მოიძებნა 668043 ჩანაწერი
133541.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
სხვა ადამიანებზე აშლილობის გავლენის შეფასება.
To gauge the effect of the disorder on other people.
133542.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
დიაგნოზი დამოკიდებულია ისტორიის დეტალურ აღწერასა და ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებაზე.
Diagnosis depends on thorough history-taking and examination of the physical and mental state.
133543.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რათა არ გამოგვეპაროს იმ პაციენტების დეპრესიული აშლილობა, რომლებიც თავად არ უჩივიან დეპრესიულ მდგომარეობაში ყოფნას („შენიღბული დეპრესია“).
Particular care should be taken not to overlook a depressive disorder in patients who do not complain spontaneously of being depressed ('masked depression').
133544.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
მნიშვნელოვანია, რომ დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი არ დადგინდეს მხოლოდ თვალშისაცემი დეპრესიული სიმპტომების საფუძველზე.
It is important not to diagnose a depressive disorder simply on the grounds of prominent depressive symptoms.
133545.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
უნდა გვახსოვდეს, რომ გარკვეულ ნივთიერებებს - როგორც ლეგალურს, ასევე არალეგალურს, შეუძლია დეპრესიის გამოწვევა.
It should also be remembered that certain drugs — both legal and illegal — can induce depression.
133546.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება გუნებ-განწყობის რეკურენტული ეპიზოდები.
Some patients will have had recurrent episodes of mood disorder.
133547.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გამოვიკითხოთ მანიისა და ჰიპომანიის წინა ეპიზოდები, მაშინაც კი, თუ ეს ეპიზოდები მსუბუქი და ხანმოკლე იყო.
It is particularly important to ask about possible previous episodes of mania and hypomania, even if these were mild and short-lived.
133548.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მანიის ისტორია, გუნებგანწყობის აშლილობა ბიპოლარულია.
If there is a history of mania, the mood disorder is bipolar.
133549.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
აშლილობის სიმწვავე განისაზღვრება არსებული სიმპტომატიკით.
The severity of the disorder is judged from the symptoms.
133550.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
შეფასების დროს უნდა გავითვალისწინოთ როგორც არსებული სიმპტომების სიმწვავე, ასევე მდგომარეობის ხანგრძლივობა და მიმდინარეობა.
In this assessment, the duration and course of the condition should be taken into account as well as the severity of the present symptoms.
133551.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
დაავადების ხანგრძლივობა არა მარტო პროგნოზის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, არამედ გვიჩვენებს პაციენტის დისტრესთან გამკლავების უნარსაც.
Not only does the length of the history affect the prognosis, but it also gives an indication of the patient's capacity to tolerate further distress.
133552.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
გახანგრძლივებულ, თუნდაც არამწვავე აშლილობას, პაციენტის სასოწარკვეთამდე მიყვანა შეუძლია.
A long-continued disorder, even if not severe, can bring the patient to the point of desperation.
133553.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
აუცილებელია ყოველთვის შეფასდეს სუიციდის რისკი.
The risk of suicide must be judged in every case.
133554.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
მაპროვოცირებელი მიზეზები შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური და სოციალური (ამ თავში უკვე განვიხილეთ ცხოვრებისეული მოვლენები), ან ფიზიკური დაავადება და მისი მკურნალობა.
Provoking causes may be psychological and social (the 'life events' discussed earlier in this chapter), or they may be physical illness and its treatment.
133555.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
მსგავსი შემთხვევების შესაფასებლად კარგი პრაქტიკაა პაციენტის სამუშაოს, ფინანსური მდგომარეობის, ოჯახური ცხოვრების, სოციალური აქტივობების, ცხოვრების პირობებისა და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ რუტინული გამოკითხვის ჩატარება.
In assessing such cases, it is good practice to enquire routinely about the patient's work, finances, family life, social activities, general living conditions, and physical health.
133556.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
გამოკითხვამ უნდა მოიცვას ოჯახი, მეგობრები და სამუშაო.
Enquiries should cover family, friends, and work.
133557.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
დეპრესიული აშლილობის პერიოდში მოსიყვარულე ოჯახმა შესაძლოა, დახმარება გაუწიოს პაციენტს და შეუქმნას მეგობრული გარემო, წაახალისოს მაშინ, როცა მას დაკარგული აქვს რწმენა და ხელი შეუწყოს მის ჩართვას შესაფერის აქტივობებში.
A loving family can help to support patients through a period of depressive disorder by providing company, encouraging them when they have lost confidence, and guiding them into suitable activities.
133558.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ზოგიერთი პაციენტისთვის სამუშაო არის ღირსეული სოციალური რესურსი, რომელიც უზრუნველყოფს რელაქსაციას და მეგობრულ ურთიერთობებს.
For some patients, work is a valuable social resource, providing distraction and comradeship.
133559.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ზოგისთვის სამუშაო სტრესის გამომწვევი მიზეზია.
For others it is a source of stress.
133560.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ყველაზე თვალსაჩინო პრობლემები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც პაციენტი მასზე დამოკიდებული პატარა ბავშვების დედაა.
The most obvious problems arise when a severely depressed patient is the mother of young children who depend on her.