ ერთხელ ასრულებს?
Do you have to do things over and over again when most people would have done them only once?