მოიძებნა 668043 ჩანაწერი
133481.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ეს მონაცემები გვიჩვენებს, რომ სტაციონირებული მძიმე დეპრესიის მქონე პაციენტების შემთხვევაში ეკ-თერაპია უფრო შედეგიანია (ყოველ შემთხვევაში, ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში).
These data suggest that, in severely depressed inpatients, ECT is probably superior to antidepressant drug treatment, at least in the short term.
133482.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
კლინიცისტები, როგორც წესი, თანხმდებიან, რომ ეკთ-ით მკურნალობა ყველაზე ეფექტურია მძიმე დეპრესიის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა წონის საგრძნობი კლება, დილით ადრე გაღვიძება, შეკავება და ბოდვა აღინიშნება.
Clinicians generally agree that the therapeutic effects of ECT are greatest in severe depressive disorders, especially those in which there is marked weight loss, early morning waking, retardation, and delusions.
133483.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
სხვა კვლევებით დაადგინეს, რომ ფსიქოზური სიმპტომების შემთხვევაში ეკთ-ს გამოყენება უფრო ეფექტურია, ვიდრე ცალ-ცალკე ტრიციკლური ანტიდეპრესანტებითა ან ანტიფსიქოზური მედიკამენტებით მკურნალობა.
Other studies have established that patients with depressive psychosis respond better to ECT than to tricyclic antidepressants or antipsychotic drugs given alone.
133484.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
თუმცა, ამ პრეპარატების კომბინაცია შესაძლოა ისეთივე შედეგიანი იყოს, როგორც ეკ-თერაპია (უშუალოდ ამის შესასწავლად პირდაპირი კვლევები არ ჩატარებულა).
However, combined treatment with antidepressants and antipsychotic drugs may be about as effective as ECT, although no direct comparisons have been made.
133485.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ეკთ-ს პრაქტიკული მნიშვნელობა არის ის, რომ მისი გამოყენება იძლევა შედეგს მაშინ, როდესაც (ფსიქოზური ნიშნების არსებობისა თუ არარსებობის მიუხედავად) სრული კურსით ჩატარებული მკურნალობით სათანადო შედეგი მიღწეული არაა.
Another point of practical importance is that ECT may often prove effective in depressed patients who have not responded to full trials of medication, whether or not psychotic features are present.
133486.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
თუმცა, ასეთ შემთხვევებში მაღალია რეციდივების სიხშირე.
However, in such patients relapse rates are high.
133487.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ყველა დეპრესიულ პაციენტს, რა მკურნალობასაც არ უნდა გადიოდეს, ესაჭიროება ფსიქოთერაპია, მისი ზოგადი გაგებით.
All depressed patients, whatever other treatment they may be receiving, require psychotherapy in a general sense.
133488.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ამან შესაძლოა, განაპირობოს გარკვეული სიმპტომატური გაუმჯობესება და ხელი შეუწყოს პაციენტის მიერ მკურნალობის რეჟიმის სათანადოდ დაცვას.
It can provide some symptomatic relief, and can also increase the likelihood that pessimistic patients will adhere to specific treatments.
133489.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
გამხნევება პაციენტის მეწყვილეს, ოჯახის წევრებსა და მის ზრუნვაში ჩართულ სხვა პირებსაც სჭირდებათ.
Reassurance should also be given to the patient's partner, other family members, and other people involved in their care.
133490.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ზოგადად, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეპრესიის შემთხვევაში, ფსიქოთერაპია გარკვეულწილად უფრო ეფექტურია, ვიდრე პირველად ჯანდაცვაში გამოყენებული ჩვეული მკურნალობა.
In general, psychotherapies are somewhat more effective than treatment as usual in the management of mild to moderate depression, particularly in primary care.
133491.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
მხარდაჭერითი ფსიქოთერაპია სცდება კლინიკურ მენეჯმენტს.
Supportive psychotherapy goes beyond clinical management.
133492.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
რანდომიზებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ზომიერი დეპრესიის მქონე პაციენტის მკურნალობისას პრობლემის დაძლევაზე მიმართული თერაპია უფრო ეფექტურია, ვიდრე ჯანდაცვის პირველად რგოლში გამოყენებული ჩვეული მკურნალობა.
Randomized trials suggest that problem-solving treatment is better than treatment as usual in moderately depressed patients in primary care.
133493.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
დეპრესიის დროს, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ძირითადი მიზანია დაეხმაროს პაციენტებს შეცვალონ თავიანთი აზროვნება და ქცევა ცხოვრებისეული მოვლენებისა და დეპრესიული სიმპტომების მიმართ.
For depressive disorder, the essential aim of cognitive behaviour therapy is to help the patient to modify their ways of thinking and acting in relation to life situations and depressive symptoms.
133494.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია არის პიროვნული ურთიერთობებისა და ცხოვრებისეული პრობლემებისადმი სისტემური და სტანდარტიზებული თერაპიული მიდგომა.
Interpersonal psychotherapy is a systematic and standardized treatment approach to personal relationships and life problems.
133495.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ისეთივე ეფექტურია, როგორც ანტიდეპრესანტებით მკურნალობა.
Is as effective as antidepressant medication.
133496.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
უფრო ეფექტურია ანტიდეპრესანტებთან კომბინაციაში.
Is more effective when combined with antidepressants.
133497.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
თუმცა, უცნობია მწვავე დეპრესიული მდგომარეობის დროს რა უფრო ეფექტურია - ინტერპერსონალური თერაპიისა და ანტიდეპრესანტების კომბინაცია, თუ მარტო ანტიდეპრესანტები.
However, it is not clear whether the combination of interpersonal therapy and antidepressants is better than antidepressants alone for the treatment of acute depression.
133498.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ინტერვენციის მიზანია ამ ურთიერთობების ბუნების განსაზღვრა-დადგენა.
The aim of the intervention is to understand the nature of these interactions.
133499.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
პრაქტიკაში ანტიდეპრესანტებით მკურნალობა და წყვილების თერაპია ერთად გამოიყენება, მაგრამ აღნიშნული კომბინაცია სათანადოდ შეფასებული არ არის.
In practice, antidepressant treatment and couple therapy are often used together, but the combination has not been well evaluated.
133500.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
დეპრესიული სიმპტომების გაუმჯობესება სრული უძილობის შემთხვევაში, თითქმის ყოველთვის დროებითია;
The alleviation of depressed mood after total sleep deprivation is nearly always temporary;