მოიძებნა 668043 ჩანაწერი
138221.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ფოტოსურათი (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში).
Photo (the latest digital photo available in the electronic database of the Public Services Development Agency).
138222.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი.
Submission of the unified list of voters to a PEC and the procedure of its publication.
138223.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს არაუგვიანეს პირველი შეკრების დღისა (კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღე - 1 ოქტომბერი) გადასცემს ცესკოს მიერ დამოწმებულ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია).
The main and subsidiary district election commissions shall provide the precinct election commissions located on the territory of the corresponding municipality with a version of the unified list of voters (wall list) designated for public information and certified by the CEC not later than the first day of the meeting (not later than the 30th day before the polling day – October 1).
138224.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია - ფოტოსურათების გარეშე) და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალ¬საჩინო ადგილას.
A version of the unified list of voters (wall list - no photos) designated for public information and information about the procedure of filling a complaint in relation to them must be immediately posted in a visible place at the polling station.
138225.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა (29 ოქტომბერი) გადაეცემა დაზუსტებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები (კედლის სია), ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები (სამაგიდო სია).
Informational versions of the specified lists (wall list) must be submitted to a precinct election commission not later than the second day before the polling day (29 October), and the final versions of the specified lists for the election commission (desk list) - not later than 12 hours before the polling day.
138226.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ყურადღება! კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას დაზუსტებული ვერსია უნდა გამოიკრას.
Attention! The original version of the wall list must be removed and the specified version must be posted in the same place.
138227.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
დაუშვებელია სამაგიდო სიის და მისი ასლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა.
It is inadmissable to issue the desk list and its copy in the form of public information.
138228.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება.
Verification of data of the unified list of voters.
138229.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხორციელდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
The access to the data on voters and the release of the copies of such data shall be carried out in accordance with the procedure established by the legislation of Georgia for accessing and releasing public information.
138230.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსიის გაცემა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული სახით.
The public version of the unified list of voters with photos shall be issued only in electronic form.
138231.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.
A person authorised to receive the mentioned list shall submit to the DEC an electronic storage device with adequate storage capacity.
138232.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებები შეიტანება როგორც ძირითად ან/და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიაში.
Applications to change the voter lists are submitted to the main and/or subsidiary district election commissions, as well as to the precinct election commissions.
138233.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის თაობაზე წარდგენილ განცხადებებს დაუყოვნებლივ გადასცემს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას;
A precinct election commission located on the municipal territory of the main district election commission shall immediately submit applications on changes in voter lists to the main district election commission;
138234.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისია ‒ დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.
While a precinct election commission located on the municipal territory of the subsidiary district election commission - to the subsidiary district election commission.
138235.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
Consideration of the results of the verification of the lists of voters and making a decision.
138236.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივითა და განცხადე¬ბების/საჩივრების საფუძველზე ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს.
During the election period, the Election Administration of Georgia shall check the voter lists on its own initiative and on the basis of applications / complaints.
138237.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ძირითადი/დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია, განცხადებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წინადადებების (სიებში ცვლილების შეტანის შესახებ - ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (15 ოქტომბერი).
A relevant main / subsidiary district election commission shall review the results of the inspection and make an appropriate decision within 2 days of receiving the application and the proposals of the precinct election commissions (about the changes in the voter lists, if any), but not later than the 16th day (October 15) before the election day.
138238.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს/ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.
For the above purposes, a respective district election commission shall be entitled to apply to a legal entity under public law LEPL – The Public Services Development Agency within the Ministry of Justice of Georgia / Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories of Georgia, Labour, Health and Social Protection of Georgia and/or its territorial bodies.
138239.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
მიმართვის შემთხვევაში სააგენტო/სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულები არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია.
In case of application, the Agency / Ministry and / or its territorial bodies shall be obliged to immediately provide the relevant information to the District Election Commission.
138240.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებას ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ უგზავნის ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას;
A main district election commission shall immediately send an ordinance on changes to the voter data / voter lists to the CEC and the relevant precinct election commission;