მოიძებნა 668043 ჩანაწერი
133261.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
მიუხედავად ამისა, ზოგადად მიღებულია, რომ გამოხატული მელანქოლიური დეპრესია ასოცირდება რიგ საერთო კლინიკურ მახასიათებელთან:
Despite this, it is generally agreed that clear-cut melancholic depression is associated with the clinical correlates:
133262.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
უფრო მწვავე სიმპტომატიკა;
More severe symptomatology;
133263.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
სუსტი პასუხი პლაცებო-მკურნალობაზე;
Poor response to placebo medication;
133264.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ნეირობიოლოგიური პათოლოგიების მეტი მტკიცებულება.
More evidence of neurobiological abnormalities.
133265.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ამასთან, მელანქოლიის დიაგნოზი მიუთითებდა რაოდენობრივად განსხვავებულ უფრო მწვავე ფორმის არსებობაზე, ვიდრე განსხვავებულ ეტიოლოგიურ ქვეჯგუფზე.
However, the diagnosis of melancholia indicated the presence of a quantitatively more severe form of depression, rather than a distinct aetiological subtype.
133266.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ფსიქოზური დეპრესია.
Psychotic depression.
133267.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ფსიქოზური სიმპტომატიკის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ ანტიდეპრესანტებით მკურნალობა არ არის საკმარისი და საჭიროა მათი ანტიფსიქოზურ მედიკამენტებთან კომბინაცია.
The presence of psychotic features indicates that treatment with antidepressant medication alone is unlikely to be successful, and that combination with antipsychotic drugs is usually needed.
133268.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
არამელანქოლიური დეპრესია.
Non-melancholic depression.
133269.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ეს ტერმინი თანამედროვე დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებში აღარ გვხვდება.
This term does not appear in current diagnostic classifications.
133270.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
როგორც ზემოთ აღინიშნა, ატიპიურ დეპრესიას აქვს დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომატიკა.
As noted above, atypical depression has particular clinical characteristics.
133271.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
უნიპოლარული და ბიპოლარული აშლილობები.
Unipolar and bipolar disorders.
133272.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
გუნებ-განწყობის აშლილობებს, როგორც წესი, რეკურენტობა ახასიათებს და კრეპელინი სწორედ მიმდინარეობით ხელმძღვანელობდა, როცა მანია და დეპრესია ერთ დაავადებად გააერთიანა.
Mood disorders are characteristically recurrent, and Kraepelin was guided by the course of illness when he brought mania and depression together as a single entity.
133273.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
მან აღმოაჩინა, რომ დაავადება ძირითადად ერთნაირად მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, საწყისი ეპიზოდი მანია იყო, თუ დეპრესია.
He found that the course was essentially the same whether the original disorder was manic or depressive, and so he put the two together in a single category of manic–depressive psychosis.
133274.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ეს შეხედულება, საზოგადოდ, მიღებული იყო 1962 წლამდე, სანამ ლეონჰარდმა არ შემოგვთავაზა დაყოფა შემდეგ სამ ჯგუფად:
This view was widely accepted until 1962, when Leonhard and colleagues suggested a division into three groups:
133275.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
პაციენტები, რომელთაც მხოლოდ დეპრესიული აშლილობა აქვთ - უნიპოლარული დეპრესია;
Patients who had had a depressive disorder only (unipolar depression).
133276.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
პაციენტები, რომლებსაც მხოლოდ მანიაკალური აშლილობა აქვთ - უნიპოლარული მანია;
Patients who had had mania only (unipolar mania).
133277.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
პაციენტები, რომლებსაც როგორც დეპრესიული, ისე მანიაკალური აშლილობა აქვთ - ბიპოლარული.
Patients who had had both depressive disorder and mania (bipolar).
133278.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
სეზონური აფექტური აშლილობა.
Seasonal affective disorder.
133279.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ზოგიერთი პაციენტი დეპრესიული ხდება წელიწადის ერთსა და იმავე დროს, უპირატესად, შემოდგომასა და ზამთარში.
Some patients repeatedly develop a depressive disorder at the same time of year, usually the autumn or winter.
133280.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ჰიპერსომნია;
Hypersomnia;