მოიძებნა 668043 ჩანაწერი
138161.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
A DEC member with a dissenting opinion shall respect and comply with the decisions delivered by the commission.
138162.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
He/she may not impede the execution of the DEC decision by his/her action/inaction.
138163.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი.
Paperwork of DECs.
138164.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალები - კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული წერილების სარეგისტრაციო, ასლის გაცემის/დამოწმების სარეგისტრაციო და საკონკურსო განაცხადების აღრიცხვის ჟურნალები, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.
A district election commission shall keep registration book for the registration of incoming and outgoing letters of the commission, registration of issued / certified copies and tender applications, and a secretary of the commission shall be responsible for this paperwork.
138165.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მდივნის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წლით არჩეულ წევრთაგან ერთ-ერთი;
If the secretary is unable to exercise his/her powers, the registration book shall be kept by one of the members of the district election commission, elected for 5 years by order of the chairman of the district election commission.
138166.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია კომისიის წევრის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე პერსონალი (გარდა კენჭისყრის დღისა).
And in cases when it is impossible for the member of the commission to exercise these powers, the support staff of the district election commission shall ensure the keeping of the registration book by an order of the chairperson of the district election commission (except for the polling day).
138167.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
ყურადღება! კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების, საჩივრების მიღებას და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
Attention! On the day of voting, a secretary of the district election commission shall receive applications, complaints and register them with the district election commission.
138168.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
კომისია კორესპონდენციას/დოკუმენტებს იღებს სამუშაო დღის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცესკოს თავმჯდომარის 2019 წლის 22 ნოემბრის N01-168 ბრძანების დანართით N2 განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიების საქმისწარმოების წესის შესაბამისად.
The Commission shall accept correspondence / documents from 10:00 to 18:00 in working days, in accordance with the Rules of Procedure of District Election Commissions determined by Appendix N2 to the Order N01-168 of the CEC Chairperson of 22 November 2019 on the Approval of the Rules of Procedure of the Office of the Central Election Commission of Georgia and District Election Commissions.
138169.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
ყურადღება! საოლქო საარჩევნო კომისიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიღებულ განცხადებებს/ საჩივრებს არ გააჩნია იურიდიული ძალა და არ განიხილება კომისიის მიერ.
Attention! Applications / complaints addressed to a DEC email shall have no legal force and shall not be considered by the commission.
138170.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
ყოველი დღის 18:00 საათზე (გარდა კენჭისყრის დღისა) კომისიის უფლებამოსილი პირი ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალებს, თუ სამუშაო დღის განმავლობაში რეგისტრაციაში გატარდა განცხადება/წერილი/საკონკურსო განაცხადი ან სხვა სახის კორესპონდენცია.
Every day at 18:00 (except for a polling day), an authorized person of the commission shall close registration book if an application / letter / tender application or other correspondence has been registered during the working day.
138171.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
ამ მიზნით, თითოეული სახის ჟურნალში უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ კეთდება ჩანაწერი „ჟურნალი დაიხურა“, ზუსტი დროს მითითებით, რასაც კომისიის უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით.
For this purpose, after the last entry in each type of registration book, an entry is made "The registration book is closed" indicating the exact time, which is confirmed by a signature of the authorized person of the commission.
138172.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
ჟურნალის/ჟურნალების დახურვის შემდეგ იკრძალება მასში რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.
Once a registration book/books are closed, it shall be prohibited to register any documents in it.
138173.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
ყურადღება! ნებისმიერი განცხადება, რომელიც წარედგინება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, ავტომატურად ითვლება ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვად.
Attention! Any application submitted to an subsidiary DEC shall be automatically considered a referral to the DEC.
138174.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში დოკუმენტაციას აგზავნის „გასული წერილის“ სახით.
An subsidiary DEC shall submit documents to the main DEC in the form of "outgoing letters".
138175.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია დაიტოვოს ამ დოკუმენტაციის ასლები.
The subsidiary DEC shall be required to keep copies of these documents.
138176.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიცემა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
A DEC shall issue information about elections and electoral documents within 2 days from the moment as requested, and if provision of information takes more time, in the manner established by the General Administrative Code of Georgia.
138177.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით.
Except for the legal acts the deadline for appeal of which is defined in Article 77 of the Organic Law of Georgia – The Election Code of Georgia.
138178.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
ყურადღება! საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს.
Attention! A photocopy of the summary protocol (attached with dissenting opinions of commission members) shall be immediately given to representatives of a party/initiative group of voters and to observers from an observer organisation.
138179.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია.
From the second day of the polling day, the DECs shall issue photocopies of the PEC’s summary protocol of the polling results.
138180.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი I
ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
Receipt of a photocopy of the protocol shall be confirmed by a representative / observer by signing the registration book of the District Election Commission.